საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოსული კორესპონდენციის კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებში განაწილების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2013
მიღების თარიღი თებერვალი 25, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, კომისიის აპარატის მართვაზე პასუხისმგებელია კომისიის თავმჯდომარე.
კომისიის თავმჯდომარის მიერ 2010 წლის 3 მაისს დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმისწარმოების რეგლამენტის“ მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების შესაბამისად, კომისიაში რეგისტრირებულ კორესპოდენციის კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებში განაწილებას, შესაბამისი რეზოლუციებით უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე, ან კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კომისიის წევრი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც 2012 წლის 19 ნოემბრიდან 2013 წლის 14 თებერვლის ჩათვლით იმყოფებოდა კუთვნილ ანაზღაურებად შვებულებაში, 2013 წლის 15 თებერვლიდან არ გამოცხადებულა კომისაში, შესაბამისად, 2013 წლის 15 თებერვლიდან არ განაწილებულა კომისიაში დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი კორესპოდენცია კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებში.
კომისია მიუთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ლ) ქვეპუნქტზე და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მ) ქვეპუნქტზე, რომელთა შესაბამისადაც, კანონმდებლობით ზუსტად განსაზღვრული უფლებამოსილებისა და ფუნქციების გარდა, კომისიის უფლებამოსილებას მიეკუთვნება ასევე სხვა ფუნქციები, რომლებიც გამომდინარეობს „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებიდან და კომისიის ამოცანებიდან და აღნიშნავს, რომ კომისიის გამართული ფუნქციონირების, „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებით კომისიაზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელების, ასევე დაინტერესებული პირების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, არ დაზარალდეს საჯარო ინტერესები ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში, ხოლო, მეორე მხრივ, საფრთხე არ შეექმნას დაინტერესებული პირების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია კომისიის თავმჯდომარის სამსახურში გამოუცხადებლობის გამო, მისი არყოფნის პერიოდში, კომისიამ, როგორც კოლეგიურმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, იმსჯელოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები კომისიაში შემოსული კორესპოდენციის კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტში განაწილების თაობაზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის საფუძველზე ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. კომისიის თავმჯდომარის სამსახურში გამოუცხადებლობის გამო, მისი არყოფნის პერიოდში, კომისიაში შემოსული კორესპოდენციის კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებში განაწილება განახორციელოს კომისის მიერ ყოველდღიურად, კოლეგიურად, კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების გზით;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) კომისიაში შემოსული კორესპოდენციის კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებში განაწილების თაობაზე კომისიის სხდომების დღის წესრიგების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
