საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №75 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 28, 2012
მიღების თარიღი დეკემბერი 25, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2012 წლის 25დეკემბრის №75 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–16 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის 2012 წლის 25დეკემბრის №75 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 საკითხის (შპს „მაქსტელის“ სანქცირების თაობაზე) განხილვა 2013 წლის 11 იანვარს, 16:00 სთ-ზე, საკითხის განხილვის დღის დანიშვნის თაობაზე კომისიის შეტყობინების შპს „მაქსტელისთვის” ჩაბარების დაუდასტურებლობის გამო;
2. კომისიის 2012 წლის 25დეკემბრის №75 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
კარლო კვიტაიშვილი |
|
|
კომისიის წევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
