შპს „სტერეო +“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №235/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2013
მიღების თარიღი თებერვალი 22, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) განცხადებით მიმართა შპს „სტერეო+“-მა (№7/38-13, 31/01/13) და მოითხოვა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F13 ლიცენზიის მოდიფიცირება იმგვარად, რომ რადიოსიხშირული დიაპაზონის გამოყენების დანიშნულებად განისაზღვროს - ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობა, ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სტერეო+” კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №235/1 გადაწყვეტილების შესაბამისად ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით: რადიოსიხშირული სპექტრი: 71.0. მჰც ±3 მჰც სიხშირული ზოლი მოძრავი ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 10 წლის ვადით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2013 წლის 30 იანვრის №60/23 გადაწყვეტილებით დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში დამატებების შეტანის მიზნით, რომლის შესაბამისადაც იგეგმება გარკვეული დამატებების შეტანა 68.0-74.8 მჰც სიხშირულ დიაპაზონში: ა) გამოყენების ველში იგეგმება დაემატოს ”წერტილი-მრავალწერტილი (68.0-74.8 მჰც)” და ბ) შენიშვნის ველში დაემატოს სიტყვა ”სარგებლობაში”. აღნიშნულის გათვალისწინებით შპს ”სტერეო+”-ის მოთხოვნა შეიძლება ჩაითვალოს დასაბუთებულად.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”სტერეო+”-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №235/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2013 წლის 25 მარტს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტერეო+”-სთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
