წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 130 / 8

გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2013

მიღების თარიღი მარტი 01, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 25 იანვრის №57/8  გადაწყვეტილებით, გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

რადიოსიხშირული სპექტრი: 14700 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” სტუდიიდან (მისამართი: ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზ. №32, სასტუმრო ”რუსთავის” შენობა) – ქ. თბილისში შპს „ბლექ სი სატის” სადგურამდე  (მახათას მთა); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის;

ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 1,598.40 (ერთი ათას ხუთას ოთხმოცდათვრამეტი და 40) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 11 თებერვლის, 17:00 საათი, ხოლო აუქციონის  ჩატარების თარიღად -  2013 წლის 26 თებერვალი, 13:00 საათი; აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 80.00 (ოთხმოცი) ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 27 თებერვლის N128/19 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ“ კომისიის 2013 წლის 25 იანვრის №57/8 გადაწყვეტილებაში და აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 1 მარტის 16:00 საათი.

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში  განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ” რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

აუქციონი გაიმართა კომისიის 2013 წლის 1 მარტის   სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” უფლებამოსილი წარმომადგენელი ხათუნა მამარდაშვილი.

“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად,  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ხათუნა მამარდაშვილმა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 1,598.40 (ერთი ათას ხუთას ოთხმოცდათვრამეტი და 40) ლარის და აუქციონის ერთი ბიჯის - 80.00 (ოთხმოცი) ლარის საერთო ოდენობის -  1,678.40 (ერთი ათას ექვსასსამოცდათვრამეტი და 40) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

      “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  გამარჯვებულად გამოცხადდეს სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2013 წლის 25 იანვრის №57/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 1,678.40 (ერთი ათას ექვსასსამოცდათვრამეტი და 40) ლარი;

2. უზრუნველყოს სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 503.52 (ხუთასსამი და 52) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 160.00 (ასსამოცი) ლარი ანუ 343.52 (სამასორმოცდასამი და 52) ლარის გადახდა 2013 წლის 1 აპრილამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300063402;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს – 1174.88 (ერთი ათას შვიდასსამოცდათოთხმეტი და 88) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;    

4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.  კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში;

5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ. ჯავახიძე) აუქციონის მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

8.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი  მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

9. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიისთვის” ჩაბარებისთანავე;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი. ხარებავა).

კომისიის წევრი                                                                     კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                     ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                     ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                     ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები