წვდომის მენიუ

შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვის”კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 743 / 23

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2012

მიღების თარიღი ნოემბერი 22, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/525-12, 03.10.2012წ.) მიმართა შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვი”-მ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, კომპანიას სურს საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიად, რათა განახორციელოს მაუწყებლობა, სადაც წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ტელე-გასართობი პროგრამები, ყველა შესაძლო ჟანრითა და სახით: მსოფლიო კინო გაქირავების ლიდერი ფილმები, სუკეთესო დოკუმენტური ფილმები, მუსიკალური კლიპები, საბავშვო, სპორტული, შემეცნებითი, გასართობი, მუსიკალური გადაცემები, გეიმ-შოუ, რეალითი-შოუ, პოპულარული ამერიკული და ევროპული სერიალები, ანუ მაუწყებლობა ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გადაცემების გარდა.  

კომისიამ წერილობით (№01/2525-12 29.10.2012წ.) მიმართა შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვი”-ს და მოსთხოვა სპეციალიზებული მაუწყებლობის ფარგლებში ერთი თემატიკის დაზუსტება. 2012 წლის 7 ნოემბერს  შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვი”-მ კომისიაში წარმოდგენილი წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/6389-12)  კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიის თემატიკად განსაზღვრა გასართობი ტელემაუწყებლობა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვი” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიას  კომისიის 2012 წლის 27 აპრილის №324/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

 ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 27 აპრილამდე;

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით – საქართველოს ტერიტორიაზე;

 ე) დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის ხანგრძლივობად განისაზღვროს 24 საათი;

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ საგულისხმოა ასევე ის ფაქტიც, რომ კომისიის 2011 წლის 18 აპრილის №190/22 გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე განსაზღვრული ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების თანახმად კერძო სპეციალიზებულ მაუწყებლობას უპირატესობა ენიჭება კერძო საერთო მაუწყებლობასთან მიმართებით;

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ  სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

              „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვის” კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2012 წლის 24 დეკემბერს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვისთვის” გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრი                                                                                                                კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები