წვდომის მენიუ

შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 03 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2013

მიღების თარიღი იანვარი 03, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 06 დეკემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 06 დეკემბრის  N10/1013-12 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2012 წლის 04 დეკემბერს შპს „Batumi Media Group“-ის მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი N72  თანდართული მასალით (1 CD დისკი, აბონენტის გადახდის ქვითარი, შემოწმების დამსწრე მოწმეების პირადობის მოწმობების ასლები). კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათს, ასევე დართული აქვს  შპს „TV ERA“–სა და შპს ,,სი–ენ–ეი ჯორჯიას“ წერილები (15.11.12, N6/6535-12; 20.11.12, N6/6737-12), რომლებითაც კომპანიები კომისიას აცნობებენ, რომ შპს „Batumi Media Group”–ი ახორციელებს რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერ რეტრანსლირებას. როგორც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 06 დეკემბრის  N10/1013-12 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, 2012 წლის 04 დეკემბერს, შპს „Batumi Media Group“-ი საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „НТВ+ Тенис“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „ტელეარხი 25“, „ახალი არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „აჭარა“, “ОРТ“, „ენკი–ბენკი“, „მზე“, „ერთსულოვნება“, „Style TV“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი I I არხი“, „მეცხრე არხი“, „მაესტრო“, “Viasat Sport”, “Fashion TV”, “НТВ+ Футбол”, “365 Дней”, “Explorer”, “RU Music”, “Перец”, “Animal Planet”, “Сарафан”, “Россия Культура”, “МИР”, “Дом Кино”, “STV”, “RTVi”, “IHTEP+”, “THT”, “Шансон ТВ”, “Cartoon Network”, “Карусель”, “India TV”, “CBS Drama”, “24 Техно“, “НТВ+ Кино плюс”, “Много ТВ”, “History”, “Боец ТВ”, “Иллюзион+”, „Моя Планета“, “Euronews”, “RTR Planeta”,  “Кухня ТВ”, “Охота и Рыбалка”, “TV 1000 Русское Кино”, “TV 1000 Action”, “TV 21”, “НТВ+ Премьера”, “TV 1000”, “National Geographic”, “Show TV”, “C1”, “TV 3” (ყოფილი რეალტივი), „Eurosport“, “Eurosport 2”, “НТВ+ Кино Люкс”, “НТВ+ Онлаин”, “НТВ+ Футбол 2”. ზემოაღნიშნული არხებიდან შპს „Batumi Media Group“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები: „НТВ+ Тенис“, “ОРТ“, „Style TV“, „მეცხრე არხი“, „მაესტრო“, “Viasat Sport”, “НТВ+ Футбол”, “Explorer”, “Перец”, “Animal Planet”, “Дом Кино”, “STV”, “RTVi”, “THT”, “Шансон ТВ”, “Карусель”, „CBS Drama“, “НТВ+ Кино плюс”, “History”, “Охота и Рыбалка”, “TV 1000 Русское Кино”, “TV 1000 Action”, “НТВ+ Премьера”, “TV 1000”, „National Geographic”, “Show TV”, “TV 3” (ყოფილი რეალტივი) „Eurosport“, “Eurosport 2”, “НТВ+ Кино Люкс”, “НТВ+ Онлаин”, “НТВ+ Футбол 2”.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 27 მაისის №04/1082 წერილით, შპს  ,,Batumi Media Group”-ს, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, დავალებული ჰქონდა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე, მის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ პაკეტებსა და საკაბელო ქსელებით გავრცელებულ ყველა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (06.12.12 N10/1301-12) საფუძველზე, კომისიაში   ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2012 წლის 17 დეკემბერს - შპს  „Batumi Media Group“-ისათვის შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან,  დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს  „Batumi Media Group“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა  დაინიშნა 2012 წლის 21 დეკემბერს  16:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე  შპს ,,Batumi Media Group“-ს  ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2012 წლის 21 დეკემბერს გამართულ კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,Batumi Media Group“-ის  წარმომადგენელი. კომისიაში 2012 წლის 21 დეკემბერს შემოსული იქნა შპს ,,Batumi Media Group“-ის წარმომადგენლის გელა სირაძის  განცხადება (21.12.2012, N6/7403-12), რომლის თანახმად ირკვევა, რომ შპს ,,Batumi Media Group“-ის  წარმომადგენელს გელა სირაძეს, 2012 წლის 21 დეკემბერს 12:00 საათზე დანიშნული აქვს სასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, აღნიშნულის გამო ვერ ახერხებს მონაწილეობის მიღებას კომისიის სხდომაზე და შუამდგომლობს  საკითხის განხილვის გადადების თაობაზე. შპს ,,Batumi Media Group“-ის წარმომადგენლის გელა სირაძის  განცხადებას დართული აქვს მთელი რიგი დოკუმენტაცია, მათ შორის შპს ,,Batumi Media Group“-ის მინდობილობა გაცემული გელა სირაძის  სახელზე და ბათუმის საქალაქო სასამართლოს უწყება, რაც ადასტურებს, რომ შპს ,,Batumi Media Group“-ის წარმომადგენლი საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით  კომისიის მიერ დაკმაყოფილებული იქნა შპს ,,Batumi Media Group“-ის  შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე და საკითხის მოსმენა დაინიშნა 2013 წლის 3 იანვარს.

2013 წლის 3 იანვრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,Batumi Media Group“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი გელა სირაძე, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „Batumi Media Group“-ის მიერ კომისიის 2012 წლის 2 ნოემბრის N697/18 გადაწყვეტილება შპს „Batumi Media Group“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გასაჩივრებულია სასამართლოში, ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოთხოვნილი იყო ადმინისტრაციული აქტის შეჩერება, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მისი განცხადებით შპს ,,Batumi Media Group“-ის მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებული იყო შუამდგომლობა ადმინისტრაციული წესით საჩივრის აღძვრის გამო აღნიშნული ადმინისტრაციული აქტის შეჩერების თაობაზე, რაც შპს ,,Batumi Media Group“-ის წარმომადგენლის განცხადებით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.  შპს ,,Batumi Media Group“-ის წარმომადგენლის გელა სირაძის განცხადებით შესაძლებელია, რომ სასამართლომ გააუქმოს კომისიის მიერ შპს „Batumi Media Group“-თან მიმართებში მიღებული 2012 წლის 2 ნოემბრის N697/18  გადაწყვეტილება და კომისიამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ვიდრე სასამართლო არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით.

კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.       კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათი (06.12.12 N10/1301-12);

2.       2012 წლის 04 დეკემბრის შემოწმების აქტი N72;

3.       2012 წლის 04 დეკემბრის N72 შემოწმების აქტის დანართები (აბონენტის გადახდის ქვითარი, შემოწმების დამსწრე მოწმეების პირადობის მოწმობების ასლები);

4.       კომისიაში წარმოდგენილი შპს „TV ERA“–სა და შპს ,,სი–ენ–ეი ჯორჯიას“ წერილები (15.11.12, N6/6535-12; 20.11.12, N6/6737-12);

5.        შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);

6.       შპს ,,Batumi Media Group“-ის წარმომადგენლის გელა სირაძის  განცხადება (21.12.2012, N6/7403-12) თანდართული დოკუმენტაციით;

7.       კომისიის 2011 წლის 27 მაისის N04/1082-11 წერილი და ამ წერილის შპს „Batumi Medmia Group“-ისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

8.       კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის N04/462-11 წერილი და ამ წერილის შპს „Batumi Medmia Group“-ისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.       შპს „Batumi Media Group“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 27.05.11, ავტორიზებული საქმიანობის სახე - მაუწყებლობის ტრანზიტი; ადგილობრივი დაშვების ქსელითა და/ან ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა);

2.       2012 წლის 04 დეკემბერს, 13:43 საათზე განხორციელდა შპს „Batumi Medmia Group“-ის  შემოწმება ქ. ბათუმში, მისამართზე 26 მაისის ქ. N53, ბინა 17, შპს „Batumi Medmia Group“-ის აბონენტთან ირაკლი გოგიშვილთან, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ. შემოწმებას ესწრებოდნენ მოწმეები - თორნიკე გოგიშვილი (პირადი N61001072302) და ნუნუ ღაჟონია (პირადი N61001055729). აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N72. შემოწმების აქტს ხელს აწერს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირი: ივანე მახარაძე და ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპეციალისტი ვ. გლავაცკი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმეები - თორნიკე  გოგიშვილი და ნუნუ ღაჟონია;

3.       შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „Batumi Medmia Group“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „НТВ+ Тенис“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „ტელეარხი 25“, „ახალი არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „აჭარა“, “ОРТ“, „ენკი–ბენკი“, „მზე“, „ერთსულოვნება“, „Style TV“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი I I არხი“, „მეცხრე არხი“, „მაესტრო“, “Viasat Sport”, “Fashion TV”, “НТВ+ Футбол”, “365 Дней”, “Explorer”, “RU Music”, “Перец”, “Animal Planet”, “Сарафан”, “Россия Культура”, “МИР”, “Дом Кино”, “STV”, “RTVi”, “IHTEP+”, “THT”, “Шансон ТВ”, “Cartoon Network”, “Карусель”, “India TV”, “CBS Drama”, “24 Техно“, “НТВ+ Кино плюс”, “Много ТВ”, “History”, “Боец ТВ”, “Иллюзион+”, „Моя Планета“, “Euronews”, “RTR Planeta”,  “Кухня ТВ”, “Охота и Рыбалка”, “TV 1000 Русское Кино”, “TV 1000 Action”, “TV 21”, “НТВ+ Премьера”, “TV 1000”, “National Geographic”, “Show TV”, “C1”, “TV 3” (ყოფილი რეალტივი), „Eurosport“, “Eurosport 2”, “НТВ+ Кино Люкс”, “НТВ+ Онлаин”, “НТВ+ Футбол 2”;

4.       შემოწმების სისწორე დადასტურდა 2012 წლის 04 დეკემბრის N72 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე შემოწმების პროცესის ვიდეო ჩანაწერი (CD);

5.       2012 წლის 04 დეკემბრის მდგომარეობით ისევე, როგორც ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის შპს „Batumi Media Group“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები: „НТВ+ Тенис“, “ОРТ“, „Style TV“, „მეცხრე არხი“, „მაესტრო“, “Viasat Sport”, “НТВ+ Футбол”, “Explorer”, “Перец”, “Animal Planet”, “Дом Кино”, “STV”, “RTVi”, “THT”, “Шансон ТВ”, “Карусель”, „CBS Drama“, “НТВ+ Кино плюс”, “History”, “Охота и Рыбалка”, “TV 1000 Русское Кино”, “TV 1000 Action”, “НТВ+ Премьера”, “TV 1000”, „National Geographic”, “Show TV”, “TV 3” (ყოფილი რეალტივი) „Eurosport“, “Eurosport 2”, “НТВ+ Кино Люкс”, “НТВ+ Онлаин”, “НТВ+ Футбол 2”;

6.       კომისიის 2011 წლის 27 მაისის N04/1082 წერილით, რომელიც ჩაბარდა ამავე დღეს, შპს „Batumi Media Group“-ს, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, დაევალა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე, მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებსა და საკაბელო ქსელებით გავრცელებულ ყველა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა;

7.       მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს და მათ შორის შპს ,,Batumi Media Group“-ს, განემარტა,  რომ იმ შემთხვევაში თუ, ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი,  არა უშუალოდ ტელე არ რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად, სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე.

8.        შპს „Batumi Media Group“-ის მიმართ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კომისიის 2012 წლის 2 ნოემბრის N697/18 გადაწყვეტილებით, გამოყენებული იყო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული  პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე - ჯარიმა;

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.       „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

2.       „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

3.       „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

4.       „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის  51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის;

5.        „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

6.        „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;

7.       „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

8.       „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ „საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ვტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის  ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ  არანაკლებ 9000 და არა უმეტეს 90000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სატელევიზიო არხების: „НТВ+ Тенис“, “ОРТ“, „Style TV“, „მეცხრე არხი“, „მაესტრო“, “Viasat Sport”, “НТВ+ Футбол”, “Explorer”, “Перец”, “Animal Planet”, “Дом Кино”, “STV”, “RTVi”, “THT”, “Шансон ТВ”, “Карусель”, „CBS Drama“, “НТВ+ Кино плюс”, “History”, “Охота и Рыбалка”, “TV 1000 Русское Кино”, “TV 1000 Action”, “НТВ+ Премьера”, “TV 1000”, „National Geographic”, “Show TV”, “TV 3” (ყოფილი რეალტივი) „Eurosport“, “Eurosport 2”, “НТВ+ Кино Люкс”, “НТВ+ Онлаин”, “НТВ+ Футбол 2”  შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით, შპს „Batumi Media Group“-ის მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის   ბ) ქვეპუნქტი. რის გამოც მას უნდა დაეკისროს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია ჯარიმის სახით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,Batumi Media Group“-ის წარმომადგენლის მიერ, კომისიის სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი სასამართლოს გაჩინება კომისიის 2012 წლის 2 ნოემბრის  N697/18 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე, შესაბამისად, კომისია არ დაეთანხმა შპს ,, Batumi Media Group“-ის წარმომადგენლის მოსაზრებას, სასამართლოს მიერ, კომისიის 2012 წლის 2 ნოემბრის N697/18 გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე,  საკითხის განხილვის გადადების თაობაზე.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2012 წლის 20 დეკემბრის N10/1482-12  სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს „Batumi Media Group“-ის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1% პროცენტი არ აღემატება 9 000 (ცხრა ათასი) ლარს,, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ  შპს „Batumi Media Group“-ს, ჯარიმის სახით, უნდა დაეკისროს 9 000 (ცხრა ათასი) ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „„Batumi Media Group“-ს უნდა აეკრძალოს საქართველოს ტრეიტორიაზე სატელევიზიო „НТВ+ Тенис“, “ОРТ“, „Style TV“, „მეცხრე არხი“, „მაესტრო“, “Viasat Sport”, “НТВ+ Футбол”, “Explorer”, “Перец”, “Animal Planet”, “Дом Кино”, “STV”, “RTVi”, “THT”, “Шансон ТВ”, “Карусель”, „CBS Drama“, “НТВ+ Кино плюс”, “History”, “Охота и Рыбалка”, “TV 1000 Русское Кино”, “TV 1000 Action”, “НТВ+ Премьера”, “TV 1000”, „National Geographic”, “Show TV”, “TV 3” (ყოფილი რეალტივი) „Eurosport“, “Eurosport 2”, “НТВ+ Кино Люкс”, “НТВ+ Онлаин”, “НТВ+ Футбол 2” არამართლზომიერი ტრანზიტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის „ბ” ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის   ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.       შპს „Batumi Media Group“-ს  დაეკისროს ჯარიმა 9 000 (ცხრა ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის   ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2.       უზრუნველყოს შპს „Batumi Media Group“-მა   წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

              ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

              ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

              სახაზინო კოდი -  300693251

3.       უზრუნველყოს შპს „Batumi Media Group“-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა,  გადახდიდან 3 (სამი)  სამუშაო დღის ვადაში;

4.       უზრუნველყოს შპს „Batumi Media Group“-მა  საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: „НТВ+ Тенис“, “ОРТ“, „Style TV“, „მეცხრე არხი“, „მაესტრო“, “Viasat Sport”, “НТВ+ Футбол”, “Explorer”, “Перец”, “Animal Planet”, “Дом Кино”, “STV”, “RTVi”, “THT”, “Шансон ТВ”, “Карусель”, „CBS Drama“, “НТВ+ Кино плюс”, “History”, “Охота и Рыбалка”, “TV 1000 Русское Кино”, “TV 1000 Action”, “НТВ+ Премьера”, “TV 1000”, „National Geographic”, “Show TV”, “TV 3” (ყოფილი რეალტივი) „Eurosport“, “Eurosport 2”, “НТВ+ Кино Люкс”, “НТВ+Онлаин”, “НТВ+ Футбол 2” არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

5.       დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „Batumi Media Group“- სათვის  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

6.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.       გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „Batumi Media Group“ -სათვის  ჩაბარების დღიდან;

8.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

9.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

10.    დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს „Batumi Media Group“ -ის სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

11.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

12.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს       (კ. ყურაშვილი).

     კომისიის წევრი                                                                                           კ. კვიტაიშვილი

    კომისიის წევრი                                                                                           ს. ბრიტანჩუკი

    კომისიის წევრი                                                                                           ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები