შპს “ორბის“ 100% წილის შპს “სისტემა რეგიონს“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 16, 2013
მიღების თარიღი მარტი 07, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2013 წლის 7 თებერვალს №6 წერილით მიმართა შპს “ორბმა“, შპს “ორბის“ წილის 50%-ის მფლობელის ვალია პერტიას და 50%-ის წილის მფლობელის ვალენტინა კორტავას, ანუ სულ შპს “ორბის“ წილის 100%-ის, შპს “სისტემა რეგიონს“-ის მიერ შეძენაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ორბს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2. |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|
|
B.F.4. |
მაუწყებლობის ტრანზიტი |
|
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი. |
შპს “სისტემა რეგიონს“ არ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, კომისიაში შპს “ორბის“ მიერ წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
- შპს “ორბის“ წერილი №6 07.02.2013 შპს “ორბის“ წილის 50%-ის მფლობელის ვალია პერტიას და 50%-ის წილის მფლობელის ვალენტინა კორტავას, სულ შპს “ორბის“ წილის 100%-ის, შპს “სისტემა რეგიონსის“ მიერ შეძენაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით;
- ინფორმაცია შპს “ორბის“ შემოსავლების შესახებ;
- ინფორმაცია შპს “ორბის“ დამფუძნებელთა შესახებ;
- ინფორმაცია შპს “სისტემა რეგიონს“-ის დამფუძნებელთა შესახებ;
- ინფორმაცია შპს “სისტემა რეგიონს“-ის ურთიერთდამოკიდებული/აფილი-რებული პირების შესახებ.
წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “ორბის“ დამფუძნებლები არიან ფიზიკური პირი ვალია პერტია (წილის 50%-ის მფლობელი) და ფიზიკური პირი ვალენტინა კორტავა (წილის 50%-ის მფლობელი).
შპს “სისტემა რეგიონს“-ის დამფუძნებელი (წილის 100%-ის მფლობელი) და დირექტორია მარიამ კაციაშვილი.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2013 წლის 13 თებერვლის №10/137-13 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს “ორბის“, აგრეთვე მარიამ კაციაშვილის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება. შპს “სისტემა რეგიონს“-ი არ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირს, შესაბამისად აღნიშნული კომპანია არ ფიქსირდება კომისიის უწყებრივ რეესტრში.
კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მონაცემების, ასევე კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2013 წლის 14 თებერვლის №10/140-13 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე დგინდება, რომ შპს “ორბის“ საქმიანობის ძირითადი სახეა მაუწყებლობის ტრანზიტი და აღნიშნულ მომსახურებას კომპანია ახორციელებს ქალაქ ფოთში. შპს “ორბის“ აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 1991 აბონენტი. შპს “ორბის“ შემოსავლებმა 2012 წლის იანვრიდან დეკემბრის თვის ჩათვლით შეადგინა 217166 ლარი. შესაბამისად, შპს “ორბის“ აბონენტთა ხვედრითმა წილმა ქალაქ ფოთში მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებით მომხმარებლების საერთო რაოდენობაში 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 30,74%, ხოლო ქალაქ ფოთში 2012 წელს მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში შპს “ორბის“ მიერ მიღებული შემოსავლების ხვედრითმა წილმა შეადგინა - 33,6%.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს “ორბის“ წილის 100%-ის შპს “სისტემა რეგიონს“-ის მიერ შეძენის შემდეგ, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი დარჩება. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “ორბის“ წილის 100%-ის შპს “სისტემა რეგიონს“-ის მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს “ორბს“, შპს “ორბის“ წილის 100%-ის შპს “სისტემა რეგიონს“-ის მიერ შეძენაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე).
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
