წვდომის მენიუ

სს ”გლობალ ერთისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 75 / 1

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2012

მიღების თარიღი იანვარი 20, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 28 ნოემბრის N677/8 გადაწყვეტილების შესაბამისად,  დამატებითი ფასიანი მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა სს ”გლობალ ერთი”.

   ამავე გადაწყვეტილებით, სს ”გლობალ ერთს”, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, დაეკისრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის  (158.00 ლარი) 30%-ს  - 47,40 (ორმოცდაშვიდი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 15.00 (თხუთმეტი) ლარი ანუ 32.40 (ოცდათორმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”გლობალ ერთის” მიერ, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 32.40 (ოცდათორმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი და  კომისიაში წარმოდგენილია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს სს ”გლობალ ერთს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N177 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 900 800 800, 900 900 800 და 900 800 900 (სულ სამი სააბონენტო ნომერი) დამატებითი ფასიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 20 იანვრამდე;

ე) ლიცენზიის მფლობელი  ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

ვ) სს ”გლობალ ერთი” ვალდებულია ნუმერაციის რესურსი: 900 800 800, 900 900 800 და 900 800 900 (სულ სამი სააბონენტო ნომერი) გასცეს, მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც მომხმარებლებს გაუწევს დამატებით ფასიან მომსახურებას;

 

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - (110,60 ას ათი ლარი და სამოცი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - 200122900

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773072

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 110,60 (ას ათი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

9,22 ლარი    -   2012 წლის 20 თებერვლამდე;

9,22ლარი    -   2012 წლის 20 მარტამდე;

9,22 ლარი    -   2012 წლის 20 აპრილამდე;

9,22 ლარი    -   2012 წლის 20 მაისამდე;

9,22 ლარი    -   2012 წლის 20 ივნისამდე;

9,22 ლარი    -   2012 წლის 20 ივლისამდე;

9,22 ლარი    -   2012 წლის 20 აგვისტომდე;

9,22 ლარი    -   2012 წლის 20 სექტემბრამდე;

9,22 ლარი    -   2012 წლის 20 ოქტომბრამდე;

9,22 ლარი    -   2012 წლის 20 ნოემბრამდე;

9,22 ლარი    -   2012 წლის 20 დეკემბრამდე;

9,18 ლარი    -   2013 წლის 20 იანვრამდე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი  თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის სს ”გლობალ ერთისთვის” ჩაბარებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც. უჯმაჯურიძე)

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე)

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                 ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                  ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                   ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                  ა. სიხარულიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები