საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოსული კორესპონდენციის კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებში განაწილების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2013
მიღების თარიღი მარტი 06, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია") ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ”ლ”) ქვეპუნქტის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”მ” ქვეპუნქტისა და 2013 წლის 25 თებერვლის კომისიის № 125/22 გადაწყეტილების საფუძველზე, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების
უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” 2013 წლის 05 მარტის №6/1228-13 წერილზე;
ბ) სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” 2013 წლის 05 მარტის №7/97-13-13 წერილზე;
გ) სს ”ინფოჯორჯია XXI”-ის 2013 წლის 05 მარტის №6/1227-13 წერილზე, კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში წარმოდგენილი ცვლილებების შეტანის მიზნით.
2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) შპს ”მეცხრე არხის” 2013 წლის 05 მარტის №6/1223-13 წერილზე, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით.
3. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:
ა) შპს ”ევროკონტენტის” 2013 წლის 05 მარტის №6/1231-13 წერილი;
ბ) შპს ”იმერTV”-ის 2013 წლის 05 მარტის №6/1234-13 წერილი;
გ) შპს ”7 არხის” 2013 წლის 05 მარტის №6/1230-13 წერილი;
დ) შპს ”ტვ-გლდანის” 2013 წლის 05 მარტის №6/1224-13 წერილი.
4. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:
ა) სამხრეთ კავკასიის მილსადენი კომპანია ლიმიტედი საქართველოს 2013 წლის 05 მარტის №7/98-13 წერილი;
ბ) ”ბი-ფი ექსპლორეიშენ (შაჰ-დენიზ) ლიმიტედ საქართველოს ფილიალის” 2013 წლის 05 მარტის №6/1229-13 წერილი.
5. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:
ა) შპს ”მეცხრე არხის” 2013 წლის 05 მარტის №6/1222-13 წერილი;
ბ) შპს ”იმერTV”-ის 2013 წლის 05 მარტის №6/1239-13 წერილი;
გ) შპს ”ჯრ კომის” 2013 წლის 05 მარტის № 6/1238-13 წერილი;
დ) შპს ”მობილფონის” 2013 წლის 05 მარტის № 6/1237-13 წერილი;
ე) ი/მ ილო ლაბაძის 2013 წლის 05 მარტის № 6/1236-13 წერილი;
ვ) შპს ”იმერნეტის” 2013 წლის 05 მარტის № 6/1235-13 წერილი;
ზ) შპს ”სოფთლაინ საქართველოს” 2013 წლის 05 მარტის № 6/1226-13 წერილი;
თ) შპს ”ტვ-გლდანის” 2013 წლის 05 მარტის №6/1225-13 წერილი.
6.კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” 2013 წლის 05 მარტის №6/1232-13 წერილზე;
ბ) შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” 2013 წლის 05 მარტის №6/1233-13 წერილზე.
7. დაკმაყოფილდეს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2013 წლის 05 მარტის №10/177–13 სამსახურებრივი ბარათი და მოიხსნას კონტროლიდან შპს ”ახალი ქსელების” 2013 წლის 15 თებევლის №6/889-13 წერილი.
8. დაკმაყოფილდეს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2013 წლის 05 მარტის № 10/178-13 მოხსენებითი ბარათი და მოიხსნას კონტროლიდან ფიზიკური პირის ვერა სოლოვიოვას 2013 წლის 21 იანვრის №8/09-13 წერილი.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
10.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
|
კომისიის წევრი |
კარლო კვიტაიშვილი |
|
|
კომისიის წევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
