შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2013
მიღების თარიღი თებერვალი 22, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 13 თებერვალს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 11 თებერვლის N10/127-13 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2013 წლის 11 თებერვალს შპს ,,საქართველოს ცენტრალურ კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი N1 თანდართული მასალით (2 CD დისკი, შემოწმების დამსწრე მოწმეების პირადობის მოწმობების ასლები). როგორც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 11 თებერვლის N10/127-13 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, 2013 წლის 11 თებერვალს, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: „ქვემო ქართლი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“, „მზე“, “GDS”, “ერთსულოვნება“, „მაესტრო“, „კავკასია“, „I Stereo”, „ახალი არხი“, “Music Box (თბილისი)”, „ენკი–ბენკი“, „აფხაზეთის ხმა“, “GMG სპორტი”, “GMG ფეხბურთი”, “GMG სპორტ 2”, “GMG ქალთა კლუბი”, “GMG კინოგურმანი”, “GMG ჰოლივუდი”, „Mультимания“, “THT“, „Охота и рыбалка“, “Нтв+ Спорт плюс”, “Нтв+ Спорт”, „Боец ТВ“, “Comedy TV (Комеди ТВ)”, “Discovery Channel”, “Discovery World”, “Discovery Science”, “History”, “Explorer”, “CBS Reality”, “Animal Planet”, “Fashion TV”, “24 Texнo”, “Шансон ТВ”, “TV 1000”, “TV 1000 Action”, “Феникс+ Кино”, “TV 21”, “Еврокино”, “RTVi”, “Иллюзион +”, “CTC”, “Индия ТВ”, “Mezzo”, “Music Box Ru”, “Euronews”, “TV 3”, “მეცხრე არხი”. ზემოაღნიშნული არხებიდან შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „ქვემო ქართლი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“, „მზე“, “GDS”, “ერთსულოვნება“, „მაესტრო“, „კავკასია“, „I Stereo”, “Music Box (თბილისი)”, „ენკი–ბენკი“, „აფხაზეთის ხმა“, “GMG სპორტი”, “GMG ფეხბურთი”, “GMG სპორტ 2”, “GMG ქალთა კლუბი”, “GMG კინოგურმანი”, “GMG ჰოლივუდი”, “THT“, “Нтв+ Спорт плюс”, “Нтв+ Спорт”, “Discovery Channel”, “Discovery World”, “Discovery Science”, “CBS Reality”, “Animal Planet”, “Fashion TV”, “Шансон ТВ”, “TV 21”, “RTVi”, “CTC”, “Mezzo”, “Music Box Ru”, “Euronews”, “TV 3”, “მეცხრე არხი”.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის რომ კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 და 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილებით, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას”, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, ეცნობა, რომ მას ევალებოდა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე, მის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ პაკეტებსა და საკაბელო ქსელებით გავრცელებულ ყველა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა, აღნიშნული არხების პაკეტში ჩასმამდე.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (11.02.2013 N10/127-13) საფუძველზე, კომისიაში ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 14 თებერვალს - შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან, დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 22 თებერვალს 16:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2013 წლის 22 თებერვლის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი ნანა შარაშენიძე და კომპანიის იურისტი მალხაზ ალბორაშვილი. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ გენერალურ დირექტორ ქალბატონ ნანა შარაშენიძის მიერ სხდომაზე დამატებით წარმოდგენილ იქნა სამაუწყებლო არხებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც ირკვევა, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ არამართლზომიერად, რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე, შემოწმებამდე და შემოწმების შემდეგაც ახორციელებს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი", „აჭარა“, „I Stereo”, “Discovery Channel”, “Discovery World”, “Discovery Science”, “CBS Reality”, “Animal Planet”, “Fashion TV”, “TV 21”, “Mezzo”, “Euronews”, “TV 3”, “Нтв+ Спорт плюс”, “Нтв+ Спорт”;
გარდა ამისა, წარმოდგენილი ხელშეკრულებებიდან ირკვევა, რომ შპს „საქართველოს ცენტრალურ კავშირგაბმულობის კორპორაციას“, 2013 წლის 11 თებერვლისათვის (შემოწმების ჩატარების თარიღი) ჰქონდა რამოდენიმე სამაუწყებლო არხთან გაფორმებული ხელშეკრულებები, თუმცა არ ჰქონდა კომისიაში წარმოდგენილი ამ სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების დამადასტურებელი ხელშეკრულებების ასლები: „ქვემო ქართლი“, „მაესტრო“, „ენკი-ბენკი“, „აფხაზეთის ხმა“, „GMG სპორტი “, “GMG ფეხბურთი “, “GMG სპორტი 2 “, “GMG ქალთა კლუბი“, “GMG კინოგურმანი“, “GMG ჰოლივუდი “, “RTVI”, “Music Box ru”, “CTC”, “Шансон ТВ”, „GDS”, რითაც შპს „საქართველოს ცენტრალურმა კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ დაარღვია „ელექტორონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის ა) ქვეპუნქტი.
კომისიის სხდომაზე, აგრეთვე, წარმოდგენილ იქნა იმ სამაუწყებლო არხებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელთა რეტრანსლირებას კომპანია ახორციელებდა არამართლზომიერად, შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე, თუმცა შემოწმების შემდეგ (11.02.2013), შპს „საქართველოს ცენტრალურ კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ ამ სამაუწყებლო არხებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები სატელევიზიო არხების ტრანზიტით გავრცელების თაობაზე: „მზე“, „ერთსულოვნება“, „კავკასია“, „მეცხრე არხი“, „“THT“ და „Music box (თბილისი)“;
კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (11.02.2013 N10/127-13);
2. 2013 წლის 11 თებერვლის შემოწმების აქტი N1;
3. 2013 წლის 11 თებერვლის შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შემოწმების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი ( 2 CD);
4. 2013 წლის 11 თებერვლის შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შემოწმების დამსწრე მოწმეების პირადობის მოწმობის ასლები;
5. კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის N04/462-12 წერილი;
6. კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის N04/462-12 წერილის შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
7. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის თებერვლის N04/80-13 წერილი;
8. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილის შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
9. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტროდან.
10. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კოპრორაციის“ დირექტორის მიერ 2013 წლის 22 თებერვლის სხდომაზე წარმოდგენილი ხელშეკრულებები სატელევიზიო არხების ტრანზიტით გავრცელების თაობაზე (კომისიაში რეგისტრაციის N6/1115-13);
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 2006 წლის 13 მარტი, ავტორიზებული საქმიანობის სახე - მაუწყებლობის ტრანზიტი; ადგილობრივი დაშვების ქსელითა და/ან ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა, ინტერნეტ მომსახურეობა);
2. 2013 წლის 11 თებერვალს, 13:00 საათზე განხორციელდა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შემოწმება მისამართზე ქ. რუსთავი, მეგობრობის ქუჩა N2, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ სათაო ოფისში, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ. შემოწმებას ესწრებოდნენ: ნანა შარაშენიძე (პირადი N35001017091) და თამაზ მოზდოკელი (პირადი N01002009114). აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N1. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი ივანე მახარაძე და ამავე დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი ზურაბ კვირკველია, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმეები - ნანა შარაშენიძე და თამაზ მოზდოკელი;
3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „ქვემო ქართლი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“, „მზე“, “GDS”, “ერთსულოვნება“, „მაესტრო“, „კავკასია“, „I Stereo”, „ახალი არხი“, “Music Box (თბილისი)”, „ენკი–ბენკი“, „აფხაზეთის ხმა“, “GMG სპორტი”, “GMG ფეხბურთი”, “GMG სპორტ 2”, “GMG ქალთა კლუბი”, “GMG კინოგურმანი”, “GMG ჰოლივუდი”, „Mультимания“, “THT“, „Охота и рыбалка“, “Нтв+ Спорт плюс”, “Нтв+ Спорт”, „Боец ТВ“, “Comedy TV (Комеди ТВ)”, “Discovery Channel”, “Discovery World”, “Discovery Science”, “History”, “Explorer”, “CBS Reality”, “Animal Planet”, “Fashion TV”, “24 Texнo”, “Шансон ТВ”, “TV 1000”, “TV 1000 Action”, “Феникс+ Кино”, “TV 21”, “Еврокино”, “RTVi”, “Иллюзион +”, “CTC”, “Индия ТВ”, “Mezzo”, “Music Box Ru”, “Euronews”, “TV 3”, “მეცხრე არხი” ;
4. შემოწმების სისწორე დასტურდება 2013 წლის 11 თებერვლის N1 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე შემოწმების პროცესის ვიდეო ჩანაწერი (2 CD);
5. 2013 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბულობის კოპორაციას“ კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“, „I Stereo”, “Нтв+ Спорт плюс”, “Нтв+ Спорт”, “Discovery Channel”, “Discovery World”, “Discovery Science”, “CBS Reality”, “Animal Planet”, “Fashion TV”, “TV 21”, “Mezzo”, “Euronews”, „TV 3”. კომისიის სხდომაზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ქალბატონმა ნანა შარაშენიძემ აღიარა, რომ მას ამ ეტაპისთვის არ აქვს ამ სამაუწყებლო არხებთან ტრანზიტზე გაფორმებული ხელშეკრულებები;
6. კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის N04/462-12 და 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილებით, რომლებიც შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ ჩაბარდა 2012 წლის 02 მარტს და 2013 წლის 16 იანვარს, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, ეცნობა, რომ მას ევალებოდა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე, მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ჩასმული და საკაბელო ქსელებით გავრცელებული ყველა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს და მათ შორის შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, განემარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ, ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე არ რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ;
7. 2013 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ კომისიაში არ წარმოუდგენია და არც შემოწმებაზე უფლებამოსილი პირებისათვის არ წარუდგენია შემოწმების ჩატარებისას, თუმცა ჰქონდა ქვემოთ მოცემულ სამაუწყებლო არხებთან გაფორმებული ხელშეკრულებები ტრანზიტული გავრცელების თაობაზე: „ქვემო ქართლი“, „მაესტრო“, „ენკი-ბენკი“, „აფხაზეთის ხმა“, „GMG სპორტი “, “GMG ფეხბურთი “, “GMG სპორტი 2 “, “GMG ქალთა კლუბი“, “GMG კინოგურმანი“, “GMG ჰოლივუდი “, “RTVI”, “Music Box ru”, “CTC”, “Шансон ТВ”, „GDS”;
8. 2013 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ კომისიაში წარმოადგინა 2013 წლის 11 თებერვლის შემდგომ პერიოდში გაფორმებული საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები შემდეგ სამაუწყებლო არხებთან: „მზე“, „ერთსულოვნება“, „კავკასია“, „მეცხრე არხი“, „ТНТ”, “Music Box (თბილისი);
9. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიმართ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კომისიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა;
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის;
5. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
7. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლად;
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სატელევიზიო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“, „მზე“, “ერთსულოვნება“, „კავკასია“, „I Stereo”, “Music Box (თბილისი)”, “THT“, “Нтв+ Спорт плюс”, “Нтв+ Спорт”, “Discovery Channel”, “Discovery World”, “Discovery Science”, “CBS Reality”, “Animal Planet”, “Fashion TV”, “TV 21”, “Mezzo”, “Euronews”, “TV 3”, “მეცხრე არხი” შესაბამისი ხელშეკრულების გარეშე სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით და საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებით შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, ხოლო სატელევიზიო არხების : „ქვემო ქართლი“, „მაესტრო“, „ენკი- ბენკი“, „აფხაზეთის ხმა“, „GDS”, “GMG სპორტი“, “GMG ფეხბურთი“, “GMG სპორტი 2, “GMG ქალთა კლუბი“, “GMG ჰოლივუდი“, “GMG კინოგურმანი“, “RTVi”, “Music Box Ru”, “CTC”, “Шансон ТВ” -ის, საქართველოს ტერიტორიაზე კომისიაში შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე რეტრანსლირებით, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ დარღვეულია „საქართველოს კომუნიკიაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი. ზემოაღნიშნული კანონდარღვევების გამო კომისიას მიაჩნია, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კოპრორაციას“ უნდა დაეკისროს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია - გაფრთხილება.
კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“, „I Stereo”, “Нтв+ Спорт плюс”, “Нтв+ Спорт”, “Discovery Channel”, “Discovery World”, “Discovery Science”, “CBS Reality”, “Animal Planet”, “Fashion TV”, “TV 21”, “Mezzo”, “Euronews”, “TV 3” არამართლზომიერი ტრანზიტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის „ბ” ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ მიეცეს გაფრთხილება, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“, „I Stereo”, “Нтв+ Спорт плюс”, “Нтв+ Спорт”, “Discovery Channel”, “Discovery World”, “Discovery Science”, “CBS Reality”, “Animal Planet”, “Fashion TV”, “TV 21”, “Mezzo”, “Euronews”, “TV 3”, არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „საქართვეკის ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
