წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №74 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 795 / 17

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 28, 2012

მიღების თარიღი დეკემბერი 21, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №74 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15, მე-16 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   გადატანილ იქნეს კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №74 სხდომის დღის წესრიგის პროექტის 22-ე საკითხის  (შპს “BATUMI MEDIA GROUP”–ის სანქცირების თაობაზე) განხილვა 2013 წლის 03 იანვარს, 16:00         სთ-ზე, შპს “BATUMI MEDIA GROUP”–ის მ/წ. 21 დეკემბრის შუამდგომლობის საფუძველზე;

2.    კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №74 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ (მომხს. რ. სხირტლაძე).

3. კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №74 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (გ.სულუხია).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი  

 

კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

 

სოფიო  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

 

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები