შპს “მობიტელის“ 100%-იანი წილიდან: შპს “დელგადო რესოურსიზის“ მფლობელობაში არსებული წილის 32%-დან 20%-ის შპს “მირენ ინვესტის“, ხოლო 12%-ის შპს “ინვესტიკო ალიანსეს“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2012
მიღების თარიღი ნოემბერი 16, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 19 ოქტომბრის №671/11 გადაწყვეტილებით, შპს “მობიტელს“ მიეცა წინასწარი თანხმობა შპს “მობიტელის“ 100%-იანი წილიდან: შპს “დელგადო რესოურსიზის“ მფლობელობაში არსებული წილის 32%-დან 20%-ის შპს “მირენ ინვესტის“, ხოლო 12%-ის შპს “ექშენ დირექტ ჰოლდინგ ბ.ვ.“-ს მიერ შეძენაზე და შპს “ინვესტიკო ალიანსეს“ მფლობელობაში არსებული წილის 17%-ის შპს “ექშენ დირექტ ჰოლდინგ ბ.ვ.“-ს მიერ შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიას 2012 წლის 1 ნოემბრის №6/6335-12 წერილით მიმართა შპს “მობიტელმა“, რომლითაც აცნობა, რომ არ განხორციელებულა შპს “მობიტელის“ იმ წილების გასხვისება, რომელზეც კომპანიას მიღებული ჰქონდა წინასწარი თანხმობა კომისიის 2012 წლის 19 ოქტომბრის №671/11 გადაწყვეტილებით. ამავე წერილით, შპს „მობიტელმა“ მოითხოვა კომისიისაგან წინასწარი თანხმობა შპს “მობიტელის“ წილის 32%-ის მფლობელ შპს “დელგადო რესოურსიზის“ კუთვნილი წილის 20%-ის შპს “მირენ ინვესტის“ მიერ და 12%-ის შპს “ინვესტიკო ალიანსეს“ მიერ შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “მობიტელი“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის შემდეგ ლიცენზიებს:
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F30 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 6620.00 მჰც, 6960.00 მჰც, 6700.00 მჰც და 7040.00 მჰც სიხშირეები ზოლის სიგანით 40 მჰც, თბილისი-ბათუმი, თბილისი-ლაგოდეხი, თბილისი-რუსთავი, კოჯორი-გუდაური და გორი-ახალციხის მონაკვეთებზე რადიოსარელეო კავშირებისათვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 8 სექტემბრამდე;
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული ზოლები: 827.955¸831.645 მგჰც; 872.955¸876.645 მგჰც; 1775.2¸1780.2 მგჰც; 1870.2¸1875.2 მგჰც; მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2013 წლის 23 ივლისამდე;
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F39 ლიცენზია რადიოსარელეო კავშირებისათვის შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი:
ა.ა) 6152.75 მჰც ± 14.5 მჰც და 6404.79 მჰც ± 14.5 მჰც
ა.ბ) 17755 მჰც ± 13.75 მჰც და 18765 მჰც ± 13.75 მჰც
ა.გ) 17782.5 მჰც ± 13.75 მჰც და 18792.5 მჰც ± 13.75 მჰც
ა.დ) 17810 მჰც ± 13.75 მჰც და 18820 მჰც ± 13.75 მჰც
ა.ე) 17837.5 მჰც ± 13.75 მჰც და 18847.5 მჰც ± 13.75 მჰც
ა.ვ) 17865 მჰც ± 13.75 მჰც და 18875 მჰც ± 13.75 მჰც
ა.ზ) 24591 მჰც ± 14 მჰც და 25599 მჰც ± 14 მჰც
ა.თ) 24619 მჰც ± 14 მჰც და 25627 მჰც ± 14 მჰც
ა.ი) 24647 მჰც ± 14 მჰც და 25665 მჰც ± 14 მჰც
ა.კ) 24675 მჰც ± 14 მჰც და 25683 მჰც ± 14 მჰც
ა.ლ) 24703 მჰც ± 14 მჰც და 25711 მჰც ± 14 მჰც
ა.მ) 24731 მჰც ± 14 მჰც და 25739 მჰც ± 14 მჰც
ა.ნ) 24759 მჰც ± 14 მჰც და 25767 მჰც ± 14 მჰც
ა.ო) 24787 მჰც ± 14 მჰც და 25795 მჰც ± 14 მჰც
ა.პ) 37100 მჰც ± 14 მჰც და 38360 მჰც ± 14 მჰც
ა.ჟ) 37128 მჰც ± 14 მჰც და 38388 მჰც ± 14 მჰც
ა.რ) 37156 მჰც ± 14 მჰც და 38416 მჰც ± 14 მჰც
ა.ს) 37184 მჰც ± 14 მჰც და 38444 მჰც ± 14 მჰც
ა.ტ) 37212 მჰც ± 14 მჰც და 38472 მჰც ± 14 მჰც
ა.უ) 37240 მჰც ± 14 მჰც და 38500მჰც ± 14 მჰც
ა.ფ) 37268 მჰც ± 14 მჰც და 38528 მჰც ± 14 მჰც
ა.ქ) 37296 მჰც ± 14 მჰც და 38556 მჰც ± 14 მჰც
ბ) რეგიონები:
ბ.ა) რეგიონი 1: ქ.თბილისი, დაბა წყნეთი;
ბ.ბ) რეგიონი 2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;
ბ.გ) რეგიონი 3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს,
სიღნაღის, ყვარელის რაიონები;
ბ.დ) რეგიონი 4: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;
ბ.ე) რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;
ბ.ვ) რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის, წალკის რაიონები;
ბ.ზ) რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;
ბ.თ) რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის რაიონები;
ბ.ი) რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;
ბ.კ) რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის რაიონები;
ბ.ლ) რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის რაიონები;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 22 დეკემბრამდე;
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F40 ლიცენზია ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) სიხშირულ დიაპაზონი: 10224 მჰც ± 14.მჰც და 10574± 14.მჰც ქ.თბილისში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 22 დეკემბრამდე;
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F42 ლიცენზია, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 1740,4 – 1741,2 მჰც და 1835,4 – 1836,2 მჰც; 1780,6 – 1784,8 მჰც და 1875,6 – 1879,8 მჰც სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 26 იანვრამდე;
გ) რეგიონები:
რეგიონი 1: ქ.თბილისი, დაბა წყნეთი;
რეგიონი 2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;
რეგიონი 3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;
რეგიონი 4: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;
რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;
რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის, წალკის რაიონები;
რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;
რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის რაიონები;
რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;
რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის რაიონები;
რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობის რაიონები;
დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F59 ლიცენზია,შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 880.335 მჰც¸883.365 მჰც; 887.055 მჰც¸889.515 მჰც; 925.335 მჰც¸928.365 მჰც; 932.055 მჰც¸934.515 მჰც სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 25 იანვრამდე;
გ) რეგიონები:
რეგიონი 1: ქ.თბილისი,;
რეგიონი 2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;
რეგიონი 3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;
რეგიონი 4: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;
რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;
რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის, წალკის რაიონები;
რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;
რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის რაიონები;
რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;
რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის რაიონები;
რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობის რაიონები;
დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;
შპს ”მობიტელს”, კომისიის №269/13 10.06.2011 გადაწყვეტილებით მიენიჭა რადიოსიხშირეები მობილური მომსახურების საკომუნიკაციო ქსელის საბაზო სადგურებს შორის მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, არაკომერციული მიზნით, შიდატექნოლოგიური დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2021 წლის 10 ივნისამდე, აუქციონის გარეშე, ამავე გადაწყვეტილების დანართის შესაბამისად.
შპს ”მობიტელს”, კომისიის №273/13 16.05.2008 გადაწყვეტილებით მიენიჭა რადიოსიხშირეები მობილური მომსახურების საკომუნიკაციო ქსელის საბაზო სადგურებს შორის მაგისტრალურ მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, არაკომერციული მიზნით, შიდატექნოლოგიური დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2018 წლის 16 მაისამდე, აუქციონის გარეშე, ამავე გადაწყვეტილების დანართის შესაბამისად.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის საფუძველზე შპს “მობიტელი“ მართლზომიერად ფლობს შემდეგ ნუმერაციის რესურსებს:
5-9-7 (ხუთი-ცხრა-შვიდი) სულ 346 563 (სამას ორმოცდაექვსი ათას ხუთას სამოცდასამი) სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;
5-6-8 (ხუთი-ექვსი-რვა) სულ 431 917 (ოთხას ოცდათერთმეტი ათას ცხრაასჩვიდმეტი) სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;
5-9-2 (ხუთი-ცხრა-ორი) სულ 204 369 (ორას ოთხი ათას სამას სამოცდაცხრა) სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;
5-7-9 (ხუთი-შვიდი-ცხრა) სულ 147 122 (ას ორმოცდაშვიდი ათას ას ოცდაორი) სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;
5-7-1 (ხუთი-შვიდი-ერთი) სულ 181 520 (ას ოთხმოცდაერთი ათას ხუთას ოცი) სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;
5-7-4 (ხუთი-შვიდი-ოთხი) სულ 191 520 (ას ოთხმოცდათხუთმეტი ათას ხუთას ოცი) სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის.
შპს “მობიტელზე“ გაცემულია შემდეგი ნებართვები ნუმერაციის რესურსით სარგებლობაზე:
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N26 ნებართვა, შემდეგი სანებართვო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 706 040 XXX – 706 044 XXX (სულ ხუთი ათასი სააბონენტო ნომერი) VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N30 ნებართვა, შემდეგი სანებართვო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 903 700 000 – 903 700 099 (სულ ასი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით დამატებული ღირებულების (ინტერაქტიული) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N31 ნებართვა, შემდეგი სანებართვო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 902 700 000 – 902 700 099 (სულ ასი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით, დამატებული ღირებულების (მოზრდილთათვის) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N32 ნებართვა, შემდეგი სანებართვო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 901 700 000 – 901 700 099 (სულ ასი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით, დამატებული ღირებულების (საქველმოქმედო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N39 ნებართვა, შემდეგი სანებართვო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 1-6-7-7-7 (ერთი-ექვსი-შვიდი-შვიდი-შვიდი)ავტორიზებული საქმიანობისთვის, არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N43 ნებართვა, შემდეგი სანებართვო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 9001X (ათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების (უფასო სერვისის) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N44 ნებართვა, შემდეგი სანებართვო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 9100X (სულ-ათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების (სტანდარტული ტარიფით) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N45 ნებართვა, შემდეგი სანებართვო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 93000-93029 (სულ-ოცდაათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების (დამატებული ღირებულების) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N46 ნებართვა, შემდეგი სანებართვო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 95000-95029 (სულ-ოცდაათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების (დამატებული ღირებულების (ინტერაქტიული)) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N47 ნებართვა, შემდეგი სანებართვო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 9600X (სულ-ათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების (დამატებული ღირებულების (მოზრდილთათვის)) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N48 ნებართვა, შემდეგი სანებართვო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 9700X (სულ-ათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების (დამატებული ღირებულების (საქველმოქმედო)) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N80 ნებართვა, შემდეგი სანებართვო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 900 700 700 – 900 700 799 (სულ ასი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით დამატებული ღირებულების მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;
შპს “მობიტელს“ კომისიის №435/19 22.06.2012. გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსი - 1-1-0-1-0-1 (ერთი-ერთი-ნული-ერთი-ნული-ერთი) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზაციის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე, საკუთარი აბონენტებისთვის საავარიო და საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების მისაწოდებლად;
შპს ”მობიტელს” კომისიის №62/15 11.02.2011. გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსი დამისამართების პრეფიქსი 7-3-3 (შვიდი-სამი-სამი), 26.09.2018 წლამდე (N126 ლიცენზიის მოქმედების ვადა), ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში;
შპს “მობიტელს“ კომისიის №448/15 29.06.2012. გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-9-8 (შვიდი-ოთხი-ცხრა-რვა) შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით, პორტაბელობის ვალდებულების გაუქმებამდე, ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ორგანიზებისთვის ტერმინალური მოწყობილობებიდან სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისთვის;
შპს “მობიტელს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.1. |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|
|
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|
|
სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|
|
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|
|
A.M.1. |
ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
GSM. |
|
|
B.F.1. |
ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება |
|
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
|
|
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
|
|
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
|
|
ტექსტური შეტყობინების მომსახურება. |
|
|
B.F.2. |
ინტერნეტ მომსახურება |
|
სხვა. |
|
|
B.F.3. |
მონაცემთა გადაცემა |
|
მონაცემთა გადაცემა. |
|
|
B.M.1. |
მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება |
|
ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
|
|
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
|
|
როუმინგული კავშირით მომსახურება. |
|
|
B.M.2. |
მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა |
|
ტექსტური შეტყობინების მომსახურება; |
|
|
მულტიმედიური მომსახურება; |
|
|
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა); |
|
|
მოძრავი ინტერნეტ მომსახურება. |
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, კომისიაში შპს “მობიტელის“ მიერ №6/6335-12 01.11.2012. წერილით წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
- ინფორმაცია შპს “მობიტელის“ წილის 32%-ის მფლობელ შპს “დელგადო რესოურსიზის“ მიერ შპს “მირენ ინვესტზე“ მის მფლობელობაში არსებული შპს “მობიტელის“ წილის 20%-ის, ხოლო შპს „ინვესტიკო ალიანსეზე“ “მობიტელის“ წილის 12%-ის მიყიდვის განზრახვის თაობაზე;
- ინფორმაცია შპს “მობიტელის“ შემოსავლების შესახებ საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეული მომსახურებიდან;
- ინფორმაცია შპს “მობიტელის“ ქსელის აბონენტთა რაოდენობის შესახებ;
შპს “მობიტელი“ №6/6335-12 01.11.2012 წერილში მიმართავს კომისიას, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას კომისიამ იხელმძღვანელოს შპს “მობიტელის“ მიერ №6/5741-12 05.10.2012 წერილით კომისიაში წარმოდგენილი შპს “მობიტელის“ პარტნიორთა, შპს “მობიტელის“ წილების ყიდვის მსურველი კომპანიებისა და მათი პარტნიორების სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებითა და ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანებით, ანუ ყველა იმ დოკუმენტაციით, რის საფუძველზეც კომისიის მიერ მიღებულ იქნა 2012 წლის 19 ოქტომბრის №671/11 გადაწყვეტილება. ამასთან ერთად, კომისია აღნიშნავს, რომ შპს “მობიტელის“ წარმომადგენლის ირაკლი ესართიას მიერ (მინდობილობა №569 08.11.2012) კომისიის სხდომაზე დადასტურებულ იქნა, რომ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან კომისიის სხდომის დღემდე აღნიშნულ დოკუმენტაციაში რაიმე სახის ცვლილება არ განხორციელებულა.
შპს “მობიტელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “მობიტელის“ დამფუძნებლები არიან:
შპს “დელგადო რესოურსიზ“ – 32%-იანი წილით;
შპს “ინვესტიკო ალიანსე “ – 17%-იანი წილით;
შპს “ვოთერთრაილ ინდასტრიზ“ – 51%-იანი წილით.
შპს “მობიტელის“ გენერალური დირექტორია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე სერგეი ზაკურაევი.
შპს “დელგადო რესოურსიზის“ დამფუძნებლები არიან: რევაზ ელიავა - 18%-იანი წილით, ხვიჩა მაქაცარია - 18%-იანი წილით, გიორგი ბაჯაკსუზიანი - 10%-იანი წილით, ლევან ყარამანიშვილი - 18%-იანი წილით, თეიმურაზ არონია - 18%-იანი წილით, რევაზ შარანგია - 18%-იანი წილით.
შპს “ინვესტიკო ალიანსეს“ დამფუძნებელია შპს “ელეგანზა გრუპი“ 100%-იანი წილით, ხოლო შპს “ელეგანზა გრუპის“ დამფუძნებლები არიან: თეიმურაზ არონია - 75%-იანი წილით და ლევან ყარამანიშვილი - 25%-იანი წილით.
შპს “ვოთერთრაილ ინდასტრიზის“ დამფუძნებელია ღია სააქციო საზოგადოება “ვიმპელ კომუნიკეიშენზ“ – 100%-იანი წილით.
შპს “მობიტელის“ 20%-იანი წილის შეძენის მსურველი კომპანია შპს “მირენ ინვესტის“ 100%-იანი წილის მფლობელია ფიზიკური პირი კატია ანდრიუ.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№10/1147-12 06.11.2012) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანიების: შპს “მირენ ინვესტის“, შპს “მირენ ინვესტის“ პარტნიორის - ფიზიკურ პირ კატია ანდრიუს, შპს “ინვესტიკო ალიანსეს“, შპს “ინვესტიკო ალიანსეს“ პარტნიორის - შპს “ელგანზა გრუპის“, შპს “ელეგანზა გრუპის“ პარტნიორების: თეიმურაზ არონიას და ლევან ყარამანიშვილის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება. ამასთან ერთად, კომისია აღნიშნავს, რომ ლევან ყარამანიშვილი კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით ფლობს 50%-იან წილს შპს ტელეკომპანია “რუსთავი-2“-ში, 50%-იან წილს შპს ტელეკომპანია “მზეში“ და 49%-იან წილს შპს „ტელეკომპანია საქართველოში“. შპს ტელეკომპანია “რუსთავი-2“, შპს ტელეკომპანია “მზე“ და შპს „ტელეკომპანია საქართველო“ არ წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№10/1179-12. 13.11.2012) და კომისიაში შპს “მობიტელის“ მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების თანახმად:
ა) 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შპს “მობიტელის“ მობილური ქსელის აბონენტების საერთო რაოდენობა შეადგენდა 826622 აბონენტს;
ბ) საქართველოში მობილური ქსელის აბონენტთა საერთო რაოდენობაში, შპს “მობიტელის“ მობილური ქსელის აბონენტების ხვედრითი წილი 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენდა 20,26%-ს.
გ) შპს “მობიტელის“ მობილური ქსელის აბონენტების მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითი წილი 2012 წლის იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით პერიოდში შეადგენდა 52634146 ლარს.
დ) საქართველოში მობილური ქსელის აბონენტთა მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს “მობიტელის“ მობილური ქსელის აბონენტების მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითი წილი 2012 წლის იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით პერიოდში შეადგენდა 17,38%-ს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “მობიტელის“ წილის 20%-ის შპს “მირენ ინვესტის“ მიერ, ხოლო შპს “მობიტელის“ წილის 12%-ის შპს “ინვესტიკო ალიანსეს“ მიერ შეძენის შემდეგ, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი დარჩება. აქედან გამომდინარე შპს “მობიტელის“ წილის 20%-ის შპს “მირენ ინვესტის“ მიერ, ხოლო შპს “მობიტელის“ წილის 12%-ის შპს “ინვესტიკო ალიანსეს“ მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “მობიტელის“ წილის 20%-ის შპს “მირენ ინვესტის“ მიერ, ხოლო შპს “მობიტელის“ წილის 12%-ის შპს “ინვესტიკო ალიანსეს“ მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს “მობიტელს“, შპს “მობიტელის“ 100%-იანი წილიდან: შპს “დელგადო რესოურსიზის“ მფლობელობაში არსებული წილის 32%-დან 20%-ის შპს “მირენ ინვესტის“, ხოლო 12%-ის შპს “ინვესტიკო ალიანსეს“ მიერ შეძენაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
