საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 27 მაისის №257/22 გადაწყვეტილებაში დამატების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 15, 2013
მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” კომისიის 2011 წლის 27 მაისის №257/22 გადაწყვეტილებაში შევიდეს დამატება და გადაწყვეტილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ო) ქვეპუნქტი:
”ო) ზურაბ კვირკველია - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი.”
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი თვის ვადაში.
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
