ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ კერძო მაუწყებლობის №B21 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 24 აგვისტოს №550/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 15, 2013
მიღების თარიღი იანვარი 03, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/615-12, 27.11.2012წ.) მიმართა ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდმა” მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B21, №B91 და №B99 ლიცენზიების მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ კომპანია ითხოვს სამივე ლიცენზიაზე დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად 6 საათის განსაზღვრას.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდი” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B21, №B91 და №B99 ლიცენზიებს შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) კერძო მაუწყებლობის №B21 ლიცენზია:
ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო მაუწყებლობა;
ლიცენზიის მოქმედების ვადა:11.09.2022;
დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა 18 საათი;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების ზონა:
ა) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: დეციმეტრული დიაპაზონის 33-ე სატელევიზიო არხი 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი.
ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით;
ბ) კერძო მაუწყებლობის №B91 ლიცენზია:
ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის მოქმედების ვადა: 02.08.2017
მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამც. და ანტენის განთავსების ადგილი |
სატელევ. არხი № |
პოლარიზაცია V/H |
გასხივების დიაგრამა |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
ანძის განლაგ. გეოგრაფ. კოორდინატ. |
ანტენის გაძლიერ. კოეფ. არა-უმეტ.(დბ) |
ანტენის განთავს. სიმაღ მიწ/ზ(მ) |
|
გორი, ახალდაბის ტვ ანძა |
51 |
H |
წრიული |
500 |
N 42°01 55.4\" E 044°02 55.8\" |
6.0 |
160 ± 15 |
|
ქუთაისი, ქუთაისის ტვ ანძა |
45 |
H |
წრიული |
500 |
N 42°16 48.9\" E 042°44 10.1\" |
6.0 |
90 ± 25 |
|
საჩხერე, საჩხერეს ტვ ანძა |
40 |
H |
წრიული |
500 |
N 42°20 56,9\" E 043°24 23,01\" |
6.0 |
25 ± 5 |
|
სენაკი სენაკის ანძა |
52 |
H |
წრიული |
500 |
N 42°17 24,12\" E 042°03 26.8\" |
6.0 |
30 ± 5 |
კერძო მაუწყებლობის №B99 ლიცენზია:
ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის მოქმედების ვადა: 28.03.2018წ.
მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა არის ერთი გადამცემი სადგურის (ბათუმის ანძა) მომსახურების ზონა, ხოლო ტექნიკური პარამეტრებია:
|
გადამცემის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატები |
გაძლიერების კოეფიციენტი |
პოლარიზაცია V/H |
TV არხი |
სიმძ. (ვტ) |
გასხივების დიაგრამა |
ანტენის სიმაღლე მიწის ზედ.მ |
|
ბათუმი, სატელევიზიო ანძა |
N41° 41’37.7” E 041° 42’54.8” |
არაუმეტეს 6.0 დბ |
H |
33 |
1000 |
მიმართული |
40 ± 15 |
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა კერძო მაუწყებლობის №B21, №B91 და №B99 ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე დასკვნის წარმოდგენის თხოვნით (სამსახურეობრივი ბარათი №10/1272-12, 30.11.12წ.) მიმართა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს. აღნიშნული დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №10/1273-12, 30.11.12წ.) თანახმად, მიზანშეუწონელია კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების მოდიფიცირება, ვინაიდან ზემოაღნიშნული ლიცენზიები გაცემულია კომისიის მიერ გამოცხადებული კონკურსების საფუძველზე და ორივე შემთხვევაში საკონკურსო პირობას წარმოადგენდა 12 საათიანი მაუწყებლობა დღე-ღამის განმავლობაში; რაც შეეხება კერძო მაუწყებლობის №B21 ლიცენზიას, აღნიშნული ლიცენზია კომისიის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე არ არის გაცემული და მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა 18 საათი 2012 წლის 24 აგვისტოს კერძო მაუწყებლობის №B21 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე გამართულ კომისიის სხდომაზე, იმდროისათვის ლიცენზიის მფლობელის, შპს ”ტელეკომპანია საქართველოს” უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე განისზღვრა. შესაბამისად მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კერძო მაუწყებლობის №B21 ლიცენზიის მოდიფიცირება და დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად 6 საათის განსაზღვრა თავად ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ, ვინაიდან კერძო მაუწყებლობის №B21 ლიცენზია არ არის გაცემული კომისიის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე და კომისიის 24 აგვისტოს №550/6 გადაწყვეტილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა განსაზღვრულია ლიცენზიის იმდროინდელი მფლობელის, შპს ”ტელეკომპანია საქართველოს” უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, ლიცენზიის ახალი მფლობელიც (ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“) უფლებამოსილია დამოუკიდებლად განსაზღვროს სამაუწყებლო ბადე მოცულობითაც და შინაარსითაც, რაც თავის მხრივ შესაბამისობაში უნდა იყოს კერძო მაუწყებლობის №B21 ლიცენზიით განსაზღვრულ ლიცენზიის სახეობასთან და სალიცენზიო პირობებთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2012 წლის 4 დეკემბრის №755/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ კერძო მაუწყებლობის №B21 ლიცენზიის მოდიფიცირების და კომისიის 2012 წლის 24 აგვისტოს №550/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით; ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 3 იანვრის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე. ამავე გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“, კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე;
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2013 წლის 3 იანვრის 16:00 საათზე. სხდომას ესწრებოდა კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი გიორგი ჭეიშვილი. გამომდინარე იქიდან, რომ ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ კერძო მაუწყებლობის №B21 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე მიიღოს გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 24 აგვისტოს №550/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ კერძო მაუწყებლობის №B21 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2012 წლის 24 აგვისტოს №550/6 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა - 6 საათი;”
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდისთვის” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
