საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №06 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2012
მიღების თარიღი იანვარი 27, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2012 წლის 27 იანვრის №06 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2012 წლის 27 იანვრის №06 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 15 (თხუთმეტი) საკითხი:
ა) სს ”თელასისითვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ”უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე);
გ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ”წმინდა ბასილი დიდის ტაძრის საამშენებლო საქველმოქმედო ფონდისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე);
დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ”ივერიელისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე);
ე) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ”ბოსლევის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის აღმშენებლობის ფონდისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე);
ვ) ააიპ ”ამბროლაურის რაიონის, ველევის წმინდა სამების ტაძრის აღდგენის (მშენებლობის) და სოფელ ველევის განვითარების ფონდისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე);
ზ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ”ქართას მონასტრის განვითარების ფონდისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე);
თ) შპს ”მედია-სახლი ობიექტივისთვის” ნუმერაციის რესურსების მინიჭების შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე);
ი) შპს ტელეკომპანია ”კავკასიასთვის” ნუმერაციის რესურსების მინიჭების შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე);
კ) შპს ”ლიბო-1”-სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე);
ლ) შპს ”პირველი კომპანიისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე);
მ) შპს ”კინგ ენტერპრაისის ჯისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე);
ნ) შპს ”ისტერნ ენტერფრაიზ გრუპისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე);
ო) ინდ. მეწარმე ”გიორგი გაგუნაშვილისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე);
პ) ინდ. მეწარმე ”ნელი ფერაძისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე);
2. კომისიის 2012 წლის 27 იანვრის №06 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის წევრი |
|
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
კომისიის წევრი |
|
კარლო კვიტაიშვილი |
|
კომისიის წევრი |
|
აკაკი სიხარულიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ირაკლი მოსეშვილი |
