წვდომის მენიუ

შპს ,,სატელიტსერვისისათვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ქმედების დავალდებულების შესახებ

ნომერი: 08 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2013

მიღების თარიღი იანვარი 08, 2013

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში  საქმიანობა ხორციელდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  საფუძველზე შექმნილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, აგრეთვე ამ საქმიანობის ლიცენზირების ან/და ავტორიზაციის საფუძველზე.        

    „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 362 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს კომისია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით: ა) ახდენს ამავე კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა ავტორიზაციას და აწარმოებს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრს;  ბ) აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, შესრულებას;  გ) ამავე კანონით დადგენილი წესით აჩერებს და აუქმებს ავტორიზაციას; დ) ახორციელებს ავტორიზაციის სფეროში კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.   

    „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე მაუწყებლობის განხორციელება ისჯება კანონით.                                                                            

     საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის  2012 წლის 31 დეკემბრის N10/1539-12 სამსახურებრივი ბარათი, 2012 წლის 28 დეკემბერს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N000208 ოქმი და N73  შემოწმების აქტი.  აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის და თანდართული დოკუმენტების  თანახმად, ირკვევა, რომ 2012 წლის 28 დეკემბერს მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „სატელიტსერვისის“, რომელიც  წარმოადგენს  მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 15.02.2010) შემოწმება სამაუწყებლო არხების აუდიო-ვიზუალური  დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშრებით შედგა შემოწმების აქტი N73  და ადმინისტრაცილი სამართალდარღვევის ოქმი N000208 (თან ერთვის შემოწმების ვიდეო ჩანაწერი), ვინაიდან  შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „სატელიტსერვისს“ საკაბელო ქსელში განთავსებული აქვს საკუთარი სამაუწყებლო არხი „სატელიტსერვისი“. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის შპს „სატელიტსერვისის“ შემოწმების ჩატარების საფუძველი გახდა კომისიის ლიცენზირებულ და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების შემოწმება და კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2012 წლის 27 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათი (N10/1519-12),  რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „სატელიტსერვისი“ ახორციელებს კერძო მაუწყებლობას, აღნიშნულ საქმიანობაზე შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე. სწორედ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ,  2012 წლის 28 დეკემბერს, შპს „სატელიტსერვისის“ ოფისში (ქ. ქუთაისი, კ. გამსახურდიას N5)  შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000208.

კომისია  აღნიშნავს, რომ  2012 წლის 13 ივნისს, კერძო  მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ პირებს, მათ შორის შპს „სატელიტსერვისს“,  გაეგზავნათ კომისიის N01/1377-12 შეტყობინება, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესახებ. მათ ეცნობათ, რომ პირები რომლებიც ამ კანონში ცვლილებების შეტანის  მომენტისათვის ახორციელებენ მაუწყებლობას საკაბელო ქსელის გამოყენებით და რომლებისთვისაც  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იყო  ლიცენზირება,  ვალდებულნი არიან ამ კანონის ამოქმედებიდან ერთ თვის ვადაში, ანუ 2012 წლის 6 ივლისამდე, გაიარონ ავტორიაზაცია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მაუწყებლობის განხორციელებაზე.

 კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების   დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N000208 ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს კომისიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სატელიტსერვისისათვის“ ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, ავტორიზაციის გარეშე, მაუწყებლობის განხორციელებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.  ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის  მიერ შედგენილ იქნა 2012 წლის 28 დეკემბერს, რომელიც კომისიას წარედგინა 31 დეკემბერს, შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2013 წლის 08 იანვარი,   16:00 საათი, რის შესახებაც  შპს ,,სატელიტსევისს“ 2013 წლის 04 იანვარს ეცნობა ტელეფონოგრამით, აგრეთვე შპს „სატელიტსერვისს“ გაეგზავნა საფოსტო გზავნილი და საქმის მასალების ელექტრონული ვერსია.   მხარეს ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2013 წლის 08 იანვარს. კომისიის სხდომაზე  არ გამოცხადდა   შპს ,,სატელიტსერვისისს“ უფლებამოსილი წარმომადგენელი.  კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნები, სადაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „სატელიტსერვისისს“    წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს,  2013 წლის 08 იანვარს,  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ  გადაეცა სამსახურებრივი ბარათი N10/19-13, რის საფუძველზეც ირკვევა, რომ N000208 სამართალდარღვევათა ოქმის შედგენამდე, შპს „სატელიტსერვისისათვის“, როგორც მაუწყებლის მიმართ, კომისიის მხრიდან 2012 წლის ივლისის თვიდან გაგზავნილი იყო რამოდენიმე კორესპონდენცია, კერძოდ კი,  2012  წლის 27, 30 ივლისის წერილიები ( N04/1757-12; N04/1777-12) , 2012 წლის 12 ნოემბრის  და 2012 წლის 10 დეკემბრის წერილები (N04/2638-12; N04/8873-12).                                                                                           კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე  მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სახდელი სამართალდამრღვევს  შეიძლება დაეკისროს  არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია - არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან. გამომდინარე იქიდან, რომ სახეზეა დენადი ხასიათის სამართალდარღვევა და პირველად დარღვევა გამოვლინდა 2012 წლის 27 ივლისს, სამართალდარღვევათა ოქმი შედგენილი უნდა ყოფილიყო დარღვევის გამოვლენიდან არა უგვიანეს ორი თვისა,  შესაბამისად შპს „სატელიტსერვისის“ მიერ განხორციელებული კერძო მაუწყებლობით, აღნიშნულ საქმიანობაზე ავტორიზაციის გარეშე, დარღვეულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლი, ხოლო  სამართალდარღვევათა ოქმი N000208,  შედგენილია 2012 წლის 28 დეკემბერს, ანუ ადმინისტრაციული სახდელის დადების ორ თვიანი ვადის გაშვებით, რის გამოც კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის  აზრით, კომისია დამრღვევი პირის მიმართ ადმინისტრაცილ სახდელს ვერ გამოიყენებს.

კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.       კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტის 2012 წლის 31 დეკემბრის  N10/1539-12 სამსახურებრივი ბარათი;

2.       2012 წლის 28 დეკემბრის შემოწმების აქტი N73;

3.        2012 წლის 28 დეკემბრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი N000208;

4.       2012 წლის 28 დეკემბრის შემოწმების ვიდეო ჩანაწერი;

5.       კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 08 იანვრის N10/19-13 სამსახურებრივი ბარათი;

6.       კომისიის წერილი მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ პირებს (13.06.2012 N01/1377-12);

7.       კომისიის წერილი მაუწყებლობის  ლიცენზიის მფლობელ პირებს  (27. 07. 2012  N 04/1757-12);

8.       კომისიის წერილი მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ პირებს (30.07.2012 N04/1777-12);

9.       კომისიის წერილი მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ პირებს (10.12.2012 N04/2873-12);

10.    კომისიის წერილი მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ პირებს (12.11.2012 N04/2638-12);

11.    შპს „სატელიტსერვისისს“  ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

12.    შპს „სატელიტსერვისის“ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.       შპს „სატელიტსერვისზე“ გაცემული იყო N B119 ლიცენზია  საკაბელო ქსელით კერძო ტელემაუწყებლობის განხორციელებაზე, თუმცა აღნიშნული ლიცენზია გაუქმებულია კანონის საფუძველზე, ხოლო შპს „სატელიტსერვისს“   არ  აქვს  გავლილი ავტორიზაცია საკაბელო ქსელით კერძო ტელემაუწყებლობის განხორციელებაზე, როგორც ეს დადგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით;

2.     შპს ,,სატელიტსერვისი“ 2012 წლის 15 თებერვლიდან წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტზე  ავტორიზებულ  პირსაც;

3.   კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000208 ოქმი, შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით.  სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ივანე მახარაძე და შპს“სატელიტსერვისის“ დირექტორი გელა მეფარიშვილი, თუმცა გაშვებულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ორ თვიანი ხანდაზმულობის ვადა გამოვლენილი სამართალდარღევის ჩადენის დღიდან  ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენამდე და შესაბამისი სახდელის დაკისრებამდე;

4.  საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა,  რომ, მიუხედავად იმისა, რომ  შპს „სატელიტსერვისი“ ახორციელებდა კერძო მაუწყებლობას შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე, შპს „სატელიტსერვისის“  მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნას  საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, რადგან გაშვებულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელის დადების ორ თვიანი ვადა,  თუმცა, კომისიას მიაჩნია რომ ამ შემთხვევაში სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი სახეზეა და შპს „სატელიტსერვისს“ უნდა აეკრძალოს უკანონოდ, სათანადო ავტორიზაციის გარეშე, კერძო მაუწყებლობის განხორციელება.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.       „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე  მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში  საქმიანობა ხორციელდება ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, აგრეთვე ამ საქმიანობის ლიცენზირების ან/და ავტორიზაციის საფუძველზე.

2.       „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  362-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს კომისია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით: ა) ახდენს ამავე კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა ავტორიზაციას და აწარმოებს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრს;  ბ) აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, შესრულებას;  გ) ამავე კანონით დადგენილი წესით აჩერებს და აუქმებს ავტორიზაციას; დ) ახორციელებს ავტორიზაციის სფეროში კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

3.       „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე მაუწყებლობის განხორციელება ისჯება კანონით;

4.       „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2  მხულის ჰ16 პუნქტის შესაბამისად,  ავტორიზაცია არის კომისიის მიერ მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის (გარდა საეთერო მაუწყებლობისა და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობისა) რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით;

5.       საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;

6.       ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია - არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან;

7.       საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 232 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მომენტისათვის განვლო ამ კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებულმა ვადებმა;

8.       „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უნდა შედგეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 141, 142, 1441-1449 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებზე კომისიის მიერ დადგენილი ფორმით;  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება კომისიის მიერ. კომისიის მიერ განხილვა უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით - 3 დღის ვადაში, 141-ე, 1441-1449 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე - 7 დღის ვადაში. კომისიის აპარატის უფლებამოსილმა პირმა დაინტერესებულ მხარეებს (ოქმში დამრღვევად, დაზარალებულად და მოწმედ დასახელებულ პირებს) უნდა გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საქმის განხილვის დრო და ადგილი.  საქმის განხილვის მონაწილე პირთა ახსნა-განმარტებები შეიძლება დაფიქსირებულ იქნეს ვიდეო ან აუდიო, ან სხვაგვარი ჩამწერი მოწყობილობის მეშვეობით, მაგრამ სხდომის ოქმში მაინც კეთდება ჩანაწერი ახსნა-განმარტებათა შინაარსის შესახებ. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი;

9.       „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიიღება გადაწყვეტილება ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ,,სატელიტსერვისის“ მიერ ხორციელდება კერძო მაუწყებლობა საკუთარი საკაბელო ქსელით აღნიშნულ საქმიანობაზე შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე, მაგრამ  გაშვებულია ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ორ თვიანი ხანდაზმულობის ვადა, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება  შპს ,,სატელიტსერვისისათვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ, ხოლო შპს „სატელიტსერვისს“ დაეკისროს ქმედების განხორციელება, კერძოდ, ავტორიზაციის გარეშე კერძო მაუწყებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის,  232-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 1441 მუხლის პირველი ნაწილის, 38-ე მუხლის პირველი  ნაწილის,  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 37-ე, 38-ე, მე-40  და 41-ე  მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.       შეწყდეს შპს ,,სატელიტსერვისისათვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება,  საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ორთვიანი ვადის გაშვების  გამო;

2.       დაეკისროს შპს „სატელიტსერვისს“  ქმედების განხორციელება, ავტორიზაციის გარეშე კერძო მაუწყებლობის განხორციელების დაუყოვნებლივი  შეწყვეტა;

3.       დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ,,სატელიტსერვისისათვის“;

4.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6) 10 დღის ვადაში;

5.       გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,სატელიტსერვისისათვის“ ჩაბარებისთანავე;

6.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2  პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე);

7.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

8.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს  (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის                                                                                                                                                 მოვალეობის შემსრულებელი                                                                           კ. კვიტიაშვილი

კომისიის წევრი                                                                                                   ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                   ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                   ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები