წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოსული კორესპონდენციის კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებში განაწილებისა და კომისიის 2013 წლის 27 თებერვლის №127/22 და 4 მარტის №140/22 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 141 / 22

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2013

მიღების თარიღი მარტი 05, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია") ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ”ლ”) ქვეპუნქტის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”მ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლისა და 2013 წლის 25 თებერვლის კომისიის № 125/22 გადაწყეტილების საფუძველზე, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოსული კორესპონდენციის კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებში განაწილების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 27 თებერვლის №127/22 გადაწყვეტილებაში და:

ა) ამოღებულ იქნას   მე-12 პუნქტის  დ) ქვეპუნქტი;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის კ) ქვეპუნქტი:

 ”კ) სს ”სილქნეტის” 2013 წლის 21 თებერვლის № 7/79-13 წერილზე.”

2. შევიდეს ცვლილება ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოსული კორესპონდენციის კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებში განაწილების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 04 მარტის  №140/22 გადაწყვეტილებაში და: 

ა) ამოღებულ იქნას მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტი;

ბ) გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი რედაქციის 71 )პუნქტი

”71) კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2013 წლის პირველი მარტის №3/14-13 წერილზე”;

3. კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:

ა) შპს ”მაგთიკომის” 2013 წლის 04 მარტის  №6/1221-13 წერილი.

4. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს დაევალოს  ადმინისტრაციული წარმოების  უზრუნველყოფა  შემდეგ კორესპონდენციაზე:

ა) შპს “BATUMI  MEDIA GROUP”-ის 2013 წლის 04 მარტის  №6/1207-13 წერილზე, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით;

ბ)შპს “BATUMI  MEDIA GROUP”-ის 2013 წლის 04 მარტის  №6/1208-13 წერილზე, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით;

გ) შპს ”გლობალ მედია ჯგუფის” 2013 წლის 04 მარტის  №6/1218-13 წერილზე, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით.

5. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:

ა) სს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის”  2013 წლის 04 მარტის  №6/1220-13 წერილი;

ბ) შპს ”ტელერადიოკომპანია TV7”-ის 2013 წლის 04 მარტის  №6/1209-13 წერილი;

გ) შპს ”ტვ ერას” 2013 წლის 04 მარტის  №6/1210-13 წერილი;

დ) შპს ”დიდგორი-2”-ის 2013 წლის 04 მარტის  №6/1213-13 წერილი;

ე) შპს ”სტუდია ტივის” 2013 წლის 04 მარტის  №6/1214-13 წერილი;

ვ) სს ”აი თი დი სის” 2013 წლის 04 მარტის  №6/1216-13 წერილი.

6.  კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:

ა) ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენი კომპანიის 2013 წლის 04 მარტის  №7/96-13 წერილზე;

ბ) შპს ”კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” 2013 წლის 04 მარტის  №7/93-13 წერილზე;

გ) შპს ”ალიგატორის” 2013 წლის 04 მარტის  №7/92-13 წერილზე;

დ) შპს ” რადიოცენტრი პლუსის” 2013 წლის 04 მარტის  №6/1217-13 წერილზე;

ე) შპს  ” კანარგო ჯორჯიას” 2013 წლის 04 მარტის  №7/94-13 წერილზე;

ვ) შპს ” რადიოცენტრი პლუსის” 2013 წლის 04 მარტის  №7/95-13 წერილზე.

7. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:

 ა) სახაზინო სამსახურის 2013 წლის  04 მარტის  №6/1215-13 წერილი;

 ბ) შპს ”ტელე-რადიო კომპანია TV7“-ის 04 მარტის  №6/1211-13 წერილი;

 გ) შპს TV ERA-ს  04 მარტის  №6/1212-13 წერილი.

 8. დაკმაყოფილდეს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების   დეპარტამენტის 2013 წლის 04 მარტის №10/172–13 სამსახურებრივი ბარათი და მოიხსნას კონტროლიდან ლევან მიქელაძის ფონდის და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  2013 წლის 27 თებევლის №6/1175-13 ერთობლივი წერილი.

9. დაკმაყოფილდეს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის 2013 წლის 04 მარტის №10/174-13 და №10/175-13  მოხსენებითი ბარათები და მოიხსნას კონტროლიდან საერთაშორისო სატელეკომუნკაციო გაერთიანების დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის 2012 წლის 20 დეკემბრის  №8/215-12 და 2012 წლის  25 დეკემბრის №8/216-12 წერილები.

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

11.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა). 

კომისიის წევრი

კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

სოფიო  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები