საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოსული კორესპონდენციის კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებში განაწილების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2013
მიღების თარიღი მარტი 07, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია") ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ”ლ”) ქვეპუნქტის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”მ” ქვეპუნქტისა და 2013 წლის 25 თებერვლის კომისიის № 125/22 გადაწყეტილების საფუძველზე, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის -”112”-ის 2013 წლის 06 მარტის №3/15-13 წერილზე.
2. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:
ა) ფიზიკურის პირის ვერა სოლოვიოვას 2013 წლის 07 მარტის № 8/48-13 წერილი.
3. კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) უკრაინის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის 2013 წლის 06 მარტის №8/46-13 წერილზე;
ბ) საინფორმაციო სააგენტო ”სარკის” 2013 წლის 06 მარტის №6/1240-13 წერილზე.
4. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) NILTEX HOLDING LIMITED-ის 2013 წლის 07 მარტის №6/1244-13 წერილზე;
ბ) SONY PICTURES TELEVISION -ის 2013 წლის 07 მარტის №8/47-13 წერილზე.
5. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) შპს ”დაცვის სამსახური თბილისის” 2013 წლის 06 მარტის №7/99-13 წერილზე;
ბ) შპს ”პეის საზღვაო სააგენტოს” 2013 წლის 07 მარტის №7/100-13 წერილზე;
გ) საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის 2013 წლის 07 მარტის №7/101-13 წერილზე.
6. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:
ა) შპს ”ფირმა ჰორიზონტის” 2013 წლის 07 მარტის №6/1246-13 წერილი.
7. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) სს ”სილქნეტის” 2013 წლის 07 მარტის №6/1247-13 წერილზე.
8. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:
ა) შპს ”ეკომის” 2013 წლის 06 მარტის №6/1241-13 წერილი;
ბ) ი/მ შაქრო ხუხიას 2013 წლის 07 მარტის №6/1245-13 წერილი.
9. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) შპს ”სისტემ ნეტის” 2013 წლის 06 მარტის №6/1243-13 წერილზე, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტთან ერთობლივად.
10. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:
ა) შპს ”ვიტელ ჯორჯიას” 2013 წლის 06 მარტის №6/1242-13 წერილი.
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
|
კომისიის წევრი |
კარლო კვიტაიშვილი |
|
|
კომისიის წევრი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
