წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოსული კორესპონდენციის კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებში განაწილების თაობაზე

ნომერი: 140 / 22

გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2013

მიღების თარიღი მარტი 04, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია") ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ”ლ”) ქვეპუნქტის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”მ” ქვეპუნქტისა და 2013 წლის 25 თებერვლის კომისიის № 125/22 გადაწყეტილების საფუძველზე, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:

ა) სს ”გლობალ ერთის” 2013 წლის პირველი მარტის  №12/20-13 წერილი.

2. კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს დაევალოს  ადმინისტრაციული წარმოების  უზრუნველყოფა  შემდეგ კორესპონდენციაზე:

ა) შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” 2013 წლის პირველი მარტის № 6/1200-13 წერილზე, დეტალური შესწავლისა და დასკვნის წარმოდგენის მიზნით.

 3. კომისიის   აპარატის  სამართლებრივ დეპარტამენტს დაევალოს  ადმინისტრაციული წარმოების  უზრუნველყოფა  შემდეგ კორესპონდენციაზე:

 ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2013 წლის პირველი მარტის №3/14-13 წერილზე;

  4. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს დაევალოს  ადმინისტრაციული წარმოების  უზრუნველყოფა  შემდეგ კორესპონდენციაზე:

ა) SONY PICTURES TELEVISION -ის 2013 წლის პირველი მარტის №8/45-13 წერილზე.

  

5. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:

ა)  შპს ”7არხის” 2013 წლის პირველი მარტის  №6/1204-13 წერილი;

ბ) შპს ”ევროკონტენტის” 2013 წლის პირველი მარტის  №6/1205-13 წერილი;

გ) შპს ”ტელეკომპანია თბილისის” 2013 წლის პირველი მარტის  №6/1206-13 წერილი;

დ) შპს ”TV3”-ის 2013 წლის პირველი მარტის  №6/1203-13 წერილი;

ე)  შპს ”ჯი-ემ-სის” 2013 წლის პირველი მარტის  №6/1202-13 წერილი;

ვ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 04 მარტის  №6/1219-13 წერილი.

6.  კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:

ა) შპს  ”ტაქსი 5”-ის  2013 წლის პირველი მარტის №7/91-13 წერილზე;

 7. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:

ა) შპს ”ვიტელ ჯორჯიას” 2013 წლის პირველი მარტის  №6/1201-13 წერილი;

ბ)  შპს ”კავკასუს ონლაინის” 2013 წლის პირველი მარტის №6/1199-13 წერილი.

 8. დაკმაყოფილდეს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული  დეპარტამენტის 2013 წლის 04 მარტის №10/176–13 სამსახურებრივი ბარათი და შპს ”მობილაივის”-ის 2013 წლის პირველი მარტის  №6/1197-13 წერილი  შემდგომი რეაგირებისათვის, გადაეცეს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა). 

კომისიის წევრი

კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

სოფიო  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები