საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 27 ივლისის № 490/7 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 04, 2013
მიღების თარიღი თებერვალი 22, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”ვიქტორია სექიურითმა” (რეგისტრირებული ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ № 205119762) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/44-13, 01.02.13) საქართველოს ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სამი სიხშირის მინიჭების გაუქმების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 27 ივლისის N 490/7 გადაწყვეტილებით შპს ”ვიქტორია სექიურითს” მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 288 ნებართვა და მიენიჭა ექვსი სიხშირე (სამი სიხშირე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში და სამი სიხშირე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში), ამავე გადაწყვეტილების დანართით განსაზღვრული ჩამონათვალის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე, ერთი წლის ვადით.
კომისია აღნიშნავს, რომ განიხილა განმცხადებლის მოთხოვნა და შესაძლებლად მიაჩნია შპს ”ვიქტორია საქიურითისთვის” მინიჭებული ექვსი სიხშირიდან, დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული სამი სიხშირის გაუქმება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2012 წლის 27 ივლისის N 490/7 გადაწყვეტილებაში, კერძოდ ამავე გადაწყვეტილების დანართით გათვალისწინებული ექვსი სიხშირიდან გაუქმდეს დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სამი სიხშირის მინიჭება.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ”ვიქტორია სექიურითისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2013 წლის 22 თებერვლის N გადაწყვეტილების
დანართი
სამუშაო სიხშირეები
165.275 მჰც;
168.150 მჰც;
170.725 მჰც;
