წვდომის მენიუ

სს ,,თელასისთვის” ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 77 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2012

მიღების თარიღი იანვარი 24, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 1441  მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

2012 წლის 20 იანვარს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს,  შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (18.01.12.  № 10/91-12) და 2012 წლის 18 იანვარს, ქ.თბილისში სს ,,თელასის” შემოწმების საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000176, საიდანაც ირკვევა, რომ 2012 წლის 18 იანვარის მდგომარეობით,    სს ,,თელასი” სარგებლობდა  413.100 მჰც, 423.700 მჰც, 423.900 მჰც, 424.100 მჰც, 424.300 მჰც, 425.200 მჰც, 425.800 მჰც  და 423.300 მჰც სიხშირეებით კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებისა და ნებართვის გარეშე, რაც წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს ,,თელასისთვის” ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2012 წლის 18 იანვარს,  რომელიც კომისიას წარედგინა 2012 წლის 18 იანვარს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2012 წლის 24 იანვარი, რის  შესახებ  შეტყობინებით ეცნობა სს ,,თელასს”  და განემარტა  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. სს ,,თელასს” ასევე ეცნობა, რომ ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე,  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ გამოარკვია, რომ სს ,,თელასის” მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმი № 000176  შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები: ნიკოლოზ კონდოლელი და გივი ქართველიშვილი, ასევე სს ,,თელასის” ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ესაკია, რომელსაც წარედგინა აღნიშნული ოქმი; სს ,,თელასს” ეცნობა საქმის განხილვის დრო და ადგილი.

2012 წლის 24 იანვარს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა სს ,,თელასის” წარმომადგენელი ს.მახარაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში არ არის მითითებული სამართალდარღვევის ჩადენის დრო და მოითხოვა მონიტორინგის პროცესის ამსახველი მასალის გაცნობა.

სს ,,თელასის” წარმომადგენელის ს.მახარაძის მოთხოვნის შესაბამისად, კომისიის სხდომაზე, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნდა კომპაქტ–დისკზე ჩაწერილი 413.100 მჰც, 423.700 მჰც, 423.900 მჰც, 424.100 მჰც, 424.300 მჰც, 425.200 მჰც, 425.800 მჰც  და 423.300 მჰც სიხშირეების მონიტორინგის პროცესი, სადაც ასევე ასახულია მახათას მთაზე არსებულ კომისიის ანძაზე,  მიმდინარე წლის 12 იანვარს სს „თელასის“ საბაზო სადგურის ფუნქციონირება აღნიშნული სიხშირეების გამოყენებით. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის განმარტებით, კომისიის სხდომის მიმდინარეობის დროსაც, სს ,,თელასის” საბაზო სადგური ფუნქციონირებს აღნიშნული სიხშირეების გამოყენებით არამართლზომიერად, ანუ სამართალდარღვევა დენადი ხასიათისაა.

კომისიის სხდომაზე, მონიტორინგის პროცესის ჩანაწერის გაცნობის შემდეგ, სს ,,თელასის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ჩანაწერიდან დასტურდება, რომ სს ,,თელასის” მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას, თუმცა სამართალდარღვევის ოქმი უნდა შედგენილიყო სამართალდარღვევის ჩადენისთანავე, 2012 წლის 12 იანვარს და არა 18 იანვარს.  

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.      კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2012 წლის 18 იანვრის №10/91-12  მოხსენებითი ბარათი;

2.      2012 წლის 18 იანვრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000176;

3.      კომპაქტ–დისკზე ჩაწერილი  413.100 მჰც, 423.700 მჰც, 423.900 მჰც, 424.100 მჰც, 424.300 მჰც, 425.200 მჰც, 425.800 მჰც  და 423.300 მჰც სიხშირეების მონიტორინგის პროცესი;

4.      კომისიის სხდომის მიმდინარეობისას, შესაბამისი აპარატურის გამოყენებით მიღებული, ამავე სიხშირეებით სს ,,თელასის” მიერ სარგებლობის დამადასტურებელი მასალები;

5.      კომისიის სხდომაზე სს ,,თელასის”  წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.      2012 წლის 12 იანვარს, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მობილური ჯგუფის მიერ განხორციელდა  413.100 მჰც, 423.700 მჰც, 423.900 მჰც, 424.100 მჰც, 424.300 მჰც, 425.200 მჰც, 425.800 მჰც  და 423.300 მჰც სიხშირეებით სარგებლობის კვლევა;

2.      კვლევის შედეგად გაირკვა, რომ სს ,,თელასი” შესაბამისი  უფლების მოპოვების გარეშე სარგებლობდა  413.100 მჰც, 423.700 მჰც, 423.900 მჰც, 424.100 მჰც, 424.300 მჰც, 425.200 მჰც, 425.800 მჰც  და 423.300 მჰც სიხშირეებით, რის თაობაზე შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000176;

3.      კომისიის სხდომაზე, მონიტორინგის პროცესის ჩანაწერის გაცნობის შემდეგ, სს ,,თელასი” აღიარებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს;

4.      სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე  მუხლებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს;

5.      2012 წლის 24 იანვარს, კომისიის სხდომის მომდინარეობისას, სს ,,თელასის” საბაზო სადგური ფუნქციონირებს 413.100 მჰც, 423.700 მჰც, 423.900 მჰც, 424.100 მჰც, 424.300 მჰც, 425.200 მჰც, 425.800 მჰც  და 423.300 მჰც სიხშირეების გამოყენებით.

 

გამომდინარე იქედან, რომ სს ,,თელასის” მიერ რადიოსიხშირეებით სარგებლობა ხორციელდებოდა არამართლზომიერად (ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე),  რაც დადასტურებულია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ 2012  წლის  18 იანვარს  შედგენილი № 000176 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით, მონიტორინგის პროცესის ჩანაწერითა და 2012 წლის 24 იანვარს  კომისიის სხდომაზე სს ,,თელასის” წარმომადგენლის   მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებით. ამასთან, მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე  მუხლებით გათვალისწინებულ  პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, სს ,,თელასის” ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად - ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობად, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს ,,თელასის” მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით, ამასთან სამართალდამრღვევს  უნდა აეკრძალოს 413.100 მჰც, 423.700 მჰც, 423.900 მჰც, 424.100 მჰც, 424.300 მჰც, 425.200 მჰც, 425.800 მჰც  და 423.300 მჰც სიხშირეებით არამართლზომიერი სარგებლობა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე, 34-ე, 35-ე, 228-ე, 231-ე, 236-ე, 237-ე, 260-ე, 264-ე, 273-ე მუხლების, 1441 მუხლის პირველი ნაწილის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  43-ე მუხლის მე-4 პუნქტისა  და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე, 16-ე, 18-ე პუნქტების, 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  სს ,,თელასს” დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის;

2.  სს ,,თელასმა” უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300773251.

 

3. სს ,,თელასს” დაევალოს ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა ჯარიმის გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;

4.   სს ,,თელასმა” დაუყოვნებლივ შეწყვიტოს 413.100 მჰც, 423.700 მჰც, 423.900 მჰც, 424.100 მჰც, 424.300 მჰც, 425.200 მჰც, 425.800 მჰც  და 423.300 მჰც სიხშირეებით  არამართლზომიერი სარგებლობა;

5.   კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) დაევალოს სს ,,თელასისთვის” აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, № 6) 10 დღის ვადაში;

7.    გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი  სს ,,თელასისთვის” ჩაბარების დღიდან;

8.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

9.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

10.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის წევრი                                                                                    სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                    კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                     კაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                     ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები