ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 10, 2013
მიღების თარიღი იანვარი 04, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდმა“, კომისიას მიმართა განცხადებით №002/2013, 03.01.13 (რეგისტრირებული №7/03-13, 03.01.13) ქ.თბილისში, სტუდიიდან (სანდრო ეულის 5ა) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე მაუწყებლობის სიგნალის მისაწოდებლად ფიქსირებული რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, რადიოსიხშირის (ზოლის სიგანე 28მჰც) მინიჭების მოთხოვნით. ამასთან ერთად ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“, მოითხოვს რადიოსიხშირის (ზოლის სიგანე 28მჰც) მინიჭებას ქალაქებიდან: თბილისი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, სენაკი და საჩხერე მობილური ჩართვების განხორციელების უზრუნველყოფისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“, ფლობს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს: №B21 (მოქმედების ვადა 11.09.2022), №B91 (მოქმედების ვადა 02.08.2017), №B99 (მოქმედების ვადა 23.03.2018), საერთო ტელემაუწყებლობაზე და სალიცენზიო პირობების შესაბამისად, ახორციელებს საეთერო ტელემაუწყებლობას ქალაქებში: თბილისი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, სენაკი და საჩხერე.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია, საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ლიცენზიების მოქმედების ვადით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“, ერთი რადიოსიხშირე (ზოლის სიგანე 28მჰც) ესაჭიროება, ქ.თბილისში, სტუდიიდან (სანდრო ეულის 5ა) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სატელევიზიო მაუწყებლობის სიგნალის მისაწოდებლად, ფიქსირებული რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის და დამატებით რადიოსიხშირე (ზოლის სიგანე 28მჰც) ქალაქებიდან: თბილისი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, სენაკი და საჩხერე პირდაპირი ჩართვების განსახორციელებლად მობილური რადიოსარელეო სისტემის ფუნქციონირებისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდისთვის“, ქ.თბილისში, სტუდიიდან (სანდრო ეულის 5ა) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სატელევიზიო მაუწყებლობის სიგნალის მისაწოდებლად ფიქსირებული რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შერჩეულ იქნა რადიოსიხშირე 18662მჰც±13.5მჰც (ზოლის სიგანე 27მჰც) და რადიოსიხშირე 4920მჰც±14მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც) ქალაქებიდან: თბილისი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, სენაკი და საჩხერე პირდაპირი ჩართვების განსახორციელებლად მობილური რადიოსარელეო სისტემის ფუნქციონირებისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირეები გათვალისწინებულია, ქ.თბილისში, ფიქსირებული რადიოსარელეო ხაზის და ქალაქებიდან: თბილისი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, სენაკი და საჩხერე პირდაპირი ჩართვების განსახორციელებლად მობილური რადიოსარელეო სისტემის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“, რადიოსიხშირეები:
ა) 18662მჰც±13.5მჰც (ზოლის სიგანით 27მჰც) ქ.თბილისში, სტუდიიდან (სანდრო ეულის 5ა) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სატელევიზიო მაუწყებლობის სიგნალის მისაწოდებლად ფიქსირებული რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის, კერძო მაუწყებლობის
№B21 ლიცენზიის მოქმედების ვადით (11.09.2022);
ბ) 4920მჰც±14მჰც (ზოლის სიგანით 28მჰც) ქალაქებიდან: თბილისი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, სენაკი და საჩხერე პირდაპირი ჩართვების განსახორციელებლად მობილური რადიოსარელეო სისტემის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის, კერძო მაუწყებლობის №B99 ლიცენზიის მოქმედების ვადით (23.03.2018);
3. აღირიცხოს ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდისთვის“, მინიჭებული რადიოსიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
4. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდისთვის“, რადიოსიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) 1 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდისთვის“, ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
