საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოსული კორესპონდენციის კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებში განაწილების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2013
მიღების თარიღი მარტი 01, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია") ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ”ლ”) ქვეპუნქტის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”მ” ქვეპუნქტისა და 2013 წლის 25 თებერვლის კომისიის № 125/22 გადაწყეტილების საფუძველზე, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) სს ”ჯეოსელის” 2013 წლის 28 თებერვლის №7/90-13 წერილზე;
ბ) შპს ”მობილაივის” 2013 წლის პირველი მარტის №6/1197-13 წერილზე, კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში წარმოდგენილი ცვლილებების შეტანის მიზნით.
2. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:
ა) შპს ”ჯეოლაინის” 2013 წლის 28 თებერვლის №6/1186-13 წერილი;
ბ) სს ”სილქნეტის” 2013 წლის 28 თებერვლის №6/1193-13 წერილი.
3. კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” 2013 წლის 28 თებერვლის №6/1190-13 წერილზე, დეტალური შესწავლისა და დასკვნის წარმოდგენის მიზნით.
4. კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) შპს ”კავკასუს ონლაინის” 2013 წლის 28 თებერვლის №6/1185-13 წერილზე.
5. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:
ა) სს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” 2013 წლის 28 თებერვლის №6/1188-13 წერილი;
ბ) შპს „TV-გორის” 2013 წლის პირველი მარტის №6/1194-13 წერილი;
გ) ი/მ ნინო ჯაკობიას 2013 წლის პირველი მარტის № 6/1195-13 წერილი;
დ) შპს ”სუპერ ტვ“ის 2013 წლის პირველი მარტის № 6/1196-13 წერილი;
ე) შპს ”ტელეკომპანია თბილისის” 2013 წლის პირველი მარტის № 6/1198-13 წერილი.
6. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) შპს ”ვიტელ ჯორჯიას” 2013 წლის 28 თებერვლის №6/1179-13 წერილზე.
7. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) შპს ”ლუკა 2007”-ის 2013 წლის 28 თებერვლის №7/88-13 წერილზე;
ბ) შპს ”სითი-ტაქსის” 2013 წლის 28 თებერვლის №7/89-13 წერილზე;
გ) ITU-ს (ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი) 2013 წლის 28 თებერვლის №8/44-13 წერილზე.
8. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:
ა) სს ”სილქნეტის” 2013 წლის 28 თებერვლის №6/1193-13 წერილი.
9. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) შპს ”ჯეოსელის” 2013 წლის 28 თებერვლის №6/1189-13 წერილზე.
10. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2013 წლის 28 თებერვლის №6/1181-13 წერილი;
ბ) ი/მ ნინო ჯაკობიას 2013 წლის 28 თებერვლის №6/1180-13 წერილი;
გ) ი/მ თორნიკე ანთიას 2013 წლის 28 თებერვლის №6/1182-13 წერილი;
დ) ICONNECT–ის 2013 წლის 28 თებერვლის №6/1183-13 წერილი;
ე) ააიპ ”საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის” 2013 წლის 28 თებერვლის №6/1184-13 წერილი.
11. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) შპს ”მაგთიკომის” 2013 წლის 28 თებერვლის №6/1191-13 წერილზე, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით.
12. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:
ა) სს ”სილქნეტის” 2013 წლის 28 თებერვლის №6/1192-13 წერილი;
ბ) სს ”სილქნეტის” 2013 წლის 28 თებერვლის №6/1187-13 წერილი;
გ) შპს ”ივერია ქსელის” 2013 წლის 28 თებერვლის №6/1178-13 წერილი.
13. დაკმაყოფილდეს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის პირველი მარტის №10/168–13 და №10/169–13 სამსახურებრივი ბარათები და შპს ”NILTEX HOLDING LIMITED”-ის 2013 წლის 25 იანვრის №6/543–13 და №6/542–13 განცხადების საფუძველზე ჩატარებული მონიტორინგის დოკუმენტაცია, შემდგომი რეაგირებისათვის, გადაეცეს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს;
14. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
15. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
