”ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 2 ნოემბერის №700/23 გადაწყვეტილებით დანიშნული ზეპირი მოსმენის გადადების შ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 11, 2013
მიღების თარიღი დეკემბერი 14, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიამ 2012 წლის 2 ნოემბერს მიიღო №700/23 გადაწყვეტილება ”ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ”.
გადაწყვეტილების მიხედვით საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა დაინიშნა 2012 წლის 14 დეკემბერს 16.00 საათზე.
კომისიის სხდომაზე, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის (ე.ასანიძე) მიერ კომისიის წინაშე დაყენებული იქნა შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გადადების შესახებ შემდეგი გარემოებების გამო:
ა) ინტერნეტის მომსახურების მიმწოდებელი ავტრიზებული პირებისგან გამოთხოვილი იქნა კვლევისა და ანალიზისათვის საჭირო ინფორმაცია; ხოლო შპს ”კავკასუს ონლაინისა” და სს ”სილქნეტისაგან” დამატებით აგრეთვე გაფართოებული ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშებები; შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ წარმოდგენილია გაფართოებული ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშება (წერილი №01-02/1120, 19.11.2012წ.); ამ ეტაპზე შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენლებისა და კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მონაწილეობით მიმდინარეობს მუშაობა დანახარჯების განაწილების მოდელის შესახებ; ხოლო სს ”სილქნეტის” მიერ წარმოდგენილი არ არის გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფის გაანგარიშება და აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით კომპანიამ მოითხოვა დამატებითი დრო (წერილი №385/01-8, 19.11.2012წ.). 2012 წლის 14 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა სს ”სილქნეტის” წერილი, რომელშიც დაკონკრეტებულია, რომ №385/01-8, 19.11.2012წ. წერილში მითითებული ინფორმაციის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ 2012 წლის 28 დეკემბრისათვის;
ბ) კომისიაში შემოსულია შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” წერილი (21.11.2012წ.) ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტის დაზუსტებისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურების საცალო და საბითუმო ბაზრებზე ტარიფების დარეგულირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” წერილში აღნიშნული საკითხებიდან, მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შესაძლოა განხილულ იქნას ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან წვდომის მომსახურების მიწოდების საკითხი და აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, გამოთხოვილი იქნა შესაბამისი ინფორმაცია გლობალური ინტერნეტის მიმწოდებელი კომპანიებისაგან (სს ”სილქნეტი”, შპს ”კავკასუს ონლაინი”, შპს ”დელტა კომმი”, შპს ”სისტემნეტი”, შპს ”რკინიგზის ტელეკომი”); აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპისათვის სრულად არ არის წარმოდგენილი;
გ) კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ საკითხის დამატებითი შესწავლისა და ავტორიზებული პირებისაგან სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით, მიზანშეწონილია კომისიის 2012 წლის 2 ნოემბერის №700/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დანიშნული ზეპირი მოსმენის სხდომა გადაიდოს 2013 წლის 22 იანვარს.
კომისია იზიარებს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის არგუმენტაციას, ზეპირი მოსმენის გადადების თაობაზე, მიუთითებს კომისიის 2012 წლის 2 ნოემბერის №700/23 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასრულების მაქსიმალურ ვადად განსაზღვრულია 3 თვე და მიზანშეწონილად მიიჩნევს შუამდგომლობის დაკმაყოფილებას და ზეპირი მოსმენის სხდომის გადადებას 2013 წლის 22 იანვრისათვის.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გადაიდოს ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის მიზნით კომისიის 2012 წლის 2 ნოემბრის №700/23 გადაწყვეტილებით დანიშნული ზეპირი მოსმენის სხდომა; საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2013 წლის 22 იანვარს 16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობის განმეორებით გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
4. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღებისთანავე;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
