საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №5 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2013
მიღების თარიღი იანვარი 11, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2013 წლის11 იანვრის №5 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15, მე–16 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის 2013 წლის 11 იანვრის №5 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე–6 საკითხის (შპს „მაქსტელის“ სანქცირების თაობაზე) განხილვა კომისიის 2013 წლის 18 იანვარს, 16:00 საათზე, სხდომის გამართვის თაობაზე კომისიის შეტყობინების შპს „მაქსტელისთვის“ ჩაბარების დაუდასტურებლობის გამო;
2. კომისიის 2013 წლის 11 იანვრის №5 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:
ა) შპს ტელე–რადიოკომპანია „თრიალეთისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
ბ) შპს ”მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
გ) შპს ”გლობალ სელისთვის“ ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
3. კომისიის 2013 წლის 11 იანვრის №5 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
კარლო კვიტაიშვილი |
|
|
კომისიის წევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
