წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის №21 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 126 / 17

გამოქვეყნების თარიღი მარტი 01, 2013

მიღების თარიღი თებერვალი 27, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2013 წლის 27 თებერვლის №21 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  კომისიის 2013 წლის 27 თებერვლის №21 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს  1(ერთი) საკითხი:

ა) „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 25 იანვრის №57/8  გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. ნ. ლორთქიფანიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი).

2. კომისიის 2013 წლის 27 თებერვლის №21 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის წევრი

 

კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

 

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები