საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №71 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2012
მიღების თარიღი დეკემბერი 07, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2012 წლის 07 დეკემბრის №71 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15, მე–16 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის 2012 წლის 07 დეკემბრის №71 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-14 (შპს „ატასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე) საკითხი ა/წ 14 დეკემბრის კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში სხდომის გამართვის თაობაზე კომისიის შეტყობინების შპს ”ატასთვის” ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობის გამო;
2. კომისიის 2012 წლის 07 დეკემბრის №71 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:
ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013წლის ბიუჯეტის განხილვის შესახებ (მომხს. ი.აბულაძე – საფინანსო დეპარტამენტის უფროსი).
3. კომისიის 2012 წლის 07 დეკემბრის №71 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
კარლო კვიტაიშვილი |
|
|
კომისიის წევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
