შპს ,,მაგთიკომისთვის“ შპს ,,CDN“-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 03, 2013
მიღების თარიღი დეკემბერი 21, 2012
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება, ხოლო მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით. 2012 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში კომისია) განცხადებით (№12/227-1. 30.11.2012.) მიმართა შპს ,,მაგთიკომმა” და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოითხოვა შპს ,,CDN”-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობა იმ საფუძვლით, რომ შპს ,,CDN”-თან მოქმედი ურთიერთჩართვის მომსახურებიდან გამომდინარე, შპს ,,CDN”-ს შპს ,,მაგთიკომის” მიმართ გააჩნია ფინანსური დავალიანება, რომლის ოდენობა 2012 წლის 10 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 24 023.14 (ოცდაოთხი ათას ოცდასამი ლარი და თოთხმეტი თეთრი) ლარს. აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებებად შპს ,,მაგთიკომმა” კომისიაში წარმოადგინა შპს ,,მაგთიკომსა” და შპს „CDN“-ს შორის 2002 წლის 4 დეკემბერს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშკრულება და 2012 წლის 10 ივლისის საოქმო გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერენ, ერთი მხრივ, შპს “მაგთიკომის“ გენერალური დირექტორი ლ. ბუჩუკური და, მეორე მხრივ, შპს „CDN“-ის გენერალური დირექტორი დ. თუთბერიძე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ განცხადების (30.11.2012, კომისიაში რეგისტრაციის ნომერი N6/6949-12) განხილვის მიზნით, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, შპს ,,მაგთიკომსა“ და შპს ,,CDN”-ს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე შპს ,,მაგთიკომის“ მიერ კომისიის თანხმობის მიღების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 21 დეკემბერს, რის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ინტერნეტ ვებ-გვერდზე და წერილობითი შეტყობინებით ეცნობათ შპს ,,მაგთიკომსა” და შპს ,,CDN”-ს (შეტყობინების გაგზავნის თარიღი: 2012 წლის 18 დეკემბერი). შეტყობინებასთან ერთად შპს ,,CDN”-ს, შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით, გადაეგზავნა შპს ,,მაგთკომის” განცხადება (30.11.2012. N6/6949-12) თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „მაგთიკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენენლი დავით ძიძიგური; შპს „CDN“-ის წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადებულა, თუმცა მას 2012 წლის 18 დეკემბერს ჩაბარდა შეტყობინება (საფოსტო გზავნილის N4306). კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნები, სადაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „CDN“-ის წარმომადგენლის დაუსწრებლად.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. შპს „მაგთიკომის” 2012 წლის 30 ნოემბრის №6/6949-12 განცხადება;
2. შპს ,,მაგთკომსა” და შპს ,,CDN”-ს შორის 2002 წლის 04 დეკემბერს გაფორმებული ურთიეირთჩართვის ხელშეკრულება;
3. შპს ,,მაგთკომსა” და შპს ,,CDN”-ის მიერ ხემოწერილი 2012 წლის 10 ივლისის საოქმო გადაწყვეტილება;
4. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;
5. 2012 წლის 21 დეკემბრის კომისიის სხდომაზე შპს ,,მაგთიკომის” წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისიამ გამოარკვია შემდეგი გარემოებები:
1. შპს „მაგთიკომსა“ და შპს „CDN“-ს შორის მოქმედებს 2002 წლის 04 დეკემბერს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რომლის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულია ხელშკრულების მოქმედების ვადა და გაგრძელების პირობები; ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა მხარეთა მიერ სადაო არ გამხდარა;
2. შპს „CDN“-ი აღიარებს შპს „მაგთიკომის“ მიმართ, მათ შორის მოქმედი ურთიერთჩართვიდან გამომდინარე, ფინანსურ ვალდებულებას, კერძოდ, იმას, რომ 2012 წლის 10 ივნისის მდგომარეობით, შპს „CDN“-ს შპს “მაგთიკომის“ მიმართ ერიცხება ფინანსური დავალიანება, რომლის ოდენობაც შეადგენს 24 023.14 ლარს (ოცდაოთხი ათას ოცდასამი ლარი და თოთხმეტი თეთრი), რაც დასტურდება შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი საოქმო გადაწყვეტილებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღიარებულია და უდავოა მოქმედი ურთიერთჩართვის შედეგად შპს ,,CDN”-ის მიერ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება შპს ,,მაგთიკომის” მიმართ 24 023.14 ლარის (ოცდაოთხი ათას ოცდასამი ლარი და თოთხმეტი თეთრი) ოდენობით; შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,მაგთიკომის” მოთხოვნა შპს ,,CDN”-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,მაგთიკომის“ განცხადება შპს ,,CDN”-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ, დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,CDN”-ს, შპს ,,მაგთიკომთან” მოქმედი ურთიერთჩართვიდან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად, კერძოდ, შპს „მაგთიკომის“ მიმართ 24 023.14 ლარის (ოცდაოთხი ათას ოცდასამი ლარი და თოთხმეტი თეთრი) ოდენობის დავალიანების დასაფარად მიეცეს 10 კალენდარული დღე, წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,CDN” -სთვის ჩაბარებიდან;
3. შპს ,,CDN”-ის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში აღნიშნული ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების ან დავალიანების გაზრდის შემთხვევაში, შპს ,,მაგთიკომს” მიეცეს თანხმობა შპს ,,CDN”-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე, დავალიანების სრულად დაფარვამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,მაგთიკომისა” და შპს ,,CDN”-თვის გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი შპს ,,მაგთიკომისთვის” და შპს ,,CDN”-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში,;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-4 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარეს მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტაინჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
