შპს ”ტელეკომპანია საქართველოსთვის” რადიოსიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 30 მაისის №297/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2013
მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია საქართველომ“ კომისიას მიმართა განცხადებით №77/1, 30.11.12 (კომისიაში რეგისტრაციის № 7/627-12, 30.11.12), ქ.თბილისში, სტუდიიდან (ვაჟა-ფშაველას №45) მთაწმინდის ანძამდე ფიქსირებული რადიოსარელეო ხაზის და ქალაქებიდან თბილისი, გორი, ქუთაისი, საჩხერე, სენაკი და ბათუმი, პირდაპირი ჩართვების განსახორციელებლად მობილური რადიოსარელეო სისტემის ფუნქციონირებისთვის, 18662მჰც ± 13.75მჰც (ზოლის სიგანე 27.5მჰც) და 4920მჰც ± 14 მჰც, (ზოლის სიგანე 28მჰც) რადიოსიხშირეების მინიჭების გაუქმების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ კომისიის 2008 წლის 30 მაისის № 297/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა:
ა) რადიოსიხშირე 18662მჰც ± 13.75მჰც (ზოლის სიგანე 27.5მჰც) ქ.თბილისში, სტუდიიდან (ვაჟა-ფშაველას №45) მთაწმინდის ანძამდე ფიქსირებული რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის კერძო მაუწყებლობის №B21 ლიცენზიის მოქმედების ვადით (11.09.2012) (აღნიშნულ ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდა კომისიის ვადა, გაგრძელებულია კომისიის 2012 წლის 24 აგვისტოს №550/6 გადაწყვეტილებით 2022 წლის 11 სექტემბრამდე).
ბ) რადიოსიხშირე 4920მჰც ± 14 მჰც, (ზოლის სიგანე 28მჰც), ქალაქებიდან თბილისი, გორი, ქუთაისი, საჩხერე, სენაკი (კერძო მაუწყებლობის №B91 ლიცენზია მოქმედების ვადა 02.08.2017) და ბათუმი პირდაპირი ჩართვების განსახორციელებლად მობილური რადიოსარელეო სისტემის ფუნქციონირებისთვის კერძო მაუწყებლობის №B99 ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 23.03.2018).
კომისია აღნიშნავს, რომ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სიხშირის მფლობელის განცხადება წარმოადგენს სიხშირის მინიჭების გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ტელეკომპანია საქართველო“, 30.11.12 №7/627-12 განცხადებით ითხოვს კომისიის 2008 წლის 30 მაისის №297/13 გადაწყვეტილების საფუძველზე მისთვის მინიჭებული სიხშირეების გაუქმებას, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს „შპს ”ტელეკომპანია საქართველოსთვის” რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ“ კომისიის 2008 წლის 30 მაისის №297/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირეების გაუქმებისა და შესაბამისად, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების დამაბრკოლებელი გარემოება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2008 წლის 30 მაისის №297/13 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად და გაუქმდეს შპს ”ტელეკომპანია საქართველოსთვის” ქ.თბილისში, მონაკვეთზე, სტუდია (ვაჟაფშაველას №45) - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა, ფიქსირებული რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონრებისთვის 18662მჰც ± 13.75მჰც (ზოლის სიგანე 27.5მჰც) და ქალაქებიდან თბილისი, გორი, ქუთაისი, საჩხერე, სენაკი და ბათუმი, პირდაპირი ჩართვების განსახორციელებლად მობილური რადიოსარელეო სისტემის ფუნქციონირებისთვის, 4920მჰც ± 14 მჰც, (ზოლის სიგანე 28მჰც) რადიოსიხშირეების მინიჭება;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ტელეკომპანია საქართველოსთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
