საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №67 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2012
მიღების თარიღი ნოემბერი 16, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2012 წლის 16 ნოემბრის №67 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2012 წლის 16 ნოემბრის №67 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 5 (ხუთი) საკითხი:
ა) შპს “კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);
ბ) ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-ს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე (მომხს. ც.უჯმაჯურიძე);
გ) ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ შპს ავია კომპანია ”დარიას” განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე (მომხს. ც.უჯმაჯურიძე);
დ) შპს „ბლექ სი სატის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. თ. ჯოგიაშვილი);
ე) სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” მაუწყებლობის №№B35, B36 და B37 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2003 წლის 26 დეკემბრის №652/6 და 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი).
2. კომისიის 2012 წლის 16 ნოემბრის №67 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
ირაკლი ჩიქოვანი |
|
|
კომისიის წევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
კარლო კვიტაიშვილი |
|
|
კომისიის წევრი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
