შპს ” ბლექ სი სატი”-სთვის არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2012
მიღების თარიღი იანვარი 20, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს ”ბლექ სი სატ”-მა (რეგისტრირებული გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ 3/7/2011, №417875115) კომისიას მიმართა წერილით (01.12.11 №7/856-11) რომელიც შემდეგ დააზუსტა (რეგისტრირებული №7/906-11, 09.12.11) და მოითხოვა ქ.ბათუმიდან ქ.თბილისამდე, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, სიხშირეების მინიჭება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ” ბლექ სი სატ”-ს სიხშირეები ესაჭიროება განცხადებაში აღნიშნულ მიმართულებებზე, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზების გამოყენებით, ქ.ბათუმიდან, ქ.თბილისში, მახათას მთაზე განლაგებულ მის კუთვნილ მიწისზედა თანამგზავრულ სადგურამდე სატელევიზიო მაუწყებლობის სიგნალების მისაყვანად.
შპს ”ბლექ სი სატი”-ს მიერ წერილში (რეგისტრირებული №7/906-11, 09.12.11) აღნიშნულ მიმართულებებზე, ქ.ბათუმიდან ქ.თბილისამდე რადიოსარელეო ხაზების აგებისა და ფუნქციონირებისთვის, შერჩეულ იქნა სიხშირეები და ეცნობა კომისიის წერილით (რეგისტრირებული №06/59-12,13.01.12).
კომისია აღნიშნავს რომ, შერჩეული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობა შპს ”ბლექ სი სატ”-მა კომისიას აცნობა წერილით (რეგისტრირებული №6/132-12,16.01.12).
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ” ბლექ სი სატი” წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის და მომსახურების მიწოდების სხვადასხვა სახეებზე, მათ შორის, თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე, აგრეთვე, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ცვლილების შეტანისას კომისია უფლებამოსილია
ავტორიზებული პირისათვის მინიჭებული რადიოსიხშირე შეცვალოს ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა რადიოსიხშირით. ამ შემთხვევაში პირი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს კომპენსაცია”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ” ბლექ სი სატ”-ს „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის
დებულების” მე-7 მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც შეადგენს 15818.4 (თხუთმეტი ათას რვაასთვრამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარს.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებულ უნდა იქნას არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად, ქ.ბათუმიდან ქ.თბილისამდე, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „მ” ქვეპუნქტის, 471-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”ბლექ სი სატ”-ს რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, ქ.ბათუმიდან ქ.თბილისამდე, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2022 წლის 20 იანვრამდე, აუქციონის გარეშე;
2. განესაზღვროს შპს ”ბლექ სი სატ”-ს სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 15818.4 (თხუთმეტი ათას რვაასთვრამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი;
3. უზრუნველყოს შპს ”ბლექ სი სატ”-მა ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 15818.4 (თხუთმეტი ათას რვაასთვრამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით;
მიმღები:
ხაზინის ერთიანი ანგარიში ა/ა - 200122900;
ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;
კოდი -TRESGE 22;
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300433402;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”ბლექ სი სატი”-სთვის ჩაბარებისთანავე, ხოლო ამ გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირეების გამოყენების უფლება შპს ”ბლექ სი სატ”-ს მიეცეს ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებისთანავე;
5. შპს ” ბლექ სი სატი”-ს მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 15818.4 (თხუთმეტი ათას რვაასთვრამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო ამ გადაწყვეტილებიდან
წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები გაუქმდეს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან;
6. აღირიცხოს შპს ”ბლექ სი სატი”-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე) შპს ” ბლექ სი სატი”-ს მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
7. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ბლექ სი სატი”-ს მიერ რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
8. დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) 1 თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი |
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
N |
|
|
ცენტრალური სიხშირე (MHz) |
სიხშირული ზოლი |
სიმძლავრე | ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
A |
B |
A |
|
MHz |
w |
|
|
1 |
აჭარა ტვ (სტუდია) 41°38 58"N 41°38 05"E |
აჭარა, ანძა 41°41 08"N 41°43 25"E |
13171 |
|
28 |
1 |
|
|
2 |
აჭარა, ანძა 41°41 08"N 41°43 25"E |
ფოთი 42°08 30"N 41°40 45"E |
5974.85 |
|
28 |
1 |
|
|
3 |
ფოთი 42°08 30"N 41°40 45"E |
სენაკი 42°17 23"N 42°03 28"E |
6315.84 |
|
28 |
1 |
|
|
4 |
სენაკი 42°17 23"N 42°03 28"E |
ქუთაისი, ანძა 42°16 48"N 42°44 11"E |
6256.54 |
|
28 |
1 |
|
|
5 |
ქუთაისი,პარლამენტი 42°17 23"N 42°03 28"E |
ქუთაისი, ანძა 42°16 48"N 42°44 11"E |
178925 |
|
28 |
1 |
|
|
6 |
ქუთაისი, ანძა 42°16 48"N 42°44 11"E |
ფონა 42°03 73"N 43°23 41"E |
5955 |
|
40 |
1 |
|
|
7 |
ფონა 42°03 73"N 43°23 41"E |
გორი, ანძა 42°01 55"N 44°02 50"E |
6500 |
|
40 |
1 |
|
|
8 |
გორი, ანძა 42°01 55"N 44°02 50"E |
გორი, შსს ანძა 41°58 36"N 44°07 34"E |
19287.5 |
|
55 |
1 |
|
|
9 |
გორი, შსს ანძა 41°58 36"N 44°07 34"E |
ზედაზენი, შსს ანძა 41°52 15"N 44°46 08"E |
6460 |
|
40 |
1 |
|
|
10 |
ზედაზენი, შსს ანძა 41°52 15"N 44°46 08"E |
მახათას მთა 41°43 02"N 44°50 01"E |
19287.5 |
|
55 |
1 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
