საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოსული კორესპონდენციის კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებში განაწილებისა და კომისიის 2013 წლის 7 მარტის №155/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2013
მიღების თარიღი მარტი 11, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია") ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ”ლ”) ქვეპუნქტის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”მ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და 2013 წლის 25 თებერვლის კომისიის № 125/22 გადაწყეტილების საფუძველზე, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოსული კორესპონდენციის კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებში განაწილების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 7 მარტის №155/22 გადაწყვეტილებაში და:
ა) ამოღებულ იქნას მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი;
ბ) გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი რედაქციის 91 პუნქტი;
”91) კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
საინფორმაციო სააგენტო ”სარკის” 2013 წლის 06 მარტის №6/1240-13 წერილზე.”
2. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) ააიპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის 2013 წლის 07 მარტის №6/1252-13 წერილზე, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით.
3. კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) INMARSAT-ის 2013 წლის 07 მარტის №8/50-13 წერილზე, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტთან ერთობლივად.
4. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) შპს ”ბლექ სი სატის” 2013 წლის 07 მარტის №6/1255-13 წერილზე.
5. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:
ა) შპს ”ბადაგის” 2013 წლის 07 მარტის №6/1251-13 წერილი;
ბ) შპს ”მეცხრე არხის” 2013 წლის 07 მარტის №6/1257-13 წერილი;
გ) სს ”ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” 2013 წლის 07 მარტის №6/1253-13 წერილი;
დ) შპს ”რადიო საქართველოს” 2013 წლის 07 მარტის №6/1254-13 წერილი.
6. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) შპს ”ასტრონის” 2013 წლის 07 მარტის №7/102-13 წერილზე;
ბ) შპს ”ოპტიმუმის” 2013 წლის 07 მარტის №7/103-13 წერილზე;
გ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 07 მარტის №7/105-13 წერილზე;
დ) საქართველოში იაპონიის საელჩოს 2013 წლის 07 მარტის №7/104-13 წერილზე;
ე) ICTA - თურქეთის რესპუბლიკის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ორგანოს 2013 წლის 07 მარტის №8/49-13 წერილზე.
7. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს დაევალოს ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შემდეგ კორესპონდენციაზე:
ა) კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ალექსანდრე ღლონტის 2013 წლის 07 მარტის №10/181-13 მოხსენებით ბარათზე.
8. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:
ა) ი/მ ნანული კაიკაციშვილის 2013 წლის 07 მარტის №6/1248-13 წერილი;
ბ) ი/მ დარეჯან მუმლაძის 2013 წლის 07 მარტის №6/1249-13 წერილი;
გ) შპს ”ბადაგის” 2013 წლის 07 მარტის №6/1250-13 წერილი.
9. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს გადაეცეს გასაცნობად და საქმეში გასათვალისწინებლად შემდეგი კორესპონდენცია:
ა) PREMIUM NET INTERNATIONAL SRL-ის 2013 წლის 07 მარტის №6/1256-13 წერილი.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
|
კომისიის წევრი |
კარლო კვიტაიშვილი |
|
|
კომისიის წევრი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
