სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ბესარიონ გორჯოლაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 28, 2012
მიღების თარიღი დეკემბერი 21, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 9/78-12, 26.11.2012) მიმართა მოქალაქე ბესარიონ გორჯოლაძემ (მცხ. კასპის რაიონი, სოფ. ქვემო ჭალა; საქართველოს პასპორტის № 10BA13785) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიომოყვარულთა კვალიფიკაციის განსაზღვრის მიზნით, კომისიის 2005 წლის 6 მაისის 294/22 გადაწყვეტილებით შექმნილია საკვალიფიკაციო საბჭო. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოქალაქე ბესარიონ გორჯოლაძემ ჩააბარა საკვალიფიკაციო საბჭოს მიერ “C” კატეგორიის რადიომოყვარულისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო ტესტები, რაც ასახულია საკვალიფიკაციო საბჭოს N 18 (28.11.2012) სხდომის ოქმში და მას შეუძლია განახორციელოს სამოყვარულო რადიოკავშირები არსებული წესის შესაბამისად.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ბესარიონ გორჯოლაძეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისათვის დანართში (თან ერთვის) მითითებული სიხშირული დიაპაზონები და სახმობი ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით:
|
ნებართვის N |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
C - 071 |
ბესარიონ გორჯოლაძე |
კასპის რაიონი, სოფ. ქვემო ჭალა |
4L4LBG |
„C“ |
2. რადიომოყვარული ბესარიონ გორჯოლაძე, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. № 6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე ბესარიონ გორჯოლაძისთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2012 წლის 21 დეკემბრის N გადაწყვეტილების დანართი
|
"C" კატეგორია |
|||||
|
სიხშირეთა ზოლი |
სიმძლავრე (ვტ) |
გამოსხივების კლასი |
სიხშირეთა ზოლი |
სიმძლავრე (ვტ) |
გამოსხივების კლასი |
|
135,7 - 137,8 KHz 472 – 479 kHz |
10 W 1 W |
100HA1A |
430 - 440 MHz |
5 W |
|
|
1840 – 1850 KHz |
100 W |
3K00R3E; 3K00J3E |
1240 - 1300 MHz |
5 W |
|
|
3500 - 3650 KHz |
100 W |
100HA1A |
2300 - 2450 MHz |
5 W |
100HA1A; |
|
3650 - 3700 KHz |
100 W |
3K00R3E; 3K00J3E |
5650 - 5850 MHz |
5 W |
3K00R3E; 3K00J3E |
|
21000 - 21450KHz |
100 W |
100HA1A |
10 - 10.5 GHz |
5 W |
6K00A3E; 6K00F3E; |
|
28000 - 29700 KHz |
100 W |
100HA1A |
24 -24.05 GHz |
5 W |
24K00F3E; |
|
24.05 -24.25 GHz |
|||||
|
28200 - 29700 KHz |
100 W |
3K00R3E; 3K00J3E |
47 - 47.2 GHz |
5 W |
|
|
29200 - 29700 KHz |
100W |
6K00R3E |
76 - 81 GHz |
5 W |
|
|
77.5 - 78 GHz |
|||||
|
144 - 146 MHz |
5 W |
100HA1A; 6K00F3E;24K00F3E;3K00R3E; 3K00J3E |
241 - 248 GHz |
5 W |
|
|
248 - 250 GHz |
