წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის № 144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 793 / 19

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 18, 2012

მიღების თარიღი დეკემბერი 14, 2012

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის  შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში (დანართი №2) შევიდეს შემდეგი  ცვლილებები:

ა) № 2 დანართის მე-3 პუნქტის  3.1  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ”3.1. პრესმდივანი - 1 - 25 – 25”;

ბ) № 2 დანართის მე-4 პუნქტის  4.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ”4.2. მთავარი სპეციალისტი - 6 - 25 – 150”;

გ)  საშტატო ერთეულის საერთო რაოდენობა განისაზღვროს 112-ით;

დ) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტის (შმკ) ჯამი განისაზღვროს – 820–ით;

ე) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტების საერთო ჯამი განისაზღვროს - 1.665.00-ით.

2. კომისიის 2010 წლის 22 მარტის № 144/22 გადაწყვეტილების დანართი №2 დამტკიცდეს ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად კორექტირებული ფორმით (დანართი №1);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი  

 

კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

 

სოფიო  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

 

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები