წვდომის მენიუ

,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 759 / 23

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2012

მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 103-ე, 1061 მუხლების, VII და IX თავების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში (სსმ 24.02.2012) ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე) დადგენილების ცვლილების პროექტის მომზადება;

3. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2013 წლის 3 იანვრის 16 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და დადგენილების ცვლილების პროექტის გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი)

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                კ.კვიტაიშვილი     

წევრები:                                                     ს.ბრიტანჩუკი

                                                                        ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები