წვდომის მენიუ

შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-სთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 797 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2013

მიღების თარიღი დეკემბერი 21, 2012

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს სამაუწყებლო კომპანია   ”რუსთავი 2”-მა   კომისიას   მიმართა   განცხადებით №1493-12, 18.10.12  (რეგისტრირებული № 7/542-12, 18.10.12) ქ.თბილისში, მობილური ჩართვების განხორციელების უზრუნველყოფისთვის 2გჰც სიხშირულ დიაპაზონში რადიოსიხშირის მინიჭების მოთხოვნით. 

      კომისია აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია   ”რუსთავი 2” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B9 ლიცენზიას  (მოქმედების ვადა 18.11.2015)  საერთო  ტელემაუწყებლობაზე  და  სალიცენზიო  პირობების შესაბამისად,  ქ. თბილისში,  ახორციელებს საეთერო ტელემაუწყებლობას  მე-9 სატელევიზიო არხზე,  5 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით. 

    კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  კომისია, საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის  ლიცენზიის მფლობელებს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ლიცენზიების მოქმედების ვადით.

       კომისია ასევე  აღნიშნავს, რომ  შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ს რადიოსიხშირე 2გჰც სიხშირულ დიაპაზონში ესაჭიროება, ქ.თბილისში, მობილური ჩართვების განხორციელების უზრუნველყოფისთვის, აღნიშნული კი ემსახურება შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2” მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებას.  

     კომისიის მიერ, შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-სთვის, ქ.თბილისში მობილური ჩართვების განხორციელების უზრუნველყოფისთვის  მოთხოვნილ 2გჰც სიხშირულ დიაპაზონში შერჩეულ იქნა რადიოსიხშირე 2065მჰც±14მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც). თანხმობა აღნიშნული რადიოსიხშირის გამოყენებაზე შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-მა, კომისიას  აცნობა წერილით (რეგისტრირებული №6/6629-12, 19.11.12).

        კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირე გათვალისწინებულია, ქ.თბილისში, მობილური ჩართვების განხორციელების უზრუნველსაყოფად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის.

  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2  პუნქტის შესაბამისად, კომისიამ,  კენჭისყრის  შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ს  რადიოსიხშირე  2065მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანით 28მჰც) ქ.თბილისში, მობილური ჩართვების განხორციელების უზრუნველსაყოფად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის, კერძო მაუწყებლობის № B9 ლიცენზიის მოქმედების ვადით (18.11.2015);

2.  აღირიცხოს შპს სამაუწყებლო კომპანია  ”რუსთავი 2”-ისთვის მინიჭებული რადიოსიხშირე კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3.  საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-სთვის რადიოსიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას  მოყვანილი  საქართველოს კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტს   (ს. შავგულიძე);

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი შპს სამაუწყებლო კომპანია   ”რუსთავი 2”-ისთვის   ჩაბარებისთანავე.

კომისიის   თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                             კ.კვიტაიშვილი

კომისიის     წევრი                                                                                      ს.ბრიტანჩუკი

კომისიის    წევრი                                                                                      ა.სიხარულიძე

კომისიის    წევრი                                                                                       ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები