საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №02 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 04, 2013
მიღების თარიღი იანვარი 04, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2013 წლის 04 დეკემბრის №02 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15, მე–16 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის 2013 წლის 04 დეკემბრის №02 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მეორე საკითხის (შპს „გორდას“ სანქცირების თაობაზე) განხილვა კომისიის 2013 წლის 11 იანვარს, 16:00 საათზე, დამატებითი დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით და შპს „გორდას“ წარმომადგენლები გაფრთხილდნენ სხდომაზევე სხდომის გამართვის თარიღის თაობაზე;
2. კომისიის 2013 წლის 04 დეკემბრის №02 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
ბ) ი/მ ”მამუკა კალანდარიშვილის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
3. კომისიის 2013 წლის 04 დეკემბრის №02 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (გ.სულუხია).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
კარლო კვიტაიშვილი |
|
|
კომისიის წევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
