საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების ანგარიშის განხილვისა და ინფორმაციის საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2012
მიღების თარიღი დეკემბერი 07, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ” კომისიის ანგარიში (თან ერთვის);
2. წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს კომისიის ანგარიში ”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ”;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
კარლო კვიტაიშვილი |
|
|
კომისიის წევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
