საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 6 მარტის №176/15 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2013
მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (30.11.2012 №7/625-12) მიმართა შპს ”საქართველოს ცნობარმა”კუთვნილი ნუმერაციის რესურსის 1-1-8-6-9-ის 1-1-8-0-1-ით შეცვლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “საქართველოს ცნობარი“კომისიის 2012 წლის 6 მარტის №176/15 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსს - 1-1-8-6-9 (ერთი-ერთი-რვა-ექვსი-ცხრა) სატელეფონო საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის, სატელეფონო საინფორმაციო - საცნობარო მომსახურების განხორციელების ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე.
შპს ”საქართველოს ცნობარი” თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ნუმერაციის რესურსი 1-1-8-6-9 მომხმარებლისთვის არის ძნელად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი და სწორედ ამიტომ ითხოვს აღნიშნული ნუმერაციის რესურსის შეცვლას ნუმერაციის რესურსით 118-01-ით.
კომისია აღნიშნავს, რომ ნუმერაციის რესურსი 118-01 წარმოადგენს ნუმერაციის თავისუფალ რესურს და შესაბამისად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია განხორციელდეს ცვლილება კომისიის 2012 წლის 6 მარტის №176/15 გადაწყვეტილებაში და შპს ”საქართველოს ცნობარს” საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის მიენიჭოს ნუმერაციის რესურსი 118-01.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება ”შპს საქართველოს ცნობარისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ” კომისიის 2012 წლის 6 მარტის №176/15 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიენიჭოს შპს “საქართველოს ცნობარს“, ნუმერაციის რესურსი - 1-1-8-0-1 (ერთი-ერთი-რვა-ნული-ერთი), საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის, სატელეფონო საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების განხორციელების ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე”
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს “საქართველოს ცნობარისთვის” ჩაბარების დღიდან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის წევრები: კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
