წვდომის მენიუ

შპს „ბლექ სი სატის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 727 / 20

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2012

მიღების თარიღი ნოემბერი 16, 2012

              საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2012 წლის 12 ოქტომბერს და 6 ნოემბერს  კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/5869-12; №6/6380-12) მიმართა შპს „ბლექ სი სატმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.

             კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

           შპს „ბლექ სი სატის“ მიერ 2012 წლის 12 ოქტომბრის და 6 ნოემბრის  განცხადებებით (№6/5869-12;  №6/6380-12) მოთხოვნილია შემდეგი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა:

ა) შპს ”ბლექ სი სატსა” და შპს ტელე-რადიო კომპანია ”რიონს” შორის 2012 წლის 2 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება   (02.10.12-31.12.12) სამაუწყებლო არხ ”რიონის” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ბ)  შპს ”ბლექ სი სატსა ” და “Sparrowhawk International Channels Limited”-ს შორის 2012 წლის 5 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (01.07.12-30.06.15) სამაუწყებლო არხების “Diva Universal” და “Universal Channel”  საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

გ) შპს ”ბლექ სი სატსა” და “NGC EUROPE LIMITED”-ს შორის 2012 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება (01.08.12-01.08.15) სამაუწყებლო არხების ”National Geographic Channel”, “Nat Geo Wild”,  ”National Geographic Channel HD ”, “Nat Geo Wild HD” და “Sky News”  საქართველოს  ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

დ)  შპს ”ბლექ სი სატსა ” და ”FOX INTERNATIONAL CHANNELS LUXEMBOURG SARL, ZOLLIKON BRANCH”-ს შორის 2012 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება (01.08.12-01.08.15) სამაუწყებლო არხების ”Fox  Life”, “Fox Crime”, “Fox News ”, “Fox Life HD”, “Fox Crime HD”  საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ე) შპს ”ბლექ სი სატსა ” და ”BABY NETWORK LIMITED”-ს შორის 2012 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება (01.08.12-01.08.15) სამაუწყებლო არხ ”Baby Tv”-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ვ) შპს ”ბლექ სი სატსა” და ”FASHION ONE”-ს შორის 2012 წლის  16 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება (16.07.12-16.07.15) სამაუწყებლო არხ “FASHION ONE HD”-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ზ) შპს ”ბლექ სი სატსა” და LLC ”Universal Distribution ”-ს შორის 2012 წლის  11 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.10.12-01.10.15) სამაუწყებლო არხ “MGM Networks HD”-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

         კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, აგრეთვე ამ განცხადებების საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ შპს „ბლექ სი სატის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების  შესახებ.

        ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია რომ, შპს „ბლექ სი სატის“ 2012 წლის 12 ოქტომბრის და 6 ნოემბრის  განცხადებები (კომისიაში რეგისტრაციის №6/5869-12; №6/6380-12) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური უფლება–მოვალეობების ნაწილში. გასათვალისწინებელია, რომ შპს „ბლექ სი სატის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ზემოაღნიშნული ნაწილების საჯაროდ დატოვებამ,  შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

          კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

         ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.        დაკმაყოფილდეს შპს „ბლექ სი სატის“ 2012 წლის  12 ოქტომბრის და 6 ნოემბრის განცხადებები  (№6/5869-12;  №6/6380-12)  ნაწილობრივ:

ა) ცნობილ იქნას შპს ”ბლექ სი სატსა” და შპს ტელე-რადიო კომპანია ”რიონს” შორის 2012 წლის 2 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება (02.10.12-31.12.12) სამაუწყებლო არხ ”რიონის” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს ”ბლექ სი სატის” კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილი იქნას ღიად;

ბ)  ცნობილ იქნას  შპს ”ბლექ სი სატსა ” და “Sparrowhawk International Channels Limited”-ს შორის 2012 წლის 5 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (01.07.12-30.06.15) სამაუწყებლო არხების “Diva Universal” და “Universal Channel” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს ”ბლექ სი სატის” კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილი იქნას ღიად;

გ) ცნობილ იქნას  შპს ””ბლექ სი სატსა” და “NGC EUROPE LIMITED”-ს შორის 2012 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება (01.08.12-01.08.15) სამაუწყებლო არხების ”National Geographic Channel”, “Nat Geo Wild”,  ”National Geographic Channel HD ”, “Nat Geo Wild HD”,  “Sky News” საქართველოს  ტერიტორიაზე რატრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს ”ბლექ სი სატის” კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილი იქნას ღიად;

დ) ცნობილ იქნას  შპს ”ბლექ სი სატსა ” და ”FOX INTERNATIONAL CHANNELS LUXEMBOURG SARL, ZOLLIKON BRANCH”-ს შორის 2012 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება (01.08.12-01.08.15) სამაუწყებლო არხების ”Fox  Life ”, “Fox Crime”, “Fox News ”, “Fox Life HD”, “Fox Crime HD ”-ს  საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს ”ბლექ სი სატის” კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილი იქნას ღიად;

ე) ცნობილ იქნას შპს ”ბლექ სი სატსა ” და ”BABY NETWORK LIMITED”-ს შორის 2012 წლის 1 აგვისტოს გაფომებული ხელშეკრულება (01.08.12-01.08.15) სამაუწყებლო არხის ”Baby Tv”  საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს ”ბლექ სი სატის” კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილი იქნას ღიად;

ვ) ცნობილ იქნას შპს ”ბლექ სი სატსა” და ”FASHION ONE”-ს შორის 2012 წლის  16 ივლისს გაფომებული ხელშეკრულება (16.07.12- 16.07.15)   სამაუწყებლო არხის “FASHION ONE HD”-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს ”ბლექ სი სატის” კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილი იქნას ღიად;

ზ) ცნობილ იქნას შპს ”ბლექ სი სატსა” და LLC ”Universal Distribution ”-ს შორის 2012 წლის  11 სექტემბერს გაფომებული ხელშეკრულება (01.10.12-01.10.15 )   სამაუწყებლო არხის “MGM Networks HD ”-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს ”ბლექ სი სატის” კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილი იქნას ღიად;

2. ინფორმაცია შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „ბლექ სი სატის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ბლექ სი სატისათვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ბლექ სი სატისათვის“ ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე);

კომისიის თავმჯდომარე:                                                                                                             ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი:                                                                                                                               სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი:                                                                                                                               ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი:                                                                                                                               კარლო კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები