ინდ. მეწარმე ”ქეთევან ველიანისთვის” ნუმერაციის რესურსების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2012
მიღების თარიღი იანვარი 20, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (09.01.2012 №7/14-12) მიმართა ინდ. მეწარმე ”ქეთევან ველიანმა” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის ნუმერაციის რესურსების მინიჭების მოთხოვნით.
ინდ. მეწარმე ”ქეთევან ველიანს” ნუმერაციის რესურსები ესაჭიროება კომერციული საქმიანობისთვის, კერძოდ უძრავი და მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისას საინფორმაციო სამსახურისთვის და მოზრდილთათვის ინტიმურ თემებზე საუბრების განსახორციელებლად; როგორც განცხადებაშია აღნიშნული მოთხოვნილ ნუმერაციის რესურსებზე განხორციელებული ზარები იქნება ფასიანი.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა დადგენილება №355 „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“; დებულების №2 დანართის შესაბამისად, დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის არაგეოგრაფიულ ნუმერაციის ზონაში განსაზღვრულია 900 XXX XXX, 902 XXX XXX ფორმატის ნუმერაციის რესურსები.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით.
გამომდინარე იქედან, რომ ინდ. მეწარმე ”ქეთევან ველიანი” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსებით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კერძოდ, დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს ინდ. მეწარმე ”ქეთევან ველიანის” მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე მიანიჭოს ნუმერაციის რესურსები: 900 007 072, 900 700 488, 900 700 466 უძრავი და მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისას საინფორმაციო სამსახურისთვის, 902 442 223 და 902 442 224 მოზრდილთათვის ინტიმურ თემებზე საუბრების განსახორციელებლად, ერთი წლის ვადით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნტის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №2 დანართის, ასევე მე-10 მუხლის დ. გ) და ე) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს, ინდ. მეწარმე ”ქეთევან ველიანს” ნუმერაციის რესურსები - 900 007 072, 900 700 488, 900 700 466 (ცხრა-ნული-ნული-ნული-ნული-შვიდი-ნული-შვიდი-ორი, ცხრა-ნული-ნული-შვიდი-ნული-ნული-ოთხი-რვა-რვა და ცხრა-ნული-ნული-შვიდი-ნული-ნული-ოთხი-ექვსი-ექვსი) დამატებითი ფასიანი მომსახურებისთვის კერძოდ, უძრავი და მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის საინფორმაციო სამსახურისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით, 2012 წლის 20 იანვრიდან, 2013 წლის 20 იანვრამდე;
2. მიენიჭოს, ინდ. მეწარმე ”ქეთევან ველიანს” ნუმერაციის რესურსები - 902 442 223 და 902 442 224 (ცხრა-ნული-ორი-ოთხი-ოთხი-ორი-ორი-ორი-სამი, და ცხრა-ნული-ორი-ოთხი-ოთხი-ორი-ორი-ორი-ოთხი), დამატებითი ფასიანი მომსახურებისთვის, კერძოდ მოზრდილთათვის ინტიმურ თემებზე საუბრების განსახორციელებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით, 2012 წლის 20 იანვრიდან, 2013 წლის 20 იანვრამდე;
3. ინდ. მეწარმე ”ქეთევან ველიანი” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსები გამოიყენოს დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, არაავტორიზებადი საქმიანობისათვის;
4. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში ინდ. მეწარმე ”ქეთევან ველიანის” მიერ ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც; ამ შემთხვევაში ინდ. მეწარმე ”ქეთევან ველიანს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ინდ. მეწარმე ”ქეთევან ველიანისთვის” ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
ა. სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
