შპს „ატასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 28, 2012
მიღების თარიღი დეკემბერი 14, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
2012 წლის 29 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 28 ნოემბრის N10/1258-12 სამსახურბრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2012 წლის 27 ნოემბრის შპს „ატას“ მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი N68 თანდართული მასალით (1 CD, აბონენტის გადახდის ქვითარი, შემოწმების დამსწრე მოწმეების პირადობის მოწმობების ასლები), რომელთა თანახმად ირკვევა, რომ 2012 წლის 27 ნოემბერს, შპს „ატა“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: “საზოგადოებრივი მაუწყებელი 1 არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „აჭარა“, „ერთსულოვნება”, “მეცხრე არხი“, „ენკი-ბენკი“, „მაესტრო“, „კავკასია“, „ახალი არხი“, „აფხაზეთის ხმა“, „TV 1000”, “Travel”, “Eврокино“, „ТНТ“, „Охота и Рыбалка“; შპს „ატა“ 2012 წლის 27 ნოემბერის მდგომარეობით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერად რეტრანსლირებას საქართველოს ტერიტორიაზე: “საზოგადოებრივი მაუწყებელი 1 არხი“, „აჭარა“, „ერთსულოვნება”, “მეცხრე არხი“, „ენკი-ბენკი“, „მაესტრო“, „კავკასია“, „ახალი არხი“, „აფხაზეთის ხმა“, „TV 1000”, “Travel”, “Eврокино“, „ТНТ“, „Охота и Рыбалка“.
კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 07 დეკემბერს, სამართლებრივ დეპარტამენტს გადმოეცა 2012 წლის 06 დეკემბრის კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი N10/1300-12 და შპს „ატას“ 2012 წლის 05 დეკემბრის N6/7004-12 წერილი, რომლის საფუძველზეც ირკვევა, რომ კომპანიამ წარმოადგინა შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“ მიერ გაცემული სანებართვო წერილი შემდეგი არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების შესახებ: „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „მზე“, „აჭარა“, „კავკასია“, „ I სტერეო“, „ერთსულოვნება“, და „Music Box“; აღნიშნული წერილიდან ირკვევა ისიც, რომ შპს „ატას“ 2012 წლის 01 ოქტომრიდან ჰქონდა შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიასგან“ გაცემული სანებართვო წერილი ზემოაღნიშნული არხების მართლზომიერი რეტრანსლირების შესახებ, თუმცა შპს „ატას“ 2012 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით კომისიაში არ ჰქონია წარმოდგენილი ამ სამაუწყებლო არხებზე საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 14 მარტის N04/481-11 და 2012 წლის 27 თებერვლის N04/462-12 წერილებით, შპს ,,ატას“, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, დავალებული ჰქონდა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე, ან/და ახალი სამაუწყებლო არხის სამომხმარებლო პაკეტში განთავსებამდე მის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ პაკეტებსა და საკაბელო ქსელით გავრცელებულ ყველა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამეტნტის სამსახურებრივი ბარათის (28.11.2012 N10/1258-12) საფუძველზე, კომისიაში ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 30 ნოემბერს - შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან, დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ატას“ სანქცირების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 07 დეკემბერს 16:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს ,,ატას“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2012 წლის 07 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა შპს „ატას“ უფლებამოსილი წარმომადგენელი; კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის განმარტებით (ნინო ჯავახაძე) შპს „ატამ“ საფოსტო გზავნილის (N3824) ჩაბარებაზე უარი განაცხადა. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კომისიამ გადადო საკითხის განხილვა 2012 წლის 14 დეკემბრამდე, ხოლო აღნიშნულის თაობაზე შპს „ატას“ განმეორებით აცნობა შეტყობინებით (10.12.2012). შპს “ატამ“ საფოსტო გზავნილის (N4198) ჩაბარებაზე კვლავ უარი განაცხადა და განმეორებით დანიშნულ სხდომაზე შპს „ატას“ უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადდა. კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნები, სადაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ატას“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.
კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 28 ნოემბრის N10/1258-12 სამსახურებრივი ბარათი;
2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 06 დეკემბრის N10/1300-12 სამსახურებრივი ბარათი;
3. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 27 ნოემბრის შემოწმების აქტი N68;
4. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 17 დეკემბრის N10/1452-12 სამსახურებრივი ბარათი;
5. შემოწმების აქტის დანართები (აბონენტის გადახდის ქვითარი, შემოწმების დამსწრე მოწმეების პირადობის მოწმობების ასლები);
6. შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
7. შპს „ატას“ 2012 წლის 05 დეკემბრის N6/7004-12 წერილი;
8. კომისიის 2011 წლის 14 მარტის N04/481-11 წერილი და ამ წერილის შპს „ატასთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
9. კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის N04/462-12 წერილი და ამ წერილის შპს „ატასთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
10. შპს „ატას“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
11. შპს „ატას“ ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „ატა“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 18.11.2009, ავტორიზებული საქმიანობის სახე - მაუწყებლობის ტრანზიტი; ადგილობრივი დაშვების ქსელითა და/ან ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა);
2. 2012 წლის 27 ნოემბერს, 12:56 საათზე განხორციელდა შპს „ატას“ შემოწმება ქ. ყვარელში, მისამართზე ჭავჭავაძეს ქუჩა N130, შპს „ატას“ სათაო ოფისში, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ. შემოწმებას ესწრებოდნენ მოწმეები - სოსო სეფაშვილი (პირადი N45001011970) და გიორგი ირემაშვილი (პირადი N45001006194). აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N68. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები: ივანე მახარაძე და თამარ ჯოგიაშვილი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმეები - სოსო სეფაშვილი და გიორგი ირემაშვილი;
3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „ატა“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: “საზოგადოებრივი მაუწყებელი 1 არხი“, „ახალი არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „აჭარა“, „ენკი-ბენკი“ „ერთსულოვნება“, „მეცხრე არხი“, „მაესტრო“, „კავკასია“, „აფხაზეთის ხმა“, „ТНТ“, “TV 1000”, “Travel”, “Eврокино“, „Охота и Рыбалка“;
4. შემოწმების სისწორე დადასტურდა 2012 წლის 27 ნოემბრის N68 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლით გათვაილისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
5. 2012 წლის 27 ნოემბრის, ისევე როგორც, 2012 წლის 07 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ატა“ ახდენდა შედეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად რეტრანსლირებას: „ახალი არხი“, „ენკი-ბენკი“, „მეცხრე არხი“, „მაესტრო“, „აფხაზეთის ხმა“, „ТНТ“, “TV 1000”, “Travel”, “Eврокино“, „Охота и Рыбалка“;
6. კომისიის 2011 წლის 14 მარტის N04/481-11 და 2012 წლის 27 თებერვლის N04/462-12 წერილებით, რომელიც შპს „ატას“ ჩაბარდა, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, მას დაევალა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე, ან სამომხმარებლო პაკეტში დამატების შეტანამდე, მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში განთავსებული და საკაბელო ქსელით გავრცელებული ყველა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა;
7. 2012 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით შპს „ატას“ კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები: „საზოგადოებრივი მაუწყებელი 1 არხი“, „აჭარა“, „კავკასია“, „ივერია“(ერთსულოვნება);
8. შპს „ატას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იყო გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, კერძოდ გაფრთხილება, კომისიის 2012 წლის 06.03 N188/18 გადაწყვეტილების შესაბამისად;
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლებია:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის;
5. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
8. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ„ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა;
კომისიას მიაჩნია, რომ სატელევიზიო არხების: “მეცხრე არხის“, „ენკი-ბენკი“, „მაესტრო“, „ახალი არხი“, „აფხაზეთის ხმა“, „TV 1000”, “Travel”, “Eврокино“, „ТНТ“, „Охота и Рыбалка“ შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით და საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებით, შპს „ატას“ მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები, „ელექტორონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, ხოლო მის სამომხმარებლო პაკეტში განთავსებული სატელევიზიო არხების: “საზოგადოებრივი მაუწყებელი 1 არხი“, „აჭარა“, „ივერია“(„ერთსულოვნება“) და „კავკასია“ კომისიაში შესაბამისი ხელშეკრულებების (საბებართო წერილი), სამომხმარებლო პაკეტში ჩასმამდე კომისიაში წარმოუდგენლობით შპს „ატას“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რის გამოც მას უნდა დაეკისროს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია, ჯარიმის სახით.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2012 წლის 30 ნოემბრის N10/1271-12 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს „ატას“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5% პროცენტი შეადგენს 161.78 ლარს, შესაბამისად კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ატას“, ჯარიმის სახით, უნდა დაეკისროს 3000 ლარი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ატას” უნდა აეკრძალოს საქართველოს ტრეიტორიაზე სატელევიზიო არხების: „მეცხრე არხი“, „ენკი-ბენკი“, „მაესტრო“, „ახალი არხი“, „აფხაზეთის ხმა“, „TV 1000”, “Travel”, “Eврокино“, „ТНТ“, „Охота и Рыбалка“ არამართლზომიერი ტრანზიტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის „ბ” ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „ატას“ დაეკისროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ” ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „ატამ“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
- სახაზინო კოდი - 300563251
3. უზრუნველყოს შპს „ატამ“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;
4. უზრუნველყოს შპს „ატამ“ საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: “მეცხრე არხი“, „ენკი-ბენკი“, „მაესტრო“, „ახალი არხი“, „აფხაზეთის ხმა“, „TV 1000”, “Travel”, “Eврокино“, „ТНТ“, „Охота и Рыбалка“ არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ატასათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „ატას“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) შპს „ატასთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
8. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ატასათვის“ ჩაბარების დღიდან;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
11. კონტრონლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტზის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტიაშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
