წვდომის მენიუ

შპს „ბლექ სი სატის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 833 / 20

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 15, 2013

მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2012

              საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2012 წლის 29 ნოემბერს  კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/6925-12) მიმართა შპს „ბლექ სი სატმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.

             კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

           შპს „ბლექ სი სატის“ მიერ 2012 წლის 29 ნოემბრის  განცხადებით (№6/6925-12) მოთხოვნილია შემდეგი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა:

ა) შპს ”ბლექ სი სატსა” და სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიას” შორის 2012 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (09.11.12-09.11.14) სამაუწყებლო არხ “ქვემო ქართლის” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ბ)  შპს ”ბლექ სი სატსა ” და “VIMN Netherlands B.V.”-ს შორის 2012 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (01.06.2012-31.06.2015) სამაუწყებლო არხ “Nickelodeon HD”-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

გ) შპს ”ბლექ სი სატსა” და “Outdoor TV Limited ”-ს შორის 2012 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება (01.08.12-31.07.15) სამაუწყებლო არხ ”The Outdoor Channel”-ის საქართველოს  ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

დ)  შპს ”ბლექ სი სატსა” და “LLC Universal Distribucion”-ს შორის 2012 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.10.12-01.10.15) სამაუწყებლო არხ ”MGM Netrworks HD” -ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ე) შპს ”ბლექ სი სატსა” და ”EURONEWS”-ს შორის 2012 წლის 1 ივლისს  გაფორმებული ხელშეკრულება (01.07.12-3.06.15) სამაუწყებლო არხ “Euronews”-ის  საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ვ) შპს ”ბლექ სი სატსა” და ”fashion one (BVI) LTD ”-ს შორის 2012 წლის  16 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება (16.07.12-16.07.15) სამაუწყებლო არხ “FASHION ONE HD”-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

         კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე ამ განცხადების საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ შპს „ბლექ სი სატის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები შეიცავენ ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების  შესახებ.

        ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია რომ, შპს „ბლექ სი სატის“ 2012 წლის 29 ნოემბრის  განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/6925-12) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები, გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური უფლება–მოვალეობების ნაწილში ცნობილ უნდა იქნას კომერციულ საიდულმოებად. გასათვალისწინებელია, რომ შპს „ბლექ სი სატის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ზემოაღნიშნული ნაწილების საჯაროდ დატოვებამ,  შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

          კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

         ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.        დაკმაყოფილდეს შპს „ბლექ სი სატის“ 2012 წლის 29 ნოემბრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის  №6/6925-12)  ნაწილობრივ :

ა)  ცნობილ იქნას შპს ”ბლექ სი სატსა” და სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიას” შორის 2012 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (09.11.12-09.11.14) სამაუწყებლო არხ ”ქვემო ქართლის” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

ბ) ცნობილ იქნას შპს ”ბლექ სი სატსა ” და “VIMN Netherlands B.V.”-ს შორის 2012 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (01.06.2012-31.06.2015) სამაუწყებლო არხის “Nickelodeon HD”-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

  გ) ცნობილ იქნას შპს ”ბლექ სი სატსა” და “Outdoor TV Limited ”-ს შორის 2012 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება (01.08.12-31.07.15) სამაუწყებლო არხის ”The Outdoor Channel”-ის საქართველოს  ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

 დ) ცნობილ იქნას შპს ”ბლექ სი სატსა ” და “LLC Universal Distribucion”-ს შორის 2012 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.10.12-01.10.15) სამაუწყებლო არხ ”MGM Netrworks HD”-ის  საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

ე) ცნობილ იქნას შპს ”ბლექ სი სატსა ” და ”EURONEWS”-ს შორის 2012 წლის 1 ივლისს  გაფორმებული ხელშეკრულება (01.07.12-3.06.15) სამაუწყებლო არხ ”Euronews”-ის  საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

ვ) ცნობილ იქნას  შპს ”ბლექ სი სატსა” და ”fashion one (BVI) LTD ”-ს შორის 2012 წლის  16 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება (16.07.12-16.07.15) სამაუწყებლო არხ “FASHION ONE HD”-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

2. ინფორმაცია შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „ბლექ სი სატის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ბლექ სი სატისათვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ბლექ სი სატისათვის“ ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე);

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                           კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                   ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                   ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები