წვდომის მენიუ

შპს „ბლექ სი სატის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 150 / 20

გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2013

მიღების თარიღი მარტი 07, 2013

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 31 იანვარს და 13 თებერვალს კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის N6/621–13; N6/810–13) მიმართა შპს „ბლექ სი სატმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.

    კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

   შპს „ბლექ სი სატის“ მიერ 2013 წლის 31 იანვრის და 13 თებერვლის განცხადებებით (N6/621-13; N6/810–13) მოთხოვნილია შემდეგი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა:

ა) შპს ”ბლექ სი სატსა” და შპს “გეოკრიფტს”  შორის 2012 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.13–01.03.13) სამაუწყებლო არხ ”Первый Канал. Всемирная Сеть“  საქართველოს  ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

 ბ) შპს ”ბლექ სი სატსა” და “DISCOVERY COMMUNICATIONS EUROPE LIMITED”-ს შორის 2012 წლის 20 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.12.12-30.11.17) სამაუწყებლო არხების ”ID Investigation Discovery”, “Discovery HD Showcase”, “Animal Planet HD”, “Discovery Channel”, “TLC”, “Animal Planet”, “Discovery World” და “Discovery Science” -ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

გ) შპს ”ბლექ სი სატსა” და შპს ”ტვ მედიანეტს” შორის 2012 წლის  28 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.13-31.12.13) სამაუწყებლო არხების Телекенал “ТВ Бульвар”, „Комедия ТВ“,  „МНОГОсерийное ТВ“, “Русская ночь“, „Индия ТВ“, “Российский канал боевых искусств“, “Кухня ТВ“, “Авто Плюс“, “Интересное ТВ“ და “365 дней ТВ“–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

დ) შპს „ბლექ სი სატსა“ და “SPTI Networks Eastern Europe (UK) Limited“- ს შორის 2012 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.11.12.–01.11.16) სამაუწყებლო არხ „SET“-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ე) შპს „ბლექ სი სატსა“ და შპს ტელე–რადიო კომპანია „რიონს“ შორის 2013 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.13–01.07.13) სამაუწყებლო არხ „რიონის“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ვ) შპს „ბლექ სი სატსა“ და შპს „გლობალ მედია ჯგუფს“ შორის 2013 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (01.06.13–31.08.13) სამაუწყებლო არხების „ჯი ემ ჯი ფეხბურთი“, „ჯი ემ ჯი სპორტი“, „ჯი ემ ჯი კინოგურმანი“, „ჯი ემ ჯი ჰოლივუდი“, „ჯი ემ ჯი სპორტი 2“ და „ჯი ემ ჯი ქალთა კლუბის“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, აგრეთვე ამ განცხადებების  საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ შპს „ბლექ სი სატის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების  შესახებ.

   ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ბლექ სი სატის“ 2013 წლის 31 იანვრის და 13 თებერვლის  განცხადებები  (კომისიაში რეგისტრაციის N6/621-13; N6/810–13) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები, გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური უფლება–მოვალეობების ნაწილში ცნობილ უნდა იქნას კომერციულ საიდულმოებად. გასათვალისწინებელია, რომ შპს „ბლექ სი სატის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ზემოაღნიშნული ნაწილების საჯაროდ დატოვებამ,  შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

  კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

     ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაკმაყოფილდეს შპს „ბლექ სი სატის“ 2013 წლის 31 იანვრის და 13 თებერვლის  განცხადებები (კომისიაში რეგისტრაციის  N6/621-13; N6/810–13)  ნაწილობრივ :

ა)  ცნობილ იქნას შპს ”ბლექ სი სატსა” და შპს “გეოკრიფტს”  შორის 2012 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.13–01.03.13) სამაუწყებლო არხ ”Первый Канал.  Всемирная Сеть“ საქართველოს  ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

ბ) ცნობილ იქნას შპს ”ბლექ სი სატსა” და “DISCOVERY COMMUNICATIONS EUROPE LIMITED”-ს შორის 2012 წლის 20 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.12.12-30.11.17) სამაუწყებლო არხების ”ID Investigation Discovery”, “Discovery HD Showcase”, “Animal Planet HD”, “Discovery Channel”, “TLC”, “Animal Planet”, “Discovery World” და “Discovery Science”-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

 გ) ცნობილ იქნას შპს ”ბლექ სი სატსა” და შპს ”ტვ მედიანეტს” შორის 2012 წლის  28 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.13-31.12.13) სამაუწყებლო არხების Телекенал “ТВ Бульвар”, „Комедия ТВ“,  „МНОГОсерийное ТВ“, “Русская ночь“, „Индия ТВ“, “Российский канал боевых искусств“, “Кухня ТВ“, “Авто Плюс“, “Интересное ТВ“ და “365 дней ТВ“–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

დ) ცნობილ იქნას შპს „ბლექ სი სატსა“ და “SPTI Networks Eastern Europe (UK) Limited“- ს შორის 2012 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.11.12.–01.11.16) სამაუწყებლო არხ „SET“-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

ე) ცნობილ იქნას  შპს „ბლექ სი სატსა“ და შპს ტელე–რადიო კომპანია „რიონს“ შორის 2013 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.13–01.07.13) სამაუწყებლო არხ  „რიონის“საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

ვ) ცნობილ იქნას შპს „ბლექ სი სატსა“ და შპს „გლობალ მედია ჯგუფს“ შორის 2013 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (01.06.13–31.08.13) სამაუწყებლო არხების „ჯი ემ ჯი ფერხბურთი“, „ჯი ემ ჯი სპორტი“, „ჯი ემ ჯი კინოგურმანი“, „ჯი ემ ჯი ჰოლივუდი“, „ჯი ემ ჯი სპორტი 2“ და „ჯი ემ ჯი ქალთა კლუბის“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

2. ინფორმაცია შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „ბლექ სი სატის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ბლექ სი სატისათვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ბლექ სი სატისათვის“ ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

კომისიის წევრი                                                                             კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                            ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                            ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები