წვდომის მენიუ

შპს ”ჯეოსელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ

ნომერი: 136 / 24

გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2013

მიღების თარიღი მარტი 01, 2013

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს „ჯეოსელმა” (კომისიაში რეგისტრაციის №7/72-13, 15/02/2013 და 7/90-13 28/02/13) ინტელექტუალური ქსელებით  (დამატებული ღირებულების) მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის 670 (ექვსას სამოცდაათი) სააბონენტო ნომერზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით.

          კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ჯეოსელი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

1.       A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

·         GSM;

·         WCDMA.

2.     B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:

·         3G;

·         სხვა.

3.     B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

·         ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

·         მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

·         როუმინგული კავშირით  მომსახურება.

4.     B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა:

·         ტექსტური შეტყობინების მომსახურება;

·         მულტიმედიური მომსახურება;

·         ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ);

·         მოძრავი ინტერნეტ მომსახურება.

   კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

       ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

     კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ბ.ე) ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ინტელექტუალური ქსელებით (დამატებული ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ნებართვა გაიცემა მინიმუმ 10 (ათი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე; ინტელექტუალური ქსელებით მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური შეადგენს   1 ლარს - ნუმერაციის ერთ რესურსზე;

      კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „ჯეოსელის” მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოსელის” მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ შპს „ჯეოსელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია სანებართვო განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის   სანებართვო მოსაკრებლის  (ცხრა ნებართვისთვის -100 ლარი თითოეულ ნებართვაზე) 900 ლარის და რესურსით სარგებლობის საფასურის 670 ლარის (1 ლარი - 1 სააბონენტო ნომერზე)   საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

     კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილების მე-19 მუხლის  მე-5 პუნქტის შესაბამისად, “პირებს, რომლებიც კომისიის მიერ გაცემული ნებართვების საფუძველზე ფლობენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ინტელექტუალური ქსელებით (დამატებითი ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, უფლება აქვთ აიღონ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა,  სააბონენტო ნუმერაციის არათანმიმდევრულ ბლოკებზე,  კომისიის მიერ მასზე  იმავე სახის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის  გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის 75%-ის ათვისების ვალდებულების გარეშე, იმ  10 (ათი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, რომელშიც შედის 2011 წლის პირველი დეკემბრიდან  2012 წლის 1 თებერვლამდე კომისიის მიერ არაავტორიზებულ პირებზე 1 წლის ვადით მინიჭებული სააბონენტო ნომერი”. ვინაიდან შპს ”ჯეოსელი” ითხოვს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემას ნუმერაციის რესურსის იმ არათანმიმდევრულ 10 ნომრიან ბლოკებზე, რომლებშიც შედის კომისიის მიერ 2011 წლის პირველი დეკემბრიდან 2012 წლის პირველ თებერვლამდე არაავტორიზებულ პირებზე 1 წლის ვადით გაცემული, ინტელექტუალური ქსელებით  დამატებული ღირებულების მომსახურებისთვის  განკუთვნილი ნუმერაციის რესურსები, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”ჯეოსელზე” არ უნდა გავრცელდეს კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტითა და მე-4 მუხლის ბ) პუნქტით დადგენილი შეზღუდვები ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის 75%-ის ათვისებასთან დაკავშირებით.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის,  ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს „ჯეოსელს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N112  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 900 000 000–900 000 009, 900 009 020-900 009 029, 900 009 440- 900 009 449, 900 006 770-900 006 779,  900 006 000-900 006 009,  900 009 010-900 009 019, 900 009 000-900 009 009, 900 009 110-900 009 119, 900 009 300-900 009 309, 900 009 500- 900 009 509 (სულ ასი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით დამატებული ღირებულების მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს, მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ინტელექტუალური ქსელებით  (დამატებული ღირებულების ) მომსახურების განსახორციელებლად.

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

2. მიეცეს შპს „ჯეოსელს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N113  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი:  900 009 330-900 009 339, 900 006 550-900 006 559, 900 009 030-900 009 039, 900 006 660-900 006 669, 900 313 000-900 313 009, 900 000 010-900 000 019 , 900 006 600-900 006 609, 900 007 070-900 007 079, 900 009 090-900 009 099, 900 700 460-900 700 469 (სულ ასი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით დამატებული ღირებულების  მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მეორე პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს, მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ინტელექტუალური ქსელებით  (დამატებული ღირებულების)   მომსახურების განსახორციელებლად.

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

3. მიეცეს შპს „ჯეოსელს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N114  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი:  900 700 480-900 700 489 (სულ ათი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით დამატებული ღირებულების  მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მესამე პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს, მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ინტელექტუალური ქსელებით (დამატებული ღირებულების)   მომსახურების განსახორციელებლად.

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

4. მიეცეს შპს „ჯეოსელს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N115  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი:  901 009 190-901 009 199, 901 105 100-901 105 109, 901 200 110-901 200 119, 901200 120-901 200 129, 901 200 170-901 200 179, 901 200 210-901 200 219, 901 200 250-901 200 259, 901 200 270-901 200 279, 901 200 360-901 200 369, 901 303 030-901 303 039(სულ ასი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით დამატებული ღირებულების (საქველმოქმედო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მეოთხე პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს, მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ინტელექტუალური ქსელებით  დამატებული ღირებულების  (საქველმოქმედო) მომსახურების განსახორციელებლად.

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

5. მიეცეს შპს „ჯეოსელს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N116  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი:  901 700 210-901 700 219, 901 700 300-901 700 309,  901 700 310-901 700 319, 901 700 350-901 700 359, 901 700 330-901 700 339, 901 700 340-901 700 349, 901 700 380-901 700 389, 901 700 500-901 700 509, 901 700 510-901 700 519, 901 700 530-901 700 539, (სულ ასი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით დამატებული ღირებულების (საქველმოქმედო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მეხუთე პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს, მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ინტელექტუალური ქსელებით  დამატებული ღირებულების  (საქველმოქმედო) მომსახურების განსახორციელებლად.

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

6. მიეცეს შპს „ჯეოსელს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N117  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 901 700 540-901 700 549, 901 700 550-901 700 559, 901 700 560-901 700 569, 901 700 570-901 700 579, 901 700 580-901 700 589, 901 700 590-901 700 599, 901 700 610-901 700 619, 901 700 650-901 700 659, 901 700 660-901 700 669, 901 700 670-901 700 679, (სულ ასი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით დამატებული ღირებულების (საქველმოქმედო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მეექვსე პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს, მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ინტელექტუალური ქსელებით  დამატებული ღირებულების  (საქველმოქმედო) მომსახურების განსახორციელებლად.

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

7.  მიეცეს შპს „ჯეოსელს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N118  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 901 700 680-901 700 689,  901 700 690-901 700 699, 901 777 770-901 777 779,  901 901 910- 901 901 919 (სულ ორმოცი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით დამატებული ღირებულების (საქველმოქმედო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მეშვიდე პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს, მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ინტელექტუალური ქსელებით  დამატებული ღირებულების  (საქველმოქმედო) მომსახურების განსახორციელებლად.

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

8. მიეცეს შპს „ჯეოსელს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N119  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი:  902 002 000-902 002 009, 902 202 200-902 200 209, 902 006 010-902 006 019, 902 006 180-902 006 189, 902 006 020-902 006 029, 902 442 210-902 442 219, 902 006 200-902 006 209, 902 006 240-902 006 249, 902 425 540-902 425 549, 902 000 000 -902 000 009 (სულ ასი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით დამატებული ღირებულების (მოზრდილთათვის) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მერვე პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს, მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ინტელექტუალური ქსელებით  დამატებული ღირებულების  (მოზრდილთათვის) მომსახურების განსახორციელებლად.

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

9.  მიეცეს შპს „ჯეოსელს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N120  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი:  903  700 410-903 700 419, 903 000 000-903 000-903 000 009 (სულ ოცი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით დამატებული ღირებულების (ინტერაქტიული) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მეცხრე პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს, მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ინტელექტუალური ქსელებით  დამატებული ღირებულების  (ინტერაქტიული) მომსახურების განსახორციელებლად.

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

10.  ეცნობოს შპს „ჯეოსელს“,  რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე.

11. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) სანებართვო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე).

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში.

13. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრები:                                                                                          ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები