ღია სააქციო საზოგადოება “სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარომადგენლობა საქართველოში აკკორდ ჯორჯიასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2012
მიღების თარიღი დეკემბერი 07, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ ღია სააქციო საზოგადოება “სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარომადგენლობა საქართველოში აკკორდ ჯორჯიამ” რეგისტრირებული თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ; ს.კ. № 202459295) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/566-12, 30.10.12) ქ. გორსა და ქ. ქუთაისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია სამსენებლო საქმიანობის პროცესში თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ ღია სააქციო საზოგადოება “სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარომადგენლობა საქართველოში აკკორდ ჯორჯიის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.
”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ ღია სააქციო საზოგადოება “სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარომადგენლობა საქართველოში აკკორდ ჯორჯიას” წარმოდგენილი აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის (500 ლარის ოდენობით) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ღია სააქციო საზოგადოება “სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარომადგენლობა საქართველოში აკკორდ ჯორჯიას” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 387 ნებართვა და მიენიჭოს 411.850 მჰც სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. გორსა და ქ. ქუთაისში, ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. ღია სააქციო საზოგადოება “სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარომადგენლობა საქართველოში აკკორდ ჯორჯიის” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;
3. აღირიცხოს ღია სააქციო საზოგადოება “სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარომადგენლობა საქართველოში აკკორდ ჯორჯიასთვის” ნებართვით მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
4. დაევალოს ღია სააქციო საზოგადოება “სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარომადგენლობა საქართველოში აკკორდ ჯორჯიას” გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ღია სააქციო საზოგადოება “სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარომადგენლობა საქართველოში აკკორდ ჯორჯიასთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
6. დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
9.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ღია სააქციო საზოგადოება “სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის წარომადგენლობა საქართველოში აკკორდ ჯორჯიასთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
