წვდომის მენიუ

ქ. წალკაში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 123 / 10

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2013

მიღების თარიღი თებერვალი 25, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილების 127-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი ქ. წალკაში მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში.

კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2013 წლის    21 იანვრის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2013 წლის 24 იანვრის 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2013 წლის 21 თებერვლის 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2013 წლის 25 თებერვლის 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 2,025.00 (ორი ათას ოცდახუთი) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში. კომისიის 2013 წლის 19 თებერვლის №97/19 და  2013 წლის 22 თებერვლის N98/19 გადაწყვეტილებებით ცვლილება შევიდა კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის N813/10 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვრა  2013 წლის 22 თებერვალი, 16:00 საათი.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ შპს ”სტერეო +”-მა (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/08-13, 21.01.2013).

   კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 24 იანვრის მოსამზადებელ სხდომაზე, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს; კერძოდ: სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელ საბუთებში არასწორად იყო მითითებული საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სახაზინო კოდი, ასევე არ იყო წარმოდგენილი ინფორმაცია პრაქტიკული საქმიანობის დაწყების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე შპს ”სტერეო+”-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის მალხაზ კვარაცხელიას მიერ პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადად დაზუსტებულ იქნა - ლიცენზიის აღებიდან  6 თვე.

კომისიის 2013 წლის 24 იანვრის №43/10 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ”სტერეო+”-ს დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2013 წლის 1 თებერვლამდე. შპს ”სტერეო +”-ის მიერ 2013 წლის 24 იანვარს (წერილი №6/509-13) წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია.

ზეპირი მოსმენა ქ. წალკაში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2013 წლის 22 თებერვალს 16:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს ”სტერეო +”-ის  უფლებამოსილი წარმომადგენელი გიორგი ხითარიშვილი.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 პუნქტების შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით;  პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.

ზეპირ მოსმენაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის, შპს ”სტერეო+”-ის მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე.

წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, „სამაუწყებლო კონცეფციის შეფასება განხორციელდა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 თავით განსაზღვრული შინაარსობრივი მოთხოვნებისა და ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” კომისიის 2011 წლის 18 აპრილის N190/22 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კერძო საერთო რადიომაუწყებლობისათვის დადგენილი პრიორიტეტების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, კერძო საერთო რადიომაუწყებლობისათვის პრიორიტეტად ყველა სამაუწყებლო ზონასა და საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დადგენილია პროგრამული მრავალფეროვნება.

ამასთან, დასკვნაში გათვალისწინებულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - საერთო რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ”საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა”.

სამაუწყებლო კონცეფციის შეფასებისას გამოკვლეულ იქნა, ლიცენზიის მაძიებლის მიერ შეთავაზებული თემატიკისა და, ასევე, ერთი და იგივე თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნებით სამაუწყებლო ზონის ყველა სოციალური ჯგუფის (ასაკობრივი, გენდერული და სხვ.) მოცვის ხარისხი; ასევე, მომსახურების ზონაში (ქ. წალკა) აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.

შპს ”სტერეო +”–ის სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:

- ახალი ამბები;

- საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;

- საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემები;

- მუსიკალურ–გასართობი გადაცემები;

ლიცენზიის მაძიებლის მიერ საძიებელი ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა:

·  „ჩვენი დილა“ – ყოველდღიური გადაცემა, რომელიც გავა დილის 09:00 საათიდან 11:00 საათამდე. გადაცემის მსვლელობისას მსმენელი შეიტყობს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე სიახლეებს, გაეცნობა პრესის სიახლეებს და ამინდის პროგნოზს. გადაცემის მეორე ნაწილში მოწვეული იქნება ცნობილი სტუმარი.

მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი დასკვნაში აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გადაცემის აღწერილობაში მითითებულია, რომ გადაცემის მეორე ნაწილს ეყოლება სტუმარი, უნდა ვივარაუდოთ, რომ გადაცემისთვის შერჩეული თემატიკიდან გამომდინარე გადაცემა „ჩვენი დილას“ მეორე ნაწილი იქნება საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის მატარებელი პროგრამა.

·   „ადგილობრივი ამბები“ – აღნიშნული გადაცემის საშუალებით, მსმენელი შეიტყობს თუ რა ხდება გზებზე, ამინდის პროგნოზს და წარმოდგენილი იქნება კულტურული აფიშა. წარმოდგენილი გადაცემის აღწერილობაში მითითებულია, რომ გადაცემა აპოლიტიკურია (სამაუწყებლო ბადეში განთავსდება საათში ერთხელ).

საგანმანათლებლო–შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში:

·  „საჭირო რჩევები“ – გადაცემა მსმენელს მისცემს საშუალებას მიიღოს პრაქტიკული რჩევები პროფესიონალებისგან. გადაცემაში წარმოდგენილი იქნება თუ რა სიახლეებს სთავაზობს დამსვენებლებს მუნიციპალიტეტი, როგორ არის განვითარებული ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. იქნება რჩევები სამთო–სათხილამურო, საწყლოსნო, საცხენოსნო და სხვადასხვა სახის სპორტის მოყვარული დამსვენებლებისათვის. ასევე, მსმენელი მიიღებს პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ დაისვენოს კონკრეტულ რეგიონში კომფორტულად ნაკლები დანახარჯით. შესაძლებელი იქნება გადაცემაში სტუმრად მოწვეულ იქნას მოცემულ ტურისტულ ზონაში არსებული სასტუმროების და გასართობი ცენტრების წარმომადგენელი, რომელიც გააცნობს მსმენელს თუ რას სთავაზობს მისი კომპანია დამსვენებელს და რა უპირატესობა აქვს სხვასთან შედარებით. გადაცემა მიზნად ისახავს ტურისტული რეგიონის პოპულარიზაციას.

მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი დასკვნაში აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი გადაცემის აღწერილობაში არ არის მითითებული ზემოაღნიშნული გადაცემის სამაუწყებლო ბადეში განთავსების პერიოდულობა.

·   „ვიქენდი“ – გადაცემაში სტუმრად მოწვეული იქნება ცნობილი ადამიანი, რომელიც დასვენების დღეებს მოცემულ რეგიონში ატარებს. სტუმარი ისაუბრებს თუ რატომ აირჩია დასვენება ამა თუ იმ რეგიონში და რამდენად კმაყოფილია ახალი ინფრასტრუქტურით. გადაცემაში არ შუქდება პოლიტიკურ–სოციალური პრობლემები. გადაცემა მიზნად ისახავს მსმენელთან პირდაპირ ეთერში კონტაქტს და მსმენელის განწყობის გაუმჯობესებას. (სამაუწყებლო ბადეში განთავსების პერიოდულობა – კვირაში ორჯერ, შაბათი–კვირა).

მუსიკალურ–გასართობი თემატიკის ფარგლებში:

·   „ტოპ–ათეული“ – ყოველდღიური გადაცემა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ათი საუკეთესო სიმღერა, რომელიც მსოფლიო ჩარტების მიხედვით შეირჩევა.

·   „ცოცხალი მუსიკა“ – გადაცემაში სტუმრად მოწვეული იქნება ქართული მუსიკალური ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ ეთერში ცოცხლად შეასრულებენ საკუთარ ჰიტებს (სამაუწყებლო ბადეში განთავსების პერიოდულობა – კვირაში ორჯერ).

ამასთანავე მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ შპს „სტერეო +“–ის სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, კომპანიის კუთვნილებაში არსებული სარელეო ქსელი გადაცემათა პროგრამირების დროს იძლევა ექსკლუზიურ უპირატესობას ისეთ საკითხებში, როგორიც არის დროის ერთსა და იმავე მომენტში სხვადასხვა რეგიონზე სხვადასხვა გადაცემის მიწოდება.

მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის 813/10 გადაწყვეტილებით განსაზღვრული  პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნები, კერძოდ არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებით მაუწყებლობა, შპს „სტერეო +“–ის მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში შემოთავაზებულია. შესაბამისად, შპს „სტერეო +“–ის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 თავით განსაზღვრულ შინაარსობრივ მოთხოვნებს და ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 18 აპრილის N190/22  გადაწყვეტილების მე–6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ კერძო საერთო რადიომაუწყებლობისათვის დადგენილ პრიორიტეტებს.

  კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიის მიერ გაზიარებულ იქნა კომისიის აპარატის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნა კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის შპს ”სტერეო +“-ს მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე.

 კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ

ა)  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილების 148-ე პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ზეპირი მოსმენის სხდომისათვის ლიცენზიის მაძიებლის მიერ დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენა ან/და  პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულებების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობა.

ბ) 2013 წლის 24 იანვრის მოსამზადებელ სხდომაზე, როდესაც განხორციელდა შპს „სტერეო +“-ს მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნა, ლიცენზიის მაძიებელს კომისიამ დაუდგინა ხარვეზი, კერძოდ, ლიცენზიის მაძიებელს კომისიაში 2013 წლის 1 თებერვლამდე უნდა წარმოედგინა სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ლიცენზიის მაძიებლის მიერ უნდა დაზუსტებულიყო ინფორმაცია პრაქტიკული საქმიანობის დაწყების თაობაზე; ეს უკანასკნელი შპს ”სტერეო+”-ის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა მალხაზ კვარაცხელიამ დააზუსტა მოსამზადებელ სხდომაზე და პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადად განსაზღვრა - ლიცენზიის აღებიდან  6 თვე, ხოლო სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი შპს ”სტერეო +”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2013 წლის 24 იანვარს (კომისიაში რეგისტრაციის №6/509-13);

გ) კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილების 128-ე პუნქტის შესაბამისად ქ. წალკაში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსისთვის პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნად გათვალისწინებულია არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა. როგორც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე ირკვევა, შპს ”სტერეო +“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია ამ ნაწილში აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით და კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილების 128-ე პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს ”სტერეო +“-სთვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის საფუძველი გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-5 პუნქტითა და კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის N813/10 გადაწყვეტილების 148-ე პუნქტით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკნაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „სტერეო +“–ის სამაუწყებლო კონცეფციაში მოცემულია სამაუწყებლო ბადეში გადაცემათა ჟანრობრივი განაწილების პროცენტული მაჩვენებელი: მუსიკალური გადაცემები – 40%, სარეკლამო სახის გადაცემები 30%, სხვა გადაცემები – 30%. იმის გათვალისწინებით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64–ე მუხლის მე–11 პუნქტის შესაბამისად, ტელე ან რადიოარხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან ტელეშოპინგის არხისა, რეკლამის ან ტელეშოპინგის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 20%-ს, შპს „სტერეო +“–ის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია ამ ნაწილში წინააღმდეგობაში მოდის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.

კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს ”სტერეო +“-ის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გიორგი ხითარიშვილმა განმარტა, რომ სარეკლამო სახის გადაცემები ეს არ არის სარეკლამო რგოლები,  ეს არის ისეთი გადაცემები, რომლებიც ემსახურება კონკრეტული რეგიონის ინფრასტრუქტურის პოპულარიზაციას.

   აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისია ითვალისწინებს ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს „სტერეო +“-ს წარმომადგენლის გიორგი ხითარიშვილმა განმარტებას, რომ სამაუწყებლო კონცეფციაში აღნიშნული სარეკლამო სახის გადაცემები არის არა სარეკლამო რგოლები, არამედ ისეთი გადაცემებია, რომლებიც ემსახურება კონკრეტული რეგიონის ინფრასტრუქტურის პოპულარიზაციას.  კომისია მიუთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, სამაუწყებლო კონცეფცია მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში განისაზღვრება სალიცენზიო პირობებად და აღნიშნავს, რომ შპს „სტერეო +“-ს მიერ ლიცენზიის აღების შემთხვევაში, შპს „სტერეო +“-ს სამაუწყებლო კონცეფციის ეს ნაწილი სალიცენზიო პირობებში აისახება შპს „სტერეო +“-ს წარმომადგენელ გიორგი ხითარიშვილის მიერ, კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე გაკეთებული განმარტების გათვალისწინებით.

კომისია დამატებით მიუთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც ტელე ან რადიოარხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან ტელეშოპინგის არხისა, რეკლამის ან ტელეშოპინგის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 20%-ს და აღნიშნავს, რომ შპს ”სტერეო +“-ს მიერ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის აღების შემთხვევაში კომპანიის მიერ მაუწყებლობის განხორციელებისას განუხრელად უნდა იქნას დაცული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნა.

  კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2013 წლის 25 თებერვალს. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს ”სტერეო +“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი გიორგი ხითარიშვილი.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სტერეო +“-ის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გიორგი ხითარიშვილმა სალიცენზიო გადასახდელის -  2,025.00 (ორი ათას ოცდახუთი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის  43-ე მუხლის, კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის №813/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   ქ. წალკაში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „სტერეო +“;

2.   უზრუნველყოს შპს „სტერეო +“-მა, ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის  20%-ს - 405.00 (ოთხასხუთი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22

სახაზინო  კოდი - 300773062

3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება;

5.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 1417.50 (ერთი ათას ოთხასჩვიდმეტი და 50) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

6.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს კონკურსის მონაწილესათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

7.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სტერეო +“-სთვის ჩაბარების დღიდან.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრი                                                                                                კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                 ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები