წვდომის მენიუ

ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ კერძო მაუწყებლობის №B21 ლიცენზიის მოდიფიცირების და კომისიის 2012 წლის 24 აგვისტოს №550/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ასევე კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზი

ნომერი: 755 / 23

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 04, 2013

მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/615-12, 27.11.2012წ.) მიმართა ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდმა” მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B21, №B91 და  №B99 ლიცენზიების მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ კომპანია ითხოვს სამივე ლიცენზიაზე დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად 6 საათის განსაზღვრას.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდი” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B21, №B91 და №B99 ლიცენზიებს შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) კერძო მაუწყებლობის №B21 ლიცენზია:

ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო მაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა:11.09.2022;

დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა 18 საათი;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების ზონა:

ა) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: დეციმეტრული დიაპაზონის 33-ე სატელევიზიო არხი 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი.

ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით;

ბ) კერძო მაუწყებლობის №B91 ლიცენზია:

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 02.08.2017

მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:

გადამც. და

ანტენისგანთავსების

ადგილი

სატელევ.

არხი №

პოლარიზაცია

V/H

გასხივების

დიაგრამა

გადამცემის

სიმძლავრე

(ვტ)

ანძის  განლაგ.

გეოგრაფ.კოორდინატ.

ანტენის

გაძლიერ.

კოეფ. რა-უმეტ.(დბ)

ანტენის

განთავს.

სიმაღ

მიწ/ზ(მ)

გორი,

ახალდაბის ტვ ანძა

51

H

წრიული

500

N 42°01 55.4\"    

E 044°02 55.8\"

6.0

160 ± 15

ქუთაისი,

ქუთაისის ტვ ანძა

45

H

წრიული

500

N 42°16 48.9\"

E 042°44 10.1\"

6.0

90 ± 25

საჩხერე,

საჩხერეს  ტვ ანძა

40

H

წრიული

500

N 42°20 56,9\"

E 043°24 23,01\"

6.0

25 ± 5

სენაკი

სენაკის ანძა

52

H

წრიული

500

N 42°17 24,12\"   

E 042°03 26.8\"

6.0

30 ± 5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კერძო მაუწყებლობის №B99 ლიცენზია:

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 28.03.2018წ.

მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა არის ერთი გადამცემი სადგურის (ბათუმის ანძა) მომსახურების ზონა, ხოლო ტექნიკური პარამეტრებია:

გადამცემის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

გაძლიერების კოეფიციენტი

პოლარიზაცია V/H

TV არხი

სიმძ.

(ვტ)

გასხივების დიაგრამა

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ.მ

ბათუმი, სატელევიზიო ანძა

N41° 41’37.7” E 041° 42’54.8”

არაუმეტეს 6.0 დბ

H

33

1000

მიმართული

40 ± 15

     კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კერძო მაუწყებლობის №B91 ლიცენზია გაიცა კომისიის 2007 წლის 27 აპრილის N219/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, ხოლო კერძო მაუწყებლობის №B99 ლიცენზია - კომისიის 2008 წლის 18 იანვრის N26/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე. ორივე საკონკურსო გადაწყვეტილებაში, ერთ-ერთ სალიცენზიო პირობად განსაზღვრულია, მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა - 12  საათი.

რაც შეეხება კერძო მაუწყებლობის №B21 ლიცენზიას, აღნიშნული ლიცენზია (ძველი №326) გაიცა 1997 წლის 11 სექტემბერს ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „ტვ-33”-ის სახელზე. კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა შპს “ტვ-33”-ის № 326 ლიცენზია კერძო მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭა № B21; 2007 წლის 7 აგვისტოს შპს „ტვ-33”-ს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ”ტელეკომპანია საქართველო”. 2012 წლის 24 აგვისტოს კომისიის №550/6 გადაწყვეტილებით მოქმედების ვადა გაუგრძელდა შპს ”ტელეკომპანია საქართველოს” კერძო მაუწყებლობის №B21 ლიცენზიას. კომისიის ამავე სხდომაზე შპს ”ტელეკომპანია საქართველოს” უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა განისაზღვრა 18 საათით. 2012 წლის 12 ოქტომბრის №661/5 გადაწყვეტილებით თანხმობა მიეცა შპს „ტელეკომპანია საქართველოს“, მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B21, №B91 და №B99 ლიცენზიების  ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდისთვის“ სარგებლობაში გადაცემაზე. 2012 წლის 16 ოქტომბერს კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს ”ტელეკომპანია საქართველოსა” და ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, შპს ”ტელეკომპანია საქართველოს” მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების (№B21, №B91 და №B99) ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდისთვის“ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.   

კომისიის აპარატის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა კერძო მაუწყებლობის №B21, №B91 და №B99 ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე დასკვნის წარმოდგენის თხოვნით (სამსახურეობრივი ბარათი №10/1272-12, 30.11.12წ.) მიმართა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს. აღნიშნული დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №10/1273-12, 30.11.12წ.) თანახმად, მიზანშეუწონელია კერძო მაუწყებლობის №B91 და  №B99 ლიცენზიების მოდიფიცირება, ვინაიდან ზემოაღნიშნული ლიცენზიები გაცემულია კომისიის მიერ გამოცხადებული იმ კონკურსების საფუძველზე, რომელთა საკონკურსო პირობასაც წარმოადგენდა 12 საათიანი მაუწყებლობა დღე-ღამის განმავლობაში; რაც შეეხება კერძო მაუწყებლობის №B21 ლიცენზიას, აღნიშნული ლიცენზია კომისიის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე არ გაცემულა. გამომდინარე იქიდან, რომ 2012 წლის 24 აგვისტოს კერძო მაუწყებლობის №B21 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე გამართულ კომისიის სხდომაზე იმდროინდელი ლიცენზიის მფლობელის,  შპს ”ტელეკომპანია საქართველოს” უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა განისაზღვრა 18 საათით, შესაბამისად მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კერძო მაუწყებლობის №B21 ლიცენზიის მოდიფიცირება და დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად 6 საათის განსაზღვრა თავად ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

  კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან კერძო მაუწყებლობის №B21 ლიცენზია არ არის გაცემული კომისიის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე და კომისიის 24 აგვისტოს №550/6 გადაწყვეტილების შესაბამისად ზემოაღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა განსაზღვრულია ლიცენზიის იმდროინდელი მფლობელის, შპს ”ტელეკომპანია საქართველოს” უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ლიცენზიის ახალი მფლობელიც (ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“) უფლებამოსილია დამოუკიდებლად განსაზღვროს სამაუწყებლო ბადე მოცულობითაც და შინაარსითაც, რაც თავის მხრივ შესაბამისობაში უნდა იყოს კერძო მაუწყებლობის №B21 ლიცენზიით განსაზღვრულ ლიცენზიის სახეობასთან და სალიცენზიო პირობებთან.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ კერძო მაუწყებლობის №B21 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე; რაც შეეხება კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების მოდიფირებას, აღნიშნული არ უნდა დაკმაყოფილდეს ვინაიდან ორივე ლიცენზია გაცემულია კომისიის მიერ გამოცხადებული იმ კონკურსების საფუძველზე, რომელთა საკონკურსო პირობასაც წარმოადგენდა 12 საათიანი მაუწყებლობა დღე-ღამის განმავლობაში.   

   კომისიამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე, 98-ე მუხლების, აგრეთვე მე-100 მუხლის პირველი ნაწილის და 101-ე მუხლის მოთხოვნებით, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების მიზნით მოიწვია დაინტერესებული მხარე (შეტყობინება №01/2806-12, 03.12.2012). 2012 წლის 4 დეკემბრის კომისიის სხდომას ესწრებოდა ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ დირექტორის თანაშემწე ანა ვარდოსანიძე (ანა ვარდოსანიძის მიერ კომისიის სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი). ამ უკანასკნელს კომისიის სხდომაზე განემარტა კერძო მაუწყებლობის №B91 და  №B99 ლიცენზიების მოდიფიცირების მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის მიზეზი (ორივე ლიცენზია გაცემულია კომისიის მიერ გამოცხადებული იმ კონკურსების საფუძველზე, რომელთა საკონკურსო პირობასაც წარმოადგენდა 12 საათიანი მაუწყებლობა დღე-ღამის განმავლობაში), რაც ასევე აისახა კომისიის სხდომის ოქმში.

    „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, 45–ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  63-ე, 95-ე, 96-ე, 98-ე, მე-100 და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ კერძო მაუწყებლობის №B21 ლიცენზიის მოდიფიცირების და კომისიის 2012 წლის 24 აგვისტოს №550/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე გაიმართოს 2013 წლის 3 იანვარს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. უარი ეთქვას ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“ კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესახებ საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდისთვის” გაგზავნა  (ნ. ჯავახიძე);

5. გადაწყვეტილება (გარდა მე-3 პუნქტისა) ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

6. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

 კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                                                    კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები