წვდომის მენიუ

შპს ,,ლომისი 2011“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 738 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 29, 2012

მიღების თარიღი ნოემბერი 22, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 05 ნოემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2012 წლის 05 ნოემბრის N10/1142-12 სამსახურებრივი ბარათი, რომელიც ეხება შპს „ლომისი 2011“-ის  (ს/კ 417875687) პარტნიორების: მამუკა ხაბაზიშვილისა და თამარ ამირიძის მიერ საწესდებო კაპიტალის ორი 50%-იანი წილის გასხვისების საკითხს, რის შემდეგაც კომპანიის პარტნიორები გახდნენ: გურამ კორინთელი და ლევან პარკაძე. აღნიშნული ცვლილების შესახებ კომისიისათვის ცნობილი გახდა შპს „ლომისი 2011“-ის მიერ კომისიაში  2012 წლის 31 ოქტომბერს  წარმოდგენილი N6/6305-12  წერილის საფუძველზე. აღნიშნულ წერილზე დართული, შპს „ლომისი 2011“-ის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, დამფუძნებლებმა: მამუკა ხაბაზიშვილმა და თამარ ამირიძემ თვიანთი 50%-იანი წილები გაასხვისეს ფიზიკურ პირებზე: გურამ კორინთელსა და ლევან პარკაძეზე.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების შეძენაც ხდება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ლომისი 2011“-ის  წილის შეძენა განხორციელდა კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად,  2012 წლის  13 ნოემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ლომისი 2011“-ის  მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის შეუსრულებლობასთან დაკავშრებით სანქცირების თაობაზე. საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 22 ნოემბერს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „ლომისი 2011“-ს ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობისა და გამოთხოვის უფლების შესახებ;

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2012 წლის 22 ნოემბრის სხდომაზე, რომელსაც  ესწრებოდა შპს  „ლომისი 2011“-ის დირექტორი ლევან პარკაძე, რომელმაც აღიარა დარღვევის ფაქტი.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.           კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2012 წლის 05 ნოემბრის  N10/1141-12 სამსახურებრივი ბარათი;

2.           შპს „ლომისი 2011“-ის 2012 წლის 31 ოქტომბრის N 6/6305-12 წერილი;

3.            შპს „ლომისი 2011“-ის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის ნომერი 543016, ამონაწერის მომზადების თარიღი:26/10/12);

4.           შპს „ლომისი 2011“-ს დირექტორ ლევან პარკაძის ახსნა-განმარტება მიცემული 2012 წლის 22 ნოემბრის კომისიის სხდომაზე;

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.        შპს „ლომისი 2011“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს 2011 წლის 27 ივლისიდან;

2.        შპს ,,ლომისი 2011“-ის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2012 წლის 26 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დამფუძნებლები: მამუკა ხაბაზიშვილი - 50% წილი კაპიტალში და თამარ ამირიძე - 50% წილი კაპიტალში, შეიცვალნენ დამფუძნებლებით: გურამ კორინთელი - 50% წილი კაპიტალში და ლევან პარკაძეზე - 50% წილი კაპიტალში;

3.        შპს „ლომისი 2011“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

4.        შპს „ლომისი 2011“-ს არ მოუმართავს კომისიისათვის თავისი წილის გასხვისების განზრახვის შესახებ, შესაბამისად არ მიუღია კომისიისაგან თანხმობა ამ აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებით;

5.        შპს „ლომისი 2011“-ს უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე;

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ლომისი 2011“-ის  მიერ, კომისიის წინსაწარი თანხმობის გარეშე, წილის გასხვისებით დარღვეული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტი და 26-ე მუხლი.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ლომისი 2011“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქცია, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ შპს „ლომისი 2011“-ს მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციეის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო და ამავე დროს, დაევალოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა;

ამასთან, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს შპს „ლომისი 2011“-ის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ, მისი შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე,  99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მხულის  და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   მიეცეს გაფთხილება შპს „ლომისი 2011“-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;

2.   შპს „ლომისი 2011“-ს დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, შეტყობინების წარმოდგენა კომისიაში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; კერძოდ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს: წილის შეძენის ფორმა; შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას წილის შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:

      ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

      ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეული         

     მომსახურებიდან;

გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25% ან მეტია;

დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში - მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

ე) ინფორმაცია წილების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.

3.             დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს „ლომისი 2011“-ის სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

4.              დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ლომისი 2011“-სათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5.              გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ლომისი 2011“-სათვის ჩაბარების დღიდან;

6.              გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ლომისი 2011“-სათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.              კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე, ასევე შპს „ლომისი 2011“-ს მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა და დასკვნის წარმოდგენა დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს;

8.              კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

9.              კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს                (კ.ყურაშვილი).

კომისიის წევრი                                                                                                         ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                         კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                        ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                        ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები