წვდომის მენიუ

სს ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო ”რესპუბლიკასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 824 / 7

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 15, 2013

მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ სს ზუგდიდის მრავალპროფილიანმა კლინიკურმა საავადმყოფო ”რესპუბლიკამ” (რეგისტრირებული ზუგდიდის რ-ის სასამართლოს მიერ, ს.კ. № 219998705) კომისიას მიმართა განცხადებით  (კომისიაში რეგისტრაციის № 7/623-12, 29.11.12) ქ. ფოთისა და ზუგდიდის, ხობის, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტებში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში შვიდი  სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების პროცესში ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ სს ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო  ”რესპუბლიკას” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

 ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო  ”რესპუბლიკას” წარმოდგენილი აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის (3500 ლარის ოდენობით) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიეცეს სს ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო  ”რესპუბლიკას”  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  № F 408 ნებართვა და მიენიჭოს  სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული პარამეტრების მიხედვით  (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც), ქ. ფოთისა  და ზუგდიდის, ხობის, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტებში, ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.    სს ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო  ”რესპუბლიკას” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3.    აღირიცხოს სს ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო  ”რესპუბლიკასთვის” ნებართვით მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

4.    დაევალოს სს ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო  ”რესპუბლიკას” გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო  ”რესპუბლიკასთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6)  ერთი თვის ვადაში;   

8.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

9.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო  ”რესპუბლიკასთვის” ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                                                                       კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                   ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                   ი. მოსეშვილი

                                                                საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის

                                                                2012 წლის 28 დეკემბრის   N           გადაწყვეტილების

                                                                                                                                   

                                                                                                                                    დანართი

      სამუშაო სიხშირეები

სიხშირე

ქალაქი/მუნიციპალიტეტი

1

150.025 მჰც

აბაშა

2

150.100 მჰც

ზუგდიდი

3

150.725 მჰც

მარტვილი

4

151.575 მჰც

წალენჯიხა

5

151.500 მჰც

ჩხოროწყუ

6

152.700 მჰც

ფოთი

7

152.850 მჰც

ხობი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები